ჩვენს პროდუქციას საქართველოში ანალოგი არ აქვს - „100% ბამბა“
„100% ბამბა“, ბამბის ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნატა ნატაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანია ნაყინის გარდა მომხმარებელს სხვადასხვა ტკბილეულსაც სთავაზობს.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„100% ბამბა“ დაარსდა 2017 წელს, როგორც ბამბის ნაყინის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. 2024 წელს კომპანიამ დაამატა ახალი მიმართულება - გურმე პოპკორნის ბრენდი „პოპი“. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ბამბის ნაყინის მრავალფეროვან არჩევანს და უნიკალური რეცეპტებით შექმნილ გურმე პოპკორნს. კომპანიის ძირითადი ღირებულებაა - შევქმნათ ბავშვობის სიხარული ყველასთვის, როგორც ჩვენს ძირითად ლოკაციებზე, ისე სხვადასხვა ღონისძიებაზე.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამჟამად კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს:
• გემრიელ ტორტებს;
• სხვადასხვა პერსონაჟებით გაფორმებულ შეფუთვებს;
• დაფასოებულ ბამბის ნაყინის ჭიქებს;
• ბამბის ნაყინის კრეატიულ მიმართულებას - პერსონაჟების შექმნას ბამბის ნაყინისგან.
გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ გურმე პოპკორნს მრავალფეროვანი გემოებით:
• ტკბილ არომატებში - კარამელისა და ხილის;
• კლასიკურ მარილიან ვერსიაში;
ასევე პიკანტურ გემოებში, მათ შორის: ყველის, ბეკონის, პაპრიკის, მანგოს, ჩილი-არაჟნის, ხახვის და სხვა.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ღონისძიებების ბამბის ნაყინითა და პოპკორნით გაფორმებული მომსახურების მიმართ. მომხმარებელი ეძებს პროდუქციას, რომელიც განსხვავებულ ვიზუალს, ხარისხიან გემოსა და პოზიტიურ ემოციას აერთიანებს. ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში, თუმცა არანაკლები მოწონებით სარგებლობს ზრდასრულებშიც, რაც განაპირობებს მოთხოვნის სტაბილურ ზრდას.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა:
•ექსკლუზიური პროდუქტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს;
•გამორჩეული დიზაინით გაფორმებული შეფუთვები და ხელოვნებად ქცეული ბამბის ნაყინი;
•გურმე პოპკორნი, რომელიც განსხვავებულია კლასიკური პოპკორნისგან , შემადგენლობით და დამზადების ტექნოლოგიით. პოპკორნი მზადდება ცხელი ჰაერის ტექნოლოგიით, ცხიმის გარეშე, რაც მას ჯანსაღ და დაბალკალორიულ სნექად აქცევს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას და ახალი პროდუქციის დამატებას, დისტრიბუციას ქსელურ მარკეტებში.
ცნობისთვის, კომპანია აქტიურად მუშაობს სადღესასწაულო ღონისძიების მიმართულებითაც, იქნება ეს დაბადების დღე, კორპორატიული საღამო თუ ნებისმიერი გასართობი ღონისძიება. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში თბილისში: City Mall, Galleria Tbilisi, East Point და ასევე ონლაინ Wolt- ის და Glovo-ს პლატფორმის გამოყენებით.
სხვა სიახლეები
18.06.2025.18:12
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განათლების შესაძლებლობების შექმნით განაგრძობს. ამჯერად, ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში, Startup Grind-თან თანამშრომლობით, 19 ივნისს ინტერაქციული ვორკშოპი გაიმართება თემაზე — „ფინტექის მომავალი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.
ღონისძიებას გაუძღვება შილ მოჰნოტი — ფინტექ ინვესტორი და Better Tomorrow Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც არაერთი მილიარდდოლარიანი სტარტაპის შექმნასა და გლობალურ განვითარებაში შეიტანა წვლილი.
ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
ვორკშოპი 19 ივნისს 10:00 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის 37 მ-ში გაიმართება.
სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს ღონისძიებაზე დასწრება 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ბილეთები ხელმისაწვდომია Startup Grind-ის ვებგვერდზე.
ცნობისთვის, ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ფარგლებში იმართება, რომელიც ბიზნესის მხარდამჭერ საგანმანათლებლო პროექტებს, პრაქტიკულ ვორქშოპებსა და თემატურ ღონისძიებებს აერთიანებს, რაც ბიზნესებს თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტაციაში და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.