ჩვენი სტუმრების დაახლოებით 70% საერთაშორისო ტურისტებზე მოდის - Chateau Artwine
Chateau Artwine - შატო ართვაინი არის უნიკალური ადგილი კახეთში, რომელიც აერთიანებს როგორც ტურისტულ, ასევე მეღვინეობის მიმართულებას. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ მენეჯერს ანი გაბაშვილს ესაუბრა.
„სასტუმრო 2021 წელს გაიხსნა და მას შემდეგ წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. სტუმრებს ვთავაზობთ 32 კომფორტულ ნომერს, რომელიც აერთიანებს მოდერნისტულ და თანამედროვე სტილს. ყველა ნომერი ფართო და მყუდროა, აღჭურვილია აივნით, საიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედები, როგორც ალაზნის ველზე, ასევე კავკასიონის მთებზე.
სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით, მათ შორისაა ღია ტიპის საცურაო აუზი, ველოსიპედებით სეირნობის შესაძლებლობა, მშრალი საუნა, საბავშვო გასართობი ზონა, თანამედროვე აღჭურვილობით განახლებული საკონფერენციო სივრცე და რესტორანი, რომელიც სტუმრებს გემრიელ გამოცდილებას სთავაზობს. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქორწინო კომპანიებთან პარტნიორობას, რაც საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ სტუმრებს სრულყოფილი, მრავალფეროვანი და დაუვიწყარი გამოცდილება “, - ამბობს ანი გაბაშვილი.
მოთხოვნა და ინტერესი ობიექტის მიმართ საკმაოდ მაღალია. ვიზიტორთა 70% უცხოელ ტურისტებზე მოდის. კომპანიის მიზანი უფრო მეტი ადგილობრივი სტუმრის მასპინძლობაა.
„უცხოელი ვიზიტორების მხრიდან ჩვენი სასტუმრო დიდი მოწონებით სარგებლობს. ამჟამად, ჩვენი სტუმრების დაახლოებით 70% საერთაშორისო ტურისტებზე მოდის. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომავალში უფრო მყარად დავიმკვიდროთ ადგილი ადგილობრივ ბაზარზე და გავზარდოთ როგორც ქართველი, ისე რეგიონში მცხოვრები სტუმრების რაოდენობა “, - აცხადებს გენერალური მენეჯერი.
„შატო ართვაინს“ სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფასები და ოჯახური გარემოა.
„ვფიქრობ, ჩვენი ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ამასთან ერთად, ვიზიტორებს ვთავაზობთ ავთენტურ კახურ გარემოს , სივრცეს, სადაც მათ განტვირთვის, სუფთა ჰაერზე ყოფნის და თვალწარმტაცი ხედებით ტკბობის შესაძლებლობა აქვთ. სასტუმროში შექმნილია თბილი, ოჯახური გარემო. თითოეული სტუმარი ჩვენთვის იყოს განსაკუთრებულია და მაქსიმალურად ვცდილობთ თავი ისე ვაგრძნობინოთ, როგორც როგორც ძვირფას სტუმარს საკუთარ სახლში “, - აღნიშნავს ანი გაბაშვილი.
კომპანია აქტიურად ემზადება შემოდგომის სეზონისთვის, რათა სტუმრებს მომზადებული დახვდეს.
„შემოდგომის პერიოდი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდია, განსაკუთრებით კი სექტემბერ-ოქტომბრის თვეები, როდესაც კახეთში ტრადიციული სეზონური აქტივობები იმართება. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც მოიცავს: რთველს, ღვინის დაწურვას, ჩურჩხელის მომზადებას, ჭაჭის გამოხდას და ა.შ “, - განმარტავს გენერალური მენეჯერი.
ცნობისთვის, „შატო ართვაინი“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით, 2.5 საათის სავალ გზაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.