ჩვენმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა იტალიაში და უკვე მრავალი წამყვანი რესტორანი გეგმავს მის დამატებას საკუთარ მენიუში - Chelti Winery
Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი იტალიაში გამართულ ღვინის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ღვინოების პარალელურად დამსწრე საზოგადოებას ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ქართული ტრადიციაც გააცნო.
„მეღვინეობა ჩელთი“-მ მონაწილეობა მიიღო მილანის ღვინის კვირეულში, რომელიც გაიმართა 4–14 ოქტომბერს. ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ ჩვენი ღვინოები და გავიზიარეთ ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ქართული ტრადიცია.
ასევე ჩავატარეთ მასტერკლასი, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სომელიეები, ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები მთელი იტალიიდან.
ჩელთის ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა იტალიაში, და უკვე მრავალი წამყვანი იტალიური რესტორანი გეგმავს ქართული ღვინოების დამატებას საკუთარ მენიუში“, - აღნიშნულია ჩელთის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club
12.03.2026.12:00
საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.
Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza-ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.
VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.
ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.