მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ ერთჯერადი პლასტმასის სეგმენტში ბიოალტერნატივების წილმა 50%-ს გადააჭარბოს - ბიოსახლი

news image

2025 წლისთვის ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ ერთჯერადი პლასტმასის სეგმენტში ბიოალტერნატივების წილმა 50%-ს გადააჭარბოს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოში ერთჯერადი პროდუქციის ერთ-ერთმა უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანიის ბიოსახლის მარკეტინგის მენეჯერმა სუხი ტაბატაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ერთჯერადი მოხმარების პროდუქციაზე მზარდია. მოთხოვნის პარალელურად იზრდება კონკურენციაც.

როგორია ბიოსახლის გეგმები და რას აპირებს კომპანია ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით Business Insider Georgia ბიოსახლის მარკეტინგის მენეჯერს სუხი ტაბატაძეს ესაუბრა.

- რამდენი წელია რაც ბიოსახლი ბაზარზეა და რა სახის პროდუქციას აწვდის ბაზარს?

- ბიოსახლი უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც ერთჯერადი პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოში.
ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც ეკოლოგიურად სუფთა, ქაღალდის ბაზაზე დამზადებულ პროდუქციას, ასევე კლასიკურ პლასტმასას

ბიოსახლის მთავარი მიმართულებაა:
• საკვების შეფუთვის კონტეინერები
• ერთჯერადი ჭურჭელი (თეფშები, ჭიქები, ჩანგლები, დანები)
• ბიო პროდუქტები – კრაფტის ჩანთები, კონტეინერები და სხვ.
• ჰიგიენური საშუალებები
• და სხვა ერთჯერადი მოხმარების პროდუქცია

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვემსახურებით როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე კაფე-რესტორნებს, სუპერმარკეტებს, ფესტივალებსა და მსხვილ კომპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

- კომპანიის მაგალითზე როგორია მოთხოვნის ტენდენცია და გაყიდვების ზრდა?

- ბიოსახლზე მოთხოვნის ტენდენცია წლიდან წლამდე მკვეთრად მზარდია.
ბოლო 3 წლის განმავლობაში გაყიდვების საშუალო წლიური ზრდა 35%-ს აჭარბებს, რაც პირდაპირ მიუთითებს ჩვენს პროდუქციაზე არსებულ მაღალ ინტერესსა და ნდობაზე, როგორც B2C, ასევე B2B სეგმენტში.

მოთხოვნა განსაკუთრებით იმ მიმართულებებზე იზრდება, სადაც წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა, ბიოდეგრადირებადი და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ალტერნატივები - მაგალითად კრაფტის ჩანთები, კონტეინერები და ქაღალდის ჭიქები.

- როგორია ბაზარი, კონკურენცია და ზრდის გეგმები?

- დღეს ერთჯერადი პროდუქციის ბაზარი აქტიურად ვითარდება და კონკურენციაც თანმდევად იზრდება.
ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული პროდუქცია, თუმცა ბიოსახლი განსხვავდება ხარისხით, ფასით და სერვისით - რაც საშუალებას გვაძლევს ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ.

ზრდის გეგმები ორი მიმართულებით გვაქვს:

1. ასორტიმენტის გაფართოება – ვმუშაობთ დამატებითი ეკო-პოზიციების შემოტანაზე (მაგ. პაკეტების ალტერნატივები, ბამბუკის პროდუქტები, ბიო შეფუთვა).

2. ფილიალების ქსელის გაფართოება – ვგეგმავთ რეგიონალურ წერტილებზე გასვლას, რათა სწრაფი მიწოდება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი მომსახურება უზრუნველვყოთ.

ჩვენ არ ვცდილობთ ვიყოთ უბრალოდ მაღაზია – ვქმნით სივრცეს, სადაც ქართულ ბიზნესს შეუძლია იყოს ეფექტური, ხელმისაწვდომი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობიანი ერთდროულად.

- რა არის ბიოსახლის კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი უპირატესობაა:

· დიდი საწყობი და მუდმივად განახლებული მარაგები

· 150-ზე მეტი სახეობის პროდუქტი

· ექსკლუზიური პოზიციები ბიოდეგრადირებად სეგმენტში

· ფასი, რომელიც ხშირ შემთხვევაში 15-30%-ით კონკურენტულზე დაბალია

- რას აკეთებთ გარემოს დაცვის მიმართულებით და როგორია ბიოდეგრადირებადი ხაზის განვითარება?

- გარემოსდაცვა ბიოსახლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ღერძია. ჩვენი მიზანია, ერთჯერადი პროდუქტების სეგმენტში მაქსიმალურად შევამციროთ პლასტმასის მოხმარება და მომხმარებელს შევთავაზოთ უსაფრთხო ალტერნატივები - გარემოზე ზემოქმედების გარეშე.

