მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

შოთა ბერეკაშვილი - ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში, რადგან ადგილობრივი წარმოების განვითარება ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებას

news image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ახალციხეში გაიმართა, კომიტეტის წევრები სსიპაწარმოე საქართველოშისაქმიანობის ანგარიშს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

„აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული პლატფორმაა, რომელიც ქართულ ბიზნესს აქტიურად უდგას გვერდით და ქვეყანაში ეკონომიკური პარამეტრების ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში, 40 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია.

ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესის დიდი ნაწილი რეგიონებშია განთავსებული და კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების პროგრამები სწორედ რეგიონებში განხორციელდეს. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი კომპანიები ჩაერთონ სააგენტოსაწარმოე საქართველოშიპროგრამებში, რადგან ადგილობრივი წარმოების განვითარება ხელს უწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებას“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა სააგენტოს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე საანგარიშო პერიოდში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო როგორც ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში წარმოებულ პროექტებს.

მიხეილ ხიდურელის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის სესხების თანადაფინანსების კუთხით, 2020-2025 წლებში 1359 სესხი გაიცა და დამტკიცებული სესხების მოცულობამ მილიარდ ლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში, 877 ბენეფიციარზე გაიცა სესხი, საიდანაც 61 სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე მოდის.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი სააგენტო და ამისთვის მთელი რიგი პროგრამები ხორციელდება. ეს შეეხება როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ასევე ტექნიკურ დახმარებას, ექსპორტის ხელშეწყობას და სხვადასხვა მიმართულებას, რომელსაც დღეისათვის სააგენტო ახორციელებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომიტეტის წევრებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო თემებზე სააგენტოს ხელმძღვანელისგან განმარტებები მოისმინეს და სამომავლო საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებს გაეცნენ.

კომიტეტმა სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები ახალციხის რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრს ეწვივნენ და ადგილზე გაეცნენ იმ პროგრამებს, რომლებიც რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ხორციელდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2024 წელს ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებისთვის „მაგთიკომს“ დაშვების ვალდებულებები დაეკისრა - ComCom

31.05.2025.17:52

კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ComCom-მა გასულ წელს ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაასრულა ფიქსირებული და მობილური მომსახურებების ბაზრების კომპლექსური კვლევა.

კომისიის ინფორმაციით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფიქსირებული და მობილური მომსახურებების საცალო ბაზარი განიცდის სტაგნაციას, არაკონკურენტულია და საჭიროებს მარეგულირებლის ჩარევას. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი „მაგთიკომია“, რომელსაც ექსპერტების რეკომენდაციით, ComCom-მა დაშვების ვალდებულებები განუსაზღვრა.

კერძოდ, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე დიდი უპირატესობით სარგებლობდა, ვინაიდან კონკურენტებთან შედარებით, კრიტიკულად დიდი უპირატესობა ჰქონდა როგორც ფინანსური რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის თუ აბონენტების კუთხით. 

კერძოდ, მობილური ქსელის ოპერატორების ბაზრის წილები ბოლო 5 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. ამავე პერიოდში აბონენტების მთლიანი რაოდენობა როგორც 2022, ისე 2023 წელში, გასულ წლებთან შედარებით, მხოლოდ 10-10%-ით, ხოლო შემოსავლები - 45%-ით და შემდგომ 58%-ით გაიზარდა. ბოლო 5 წელია „მაგთიკომი“ კვლავ სტაბილურად ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 2023 წლის მონაცემებით, მობილური ბაზრის აბონენტების 41%-ს და შემოსავლების 49%-ს ფლობს. ასევე, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი მობილური ინტერნეტის ტრაფიკის 50%-ს სწორედ „მაგთიკომი“ აგენერირებდა, მაშინ, როდესაც „სილქნეტისთვის“ ეს მაჩვენებელი 30%, „სელფი მობაილისთვის“ კი 20% იყო. თითქმის უცვლელი დარჩა ტრაფიკის გადანაწილება კომპანიების მიხედვით მომდევნო წლებშიც: 2023-2024 წლებში „მაგთიკომი“ – 48-47%-ს, „სილქნეტი“ – 33-34%-ს, „სელფი მობაილი“ კი 19-18%-ს აგენერირებდა.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების ანალიზით გათვალისწინებით, დადგინდა ისიც, რომ მარეგულირებელი მექანიზმების ამოქმედების გარეშე, ბაზარზე არაკონკურენტული და შემზღუდველი გარემო ვერ აღმოიფხვრებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ის მიზანს ბაზრებზე ბარიერების მოხსნა, ახალი მოთამაშეების გაჩენა, კონკურენციის გაუმჯობესება და შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენდა, კომისიამ გაითვალისწინა ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაცია დაშვების ვალდებულებებთან დაკავშირებით. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე, ComCom-მა „მაგთიკომს“ ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებები დააკისრა, რომელთა მიხედვით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ექნება ვალდებულება, მსურველ კომპანიებს, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფებით, საკუთარი ქსელისა თუ ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცეს. 

ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ბაზრებს, ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, ComCom-მა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ვალდებულებები განუსაზღვრა. დაშვების ვალდებულება სხვა ოპერატორებს მისცემს შესაძლებლობას, გამოიყენონ „მაგთიკომის“ ქსელური ინფრასტრუქტურა, შევიდნენ ბაზარზე, შექმნან ალტერნატიული შეთავაზებები და მომხმარებელს არჩევანის მრავალფეროვნება შეუქმნან. ხოლო დანარჩენი ვალდებულებები განაპირობებენ, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორმა, დაშვების მსურველს არ შესთავაზოს არასამართლიანი ფასი, ყველა მსურველს მიუდგეს სამართლიანად თუ არადისკრიმინაციულად და ასევე, ფასების ცვლილებით არ აიძულოს კონკურენტს ბაზრიდან გასვლა.

2024 წლის საქმიანობის ანგარიშში ხაზგასმულია ისიც, რომ ტელეკომ ბაზრის კომპლექსურ კვლევაზე მუშაობა კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად დაიწყო და 2024 წელს დაასრულა. ამასთან, ევროკავშირის ექსპერტების კვლევას რევიზია ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის - TAIEX-ის ექსპერტებმა ჩაუტარეს. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის მიმდინარეობისას, როგორც ოფიციალური წარმოებისას გამართული საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ისე კვლევის წინასწარი შედეგების გაზიარებით წარმოების დაწყებამდე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა სრულად იყო უზრუნველყოფილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა