მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

ჩვენს მიერ წარმოებულ ცივი და ცხელი წყლის მილებზე მაღალი მოთხოვნაა - „აა პლასტი“

news image

კომპანია „აა პლასტმა“, რომელიც თავიდან ბაზარზე პოლიეთილენის წარმოებით გამოჩნდა, მალევე საკუთარი საქმიანობის დივერსიფიცირება მოახდინა და წარმოება გააფართოვა. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „აა პლასტისთვის“ იურისტმა მელიტა პატარიძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში „აა პლასტმა“ კანალიზაციისა და ცივი და ცხელი წყლის მილებს წარმოება დაიწყო. პროექტმა საკმაოდ გაამართლა და მასზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება.

„ჩვენს პროდუქციას სამშენებლო სექტორი დაქსელვისთვის აქტიურად გამოიყენებს. ამ დროისთვის მისი მიწოდება ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან და მარაგდება სხვადასხვა სავაჭრო ქსელებიც.

ჩვენი მილი გაცილებით უფრო ხარისხიანია, ვიდრე დღეს საქართველოში შემოტანილი მილები. მილები, რომელთა იმპორტიც ხორციელდება არის სხვადასხვა ზომებში დაჭრილი. ჩვენს შემთხვევაში კი მშენებლები ჭრას აკეთებენ იმ მეტრაჟზე, რაც თავად ამ კორპუსს სჭირდება. ეს თავისთავად აიაფებს სამშენებლო პროცესს, რადგანაც ის გადაბმები და მუხლები რაც შესაძლოა თავად მილზე ძვირი იყოს ამოვარდნილია ხარჯთაღრიცხვიდან. როდესაც დათვალეს 9 სართულიანი კორპუსის შემთხვევაში 7-9 ათას ლარიანი შეღავათი მიიღეს. ამიტომაც „აა პლასტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია დიდ მოწონებას იმსახურებს“, - აცხადებს მელიტა პატარიძე.

მისივე თქმით, „აა პლასტი“ უკვე ISO სერტიფიკატის მფლობელია და იმავდროულად კომპანიას ყველა სამშენებლო კომპანიასთან ვისთანაც თანამშრომლობს სადაზღვევო ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული.

„გარანტიას ჩვენ ვიძლევით და დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ“, - აღნიშნავს მელიტა პატარიძე.

„აა პლასტმა“ ბაზარს სარწყავი სისტემებიც შესთავაზა, საუბარია ერთჯერად, წვეთოვან მილებზე. რომელიც არის ეკო პროდუქტი, რადგანაც არ არის პლასტმასა და არ არის ძვირადღირებული. ის არის ერთ წლოვანი წვეთოვანი სისტემა, რომელიც უმარტივებს გლეხს საქმიანობას, რადგანაც თავადაც შეუძლია ონკანთან შეერთება. პროდუქტი აღებას აღარ საჭიროებს და ერთი წლის მერე თავადვე იშლება და დეგრადირდება.

აღსანიშნავია, რომ „აა პლასტი“ ექსპორტზეც გადის და პარკებს აშშ-სა და სომხეთში ყიდის.

შპს „აა პლასტი“ ქართულ-აზერბაიჯანულ ერთობლივ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც 2007 წლის დასაწყისში დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის პირველადი ნედლეულის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ამასთანავე, კომპანია ახორციელებს პოლიეთილენის ნედლეულის გადამუშავებასა და ნაწარმის ქართულ ბაზარზე რეალიზაციას. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიეთილენის სფეროში „აა პლასტი“ ყველაზე მსხვილი მწარმოებელია შიდა ბაზარზე.

ხელმძღვანელობის მიერ გატარებულმა სწორმა მენეჯმენტმა და სახელმწიფოს მხარდაჭერამ განაპირობა ის, რომ 2007 წლიდან მკვეთრად შემცირდა საქართველოში პოლიეთილენის მზა პროდუქციის იმპორტი და ამასთანავე, მკვეთრად გაიაფდა აღნიშნული პროდუქციის ფასებიც.

პროდუქციის წარმოება ხდება უმაღლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ნაკლოვანი პროდუქციის რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

კომპანია აქტიურად აწარმოებს პოლიეთილენის პროდუქტებს, ესენია: სასათბურე ფირები, სამედიცინო ხალათები, ნაგვის ჩანთები, Shrink Films, Stretch Films, პოლიეთილენის ჩანთები.

''აა პლასტის'' ერთ-ერთი და წარმატებული პროექტი ბიო პარკების წარმოებაა, რადგან ბიოდეგრადირებად პარკებს შეუძლია მრავალი სარგებლის მოტანა როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით ასევე ქვეყნის განვითარების მხრივაც. ბიოდეგრადირებადი პარკები დამზადებულია ბუნებრივი პროდუქტებისგან და არა ნავთობისგან. მისი წარმოებისას იხარჯება 65%-ით ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე პოლიეთილენის პარკების წარმოებისას. ბიოდეგრადირებადი პარკები ადვილად იხრწნება მიწასთან შეხებისას და არ აქვს უარყოფითი ეფექტი გარემოზე.

„აა პლატი“ აწარმოებს ასევე ერთჯერად, წვეთოვან სისტემებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია წვეთოვანი მორწყვა, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება წყლის რესურსების სიმცირე, სოფლის მეურნეობის წარმოების ინტენსიფიკაცია და სასოფლო სამეურნეო სავარგულების დეგრადირება სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანი არის წვეთოვანი მორწყვაა.

“აა პლასტის“ ასევე მთავარი მიმართულებაა 20, 25, 32, 40, 50, 63, 75, 90, 110 დიამეტრის ევროპული სტანდარტის ცივი და ცხელი წყლისა და გაზის მაგისტრალური პოლიეთილენის და პოლიპროპილენის მილების და მათი მაკომპლექტებელი ფიტინგების ( სამაგრების, ხუფების , ქუროების,მუხლების და სამკაპების) წარმოების შექმნა, ასევე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საჭირო პროდუქციის წარმოებისთვის ტექნოლოგიური გადაიარაღება და მომზადება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Blue Sky Apart-Hotel – ახალი სტანდარტი კომფორტული დასვენებისა და ცხოვრებისათვის ბათუმში

13.06.2025.18:00

BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის 7-36 სართულებზე. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია HSC Group Hospitality-ს დირექტორმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ორ ბლოკს, რომელთაგან ‘A’ ბლოკში უახლოეს მომავალში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტი გაიხსნება. აღნიშნულ ბლოკში ასევე დაგეგმილია საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort-ის გახსნა, რომელიც მომდევნო წლისთვისაა დაგეგმილი.

„კომპლექსის ‘B’ ბლოკში განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა.

Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი.

HSC Group Hospitality-ს დირექტორის თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:

- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View

აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.

ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.

Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.

HSC Group Hospitality პროექტს Pre-Opening-სა და პროექტის საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა