ჩვენი უნიკალური ნიშა ქვევრის ღვინოების წარმოებაა - Vaziani Company
ამჟამად, კომპანია აწარმოებს დაახლოებით 25 სახეობის ღვინოს, თუმცა მომავალში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები ასორტიმენტში , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „მეღვინეობა ვაზიანის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსმა აურიკა კროიტორმა განუცხადა.
„ჩვენს შემთხვევაში წელი ითვლება რთველიდან რთველამდე, ხოლო მიმდინარე რთველი ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე ზუსტად არ ვიცით, რა ასორტიმენტის ღვინოები გვექნება, დიდ ცვლილებას არ ველით. ძირითადად იგივე სახეობები შენარჩუნდება, თუმცა შესაძლებელია გარკვეული ახალი ღვინოებიც დაემატოს ასორტიმენტს, ან პირიქით ზოგი გამოგვაკლდეს, რადგან წლევანდელი რთველი კლიმატური პირობების გამო საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ჯერჯერობით რთულია ზუსტად თქმა, რამდენად შევინარჩუნებთ არსებულ ასორტიმენტს, თუმცა სავარაუდოდ, ძირითადი მიმართულება იგივე დარჩება. ჩვენი მთავარი ფოკუსი კვლავ იმ ღვინოებზეა, რომელთაც ყველაზე დიდი მოთხოვნა აქვთ: კლასიკური მშრალი, ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი წითელი და თეთრი ღვინოები. გარდა ამისა, წარმოდგენილი გვექნება პრემიუმ სეგმენტის, ტრადიციული წესით დამზადებული ღვინოები და რა თქმა უნდა, ქვევრის ღვინოები, რადგან ეს არის ჩვენი უნიკალური ნიშა “, - აცხადებს აურიკა კროიტორი.
კომპანიის მიზანია პროდუქციის გატანა რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში და ბრენდის ცნობადობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე.
“ჩემი პირადი მიზანი და ვფიქრობ, ბევრი მეღვინისაც არის ის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ გარღვევა ტრადიციული საექსპორტო ბაზრების და ქართული ღვინო გავიტანოთ რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში. აუცილებელია, რომ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ ჩვენი ხარისხი, ჩვენს უნიკალური, ტრადიციულ - ნიშური ღვინოები, იქნება ეს ქვევრის ღვინო თუ ენდემური ჯიშებისგან დამზადებული კლასიკური ღვინო. შესაბამისად, საჭიროა მეტი ძალისხმევა და აქტიურობა განსაკუთრებით, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა აზია, სადაც სრულად არ გვაქვს ათვისებული ჩვენი პოტენციალი.
გარდა ამისა, ევროპა კვლავ უნდა დარჩეს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მსოფლიოში ღვინის მოხმარების კლების ტენდენცია შეინიშნება. ეს კლება ქართულ ღვინოზე არ ვრცელდება, რაც გვაძლევს საფუძველს, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ მუშაობა ევროპულ ბაზრებზე.
ასევე, არ არის ათვისებული ამერიკის შეერთებული შტატებიც. ჩვენ საკმაოდ დიდი სამუშაო გვაქვს ყველა იმ მიმართულებით, სადაც არსებობს ზრდის შესაძლებლობა და სადაც ჩვენს ღვინოებს კარგი შემფასებელი ჰყავს “, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის უფროსი.
ცნობისთვის, „მეღვინეობა ვაზიანი“ კახეთში, ქ. თელავში მდებარეობს, რომელიც დაფუძნდა 1982 წელსდა მისი რესტრუქტურიზაცია 2012 წელს მოხდა.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.