ჩვენთვის განვითარება სტატიკური მიზანი არ არის ეს უწყვეტი პროცესია - Practical Learning Center
Practical Learning Center • პრაქტიკული სწავლების ცენტრი საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი მსურველებს სთავაზობს სერტიფიცირებულ კურსებს შრომის სამართალში, სამართლებრივ პრაქტიკასა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებაში. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia პრაქტიკული სწავლების ცენტრის დირექტორს ელისაბედ შენგელიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სასწავლო ცენტრის საქმიანობა ეყრდნობა რამდენიმე ძირითად პრინციპს: კომპეტენცია, სწავლების მოდერნიზებული მოდელი, პროფესიონალიზმი როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ასპექტში, უშუალობა, ხელმისაწვდომობა, მოქნილობა. გვჯერა, რომ იურიდიული განათლება მხოლოდ თეორიული ცოდნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რადგან პრაქტიკული კომპონენტია სწორედ ის ნაწილია, რომელიც რეალურ საჭიროებებზე მორგებულ, პროგრესირებად, გამოყენებად ცოდნად გარდაქმნის თეორიას.
საქმიანობა 2019 წლიდან დავიწყეთ და საწყის ეტაპზევე დავისახეთ ამოცანა, შეგვექმნა სივრცე, სადაც განათლება ადამიანისთვის არა აბსტრაქტულ, არამედ ცოცხალ პროცესად იქცევა. ცოდნის გაზიარება ჩვენთვის ფორმალურ ვალდებულებაზე გაცილებით მეტია - ესაა ღირებულება, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სწავლებას სიღრმისეულად, მთელი ენთუზიაზმით მივუდგეთ. სწორედ ეს მიდგომა გვაძლევს საშუალებას, რომ შევქმნათ ისეთი პროდუქტები, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს მხოლოდ თეორიული ცოდნას კი არა, პრაქტიკულ, პროფესიულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენებად ცოდნას მისცემს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლების განმავლობაში იურიდიულ განათლებაზე მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა, მხოლოდ დიპლომი და თეორია აღარ არის საკმარისი. პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, რომელსაც წამყვანი პრაქტიკოსი სპეციალისტები უძღვებიან, უფრო და უფრო მეტი ადამიანის ინტერესის სფერო ხდება.
ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, მოთხოვნა ჩვენს კურსებზე სტაბილურად მზარდია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ადვოკატები, იურისტები და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად ეძებენ ისეთ სივრცეებს, სადაც შეუძლიათ კონკრეტული უნარების განვითარება და ამ გზით საკუთარი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ორ ასპექტში გამოიხატება:
1. ჩვენი გუნდური რესურსი - ჩვენთან კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი პროფესიონალები, რომელთაც აქვთ არამხოლოდ სიღრმისეული აკადემიური ცოდნა, არამედ პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.
2. სწავლების მეთოდოლოგია - ყველა კურსი აგებულია იმგვარად, რომ თითოეულ მონაწილეს არამხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ მისი რეალურ სიტუაციებში გამოყენება შეეძლოს.
გარდა ამისა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მონაწილეებთან ინდივიდუალურ მუშაობას, კურსის მასალის განახლებას და მოთხოვნებზე მორგებულ, მოქნილ ფორმატებს. მათ შორის, ჰიბრიდულ ლექციებს, “Case-Study” მიდგომას, ტესტური სწავლების მეთოდს, აპლიკანტისათვის აკადემიური გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ხელმისაწვდომობას და სხვა. სწორედ ამ მიდგომებმა განაპირობა ინოვაციური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო სივრცის ჩამოყალიბება.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენთვის განვითარება სტატიკური მიზანი არ არის - ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, თუ რა სჭირდება პროფესიონალს თანამედროვე სამართლებრივ/იურიდიულ რეალობაში. მომავალს ვუყურებთ როგორც შესაძლებლობას - განვავითაროთ ცოდნის მიწოდების ფორმები და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ სასწავლო კურსები.
ცნობისთვის, მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიიღება ცენტრის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით შეუძლიათ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
04.07.2025.21:07
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას საინტერესო უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური.
„საინტერესო იყო. არ შეიძლება, არსებობდეს ქვეყანა და პრობლემა არ ჰქონდეს ან ეკონომიკური, ან სოციალური. ასეთი ქვეყნები არ არსებობს. სამოთხეში არ არის ასეთი რამ.
პირველ რიგში, გადაგვიხადა [მადლობა]სხვათა შორის, პირველად რაც თავი მახსოვს, გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებაში. ცოტა კითხვები იყო სხვათა შორის. ბიზნესს აძლევს მოტივაციას, მეტი არაფერი“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.