ჩვენი ურთიერთობა ბიზნესთან არის ყოველდღიური, იმიტომ, რომ მათი სერვისები სასიცოცხლოდ გვჭირდება, ისევე როგორც ჩვენი გამართულად საქმიანობა არის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ვახტანგ ჟვანია
ჩვენი ურთიერთობა ბიზნესთან არის ყოველდღიური, იმიტომ, რომ ჩვენ მათი სერვისები სასიცოცხლოდ გვჭირდება, ისევე როგორც ჩვენი გამართულად საქმიანობა არის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია.
მისი განმარტებით, ბიზნესზე მორგებული სერვისების შეთავაზება და მათი ინტერესის დაკმაყოფილება იუსტიციის სახლისთვის მნიშვნელოვანია.
„ეს კითხვა შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად დავყოთ - ერთი, პირველი ნაწილი, რომელიც ეხება ამ პროექტს, კონკრეტულად „ბიზნეს ასისტენტს“. ჩვენ უკვე ერთი შეხვედრა გვქონდა ბიზნეს ასოციაციასთან გაფართოებულ ფორმატში. ამის შემდეგ ძალიან ახლო პერიოდში შევხვდით მთელი იუსტიციის სამინისტრო ბიზნესს, იმიტომ, რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაწესებულება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის, რომელშიც შედის სერვისების განვითარების სააგენტო, საჯარო რეესტრი, აღსრულება და ასე შემდეგ. ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი თუ რატომ არის მარტივი საქართველოში ბიზნესის კეთება, სწორედ ასეთი ნიუანსებისგან შედგება, და ამიტომაც მთელი სამინისტრო, მინისტრის ხელმძღვანელობით, შეხვდა ბიზნესს, ბიზნეს ასოციაციას და იქაც დეტალურად გვქონდა მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი. რაც შეეხება, ვთქვათ, ყოველდღიურ კომუნიკაციას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სახლი გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სერვისებს აწოდებს ბიზნესს, ასევე იუსტიციის სახლი არის ის დაწესებულება, რომელიც კონკრეტული ბიზნესის სერვისებსაც სთავაზობს მოქალაქეებს. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენი კომუნიკაცია არის ყოველდღიური, რადგან მათი სერვისებიც, ნაწილი ბიზნესის სერვისები, ჩვენთან ხელმისაწვდომია. ეს არის ქონების დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები, როგორც ტურისტებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი სერვისი შეიძლება ნახოთ თქვენ იუსტიციის სახლში, რომელიც კონკრეტულ ბიზნესთან არის დაკავშირებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იუსტიციის სახლი არის დაწესებულება, რომელიც ბიზნესის, ასე ვთქვათ, მომსახურეობებსაც აქტიურად იყენებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ბანკებთან, და თქვენ, როცა იუსტიციის სახლებში მიხვალთ, ნახავთ, რომ იქ საქართველოში არსებული ბანკები ოპერირებენ. ასევე ძალიან ბევრი ბიზნესი არის დაინტერესებული სხვა იმ იუსტიციის სახლებით სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ისინი ასევე არიან წარმოდგენილები და ოპერირებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობა ბიზნესთან არის ყოველდღიური. იმიტომ, რომ ჩვენ ჩათვალეთ, რომ მათი სერვისები სასიცოცხლოდ გვჭირდება, ისევე როგორც ჩვენი გამართულად საქმიანობა არის მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამიტომ ყოველდღიურად ვცვლით იმ ინფორმაციას, რაც ჩვენთვის საჭიროა და მნიშვნელოვანია. ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს, იმიტომ, რომ ამ სიახლეების გარეშე დღეს, 21-ე საუკუნეში, შეუძლებელია იუსტიციის სახლი იყოს წარმოდგენილი და თქვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს ნახავთ, რომელსაც ძალიან მალე ჩვენ დავაანონსებთ და, დაანონსების გარდა, შევთავაზებთ ასევე ჩვენს მომხმარებლებს. და ბუნებრივია, ეს ყველაფერი კეთდება ერთად, იმიტომ, რომ ამ, ასე ვთქვათ, ერთობლივი სამუშაოს განხორციელების გარეშე შეუძლებელია დაიდოს ისეთი ხარისხიანი სერვისის მიწოდების პროცესი, როგორიც იუსტიციის სახლში ამ მომენტისთვის არსებობს“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ.
რაც შეეხება სერვისს „ბიზნეს ასისტენტი“, ბიზნესის მხრიდან ინტერესი არის.
„როგორც კი შეიქმნა იუსტიციის სახლში ეს პროექტი და გაჩნდა ამ პროექტის საჭიროება, ბუნებრივია ამ საჭიროების შესახებ ამ საკითხის იდენტიფიცირება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმით მოვახდინეთ, რომ ბიზნესთან გვქონდა კომუნიკაცია და აქედან გამომდინარე მათი საჭიროების კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა ასეთი იდეა. როცა ბიზნესთან მიდიოდა საუბარი იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ, მათ ყველაზე მეტად აწუხებდათ ის, რომ იუსტიციის სახლში მოსვლა, დრო, რომელიც ამას სჭირდება, თანამშრომელი, რომელიც ამ იუსტიციის სახლთან ურთიერთობის ნაწილში უნდა გამოიყოს და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია ყველაფერი ხარჯს აწვება ბიზნესს. ამიტომ სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე ჩამოყალიბდა ეს იდეა, რომელიც მერე უკვე პროექტად გადაიქცა და დაინერგა. დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში მიდიოდა ამ პროექტის სატესტო რეჟიმში მუშაობა და ამ სატესტო რეჟიმმა ასევე მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ის ნიუანსები, რომელიც შეგვეძლო სრულგვეყო, ეს საკითხებიც ჩამოყალიბდა სწორედ იმდაგვარად, რომ ერთი სახელმწიფოს ინტერესი არ დაზიანებულიყო და მეორე - ბიზნესის ინტერესი მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო. სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ აქტიური საინფორმაციო კომპანია. პირველი, რაც გავაკეთეთ, ბიზნეს ასოციაციას გავაცანით ეს პროექტი და კარგი ის იყო, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ სწორედ იმ ბიზნესის წარმომადგენლები, ვინც სატესტო რეჟიმში ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მათაც თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს და სწორედ ამ აქტიურმა საინფორმაციო კამპანიამ ქნა ის, რომ უკვე ძალიან ბევრი ბიზნესი დაინტერესდა, რამდენიმესთან გაფორმდა ხელშეკრულება, ისინი აქტიურად არიან უკვე ჩართულები და ჩვენც გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ დღეს, ხვალ და წლის ბოლომდე ძალიან ბევრი ბიზნესი, რომელიც ოპერირებს საქართველოში, კიდევ უფრო მეტად დაინტერესდება და ითანამშრომლებს ჩვენთან. ეს არის ჩვენი მოლოდინი, რაც გვაქვს ამ პროცესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე.
ირკვევა, რომ „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისი თბილისის გარდა მალე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც დაინერგება.
სხვა სიახლეები
19.09.2025.17:06
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია “ვაშლის აგრობაღებმა” გორში ინტენსიური ბაღები გააშენა.
პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. ლარია, საქართველოს ბანკის ინვესტიცია კი 20 მლნ. ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ზერტში, 47 ჰა-ზე ვაშლის ინტენსიური ბაღები გაშენდა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სეტყვის საწინააღმდეგო და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით. ასევე, აშენდა სამაცივრე მეურნეობა, რომელიც 1 500 ტონამდე პროდუქტის შენახვისთვის არის განკუთვნილი.
„ინტენსიური ტიპის ბაღებში ვაშლის ჯიშები გემოვნური თვისების და ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე შეირჩა, ესენია: გოლდენი, რედ დელიშეზი, გალა, გრანი სმიტი, პინოვა და ჯონაპრინცი. საქართველოს ბაზარზე ბიო პროდუქტის დეფიციტია, მოთხოვნა კი მაღალი. სწორედ ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანული ვაშლის წარმოებაზე, ამჟამად 8.41 ჰა-ზე გაშენებულ ბაღებში მიმდინარეობს ბიოსერთიფიცირების პროცესი.
გაშენებული ბაღების მასშტაბებმა წარმოქმნა სამაცივრე მეურნეობის შექმნის აუცილებლობა. რაც განხორციელდა იტალიელი კონსულტანტების ჩართულობითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამაცივრე მეურნეობა გვაძლევს შესაძლებლობას, ვაშლი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევინახოთ და მისი მაღალი გემოვნური და ხარისხობრივი თვისებები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ურთიერთთანამშრომლობით შექმნილი პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ერთგვარ „ნოუ ჰაუ“-ს წარმოადგენს. სამომავლოდ, ასევე გორის მუნიციპალიტეტში, ვგეგმავთ დამატებით, 10ჰა. ბაღების გაშენებას და პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ასევე ექსპორტზე გატანს“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ, „ვაშლის აგრობაღების“ დირექტორმა.
“მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია “ვაშლის აგრობაღებთან” ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო სექტორის განვითარებაში. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღები გააშენა და თანამედროვე მოწყობილობებითა და ენერგოეფექტური დანადგარებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მეტად გაფართოებას, მეურნეობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და საერთაშორისო ბაზრების ათვისებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.