სწორედ ამ პრინციპით შევქმენით ბიოდეგრადირებადი პროდუქციის სპეციალური ხაზი, რომელიც წლიდან წლამდე ფართოვდება.
დღეს უკვე ბიოსახლში წარმოდგენილია:

ეკო კონტეინერები

ქაღალდის ჭიქები და შესაფუთი ფირები

ბიოდეგრადირებადი ჩანთები

კრაფტის ჯამები და ჩანთები

2025 წლისთვის ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ ერთჯერადი პლასტმასის სეგმენტში ბიოალტერნატივების წილმა გადააჭარბოს 50%-ს.

გარდა ამისა: ჩვენ გვყავს მომწოდებლები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან როგორც ეკო-მეგობრული წარმოების პარტნიორები

მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისთვის კომუნიკაციის საშუალებად ვიყენებთ საინფორმაციო ბარათებს, სოციალური მედიის პოსტებს და სხვა საშუალებებს

ბიოსახლი არა მხოლოდ პროდუქციის მიმწოდებელია - არამედ არჩევანის ხელშემწყობი, რომელიც გეხმარება, გახდე უფრო მეტად ეკო-მომხმარებელი.

- ახდენს თუ არა ბიოსახლი თავად პროდუქციის წარმოებას, და თუ კი - სად?

- ამ ეტაპზე ბიოსახლი თავად არ აწარმოებს პროდუქციას, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ მაღალსტანდარტიან პარტნიორებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ბრენდის სახელით დამზადებული პროდუქციის ხარისხს და ეკოლოგიურობას.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაში შედის საქართველოში რამდენიმე პოზიციის ლოკალური წარმოების დაწყება - მათ შორის კრაფტის პროდუქცია, სალფეტკები, ტუალეტის ქაღალდები, საწრუპები და სხვა
ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს ტექნიკური კვლევა და მოლაპარაკებები შესაბამის საწარმოო სივრცეებთან.

- ახდენს თუ არა ბიოსახლი ექსპორტს, ან გეგმავს ამ მიმართულებით განვითარებას?

- ბიოსახლი ამ ეტაპზე სრულად ფოკუსირებულია ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა მზარდი მოთხოვნისა და ბრენდის განვითარებით დაინტერესებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის საფუძველზე, ექსპორტის მიმართულებითაც ვხედავთ რეალურ პოტენციალს.

ჩვენს გეგმებში შედის:

კონკრეტული პოზიციების მომზადება ექსპორტისთვის (განსაკუთრებით ბიოდეგრადირებადი ხაზიდან)

რეგიონული პარტნიორების მოძიება ბალტიისპირეთში, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში

ქართული წარმოშობის ეკოლოგიური პროდუქციის გაცნობა საერთაშორისო ბაზრებს

ექსპორტის განვითარების გეგმა უკვე გაწერილია 2025 წლიდან, და მის განხორციელებაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

ბიოსახლი მზადაა, თავის სტანდარტები და მიდგომები გაუზიაროს იმ ქვეყნებსაც, სადაც ეკო-მეგობრული შეფუთვა სწრაფად იზრდება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის თითოეული ფაზა ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ჯამური ინვესტიცია 60 მლნ დოლარს მიაღწევს - ჯემალ ინაიშვილი

03.06.2025.18:12


თბილისის მშრალი პორტი (Tbilisi Dry Port) ოფიციალურად ამოქმედდა - თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალმა დღეიდან მუშაობა დაიწყო. როგორც Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა მედიასთან განაცხადა, მშრალი პორტის მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი ფაზის ფარგლებში პორტს ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება შეუძლია. საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.

„თბილისის მშრალი პორტის პირველი ფაზა პროექტის მიხედვით წელიწადში 100 000 კონტეინერზეა გათვლილი. შემდეგ უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება 200 000 ერთეულ კონტეინერამდე. პარალელურად ვიწყებთ A კლასის საწყობების მშენებლობას. მეორე ფაზის ფარგლებში ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10 000 კვ/მ საწყობს და შემდეგ უკვე ამას დაემატება კიდევ 50 000 კვ/მ-ს თანამედროვე ტიპის, A კლასის საწყობები“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.

მისივე განმარტებით, თბილისის მშრალი ტიპი ყველა სახის ტვირთებს მოემსახურება. პორტში შევა, როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქება ასევე ტრანზიტული ტვირთებისთვისაც.

„საექსპორტო ტვირთების გარკვეული რაოდენობა ზუსტად აქ მოთავსდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები. მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთი შემოვა აქ გარკვეული რაოდენობით, აგრეთვე ყაზახეთთან და რა თქმა უნდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერით.

მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ და ჩვენი საექსპორტო ბაზა არის ცენტრალურ აზიაში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომაც საჭირო იყო, რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო თბილისში განთავსებული. ვინაიდან, თბილისს ასეთი ტიპის საკონტეინერო ტერმინალი და ჰაბი არ გააჩნდა აქამდე. იმიტომ, რომ ძირითადი იმპორტი მოდის საქართველოში შემოსული ტვირთების თბილისზე და შესაბამისად ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ახლოს რა თქმა უნდა მთავარ სარკინიგზო კვანძთან და შესაბამისად ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, საიდანაც ხორციელდება ექსპორტი და აგრეთვე, ცენტრალური აზრის ქვეყნებთან განსაკუთრებით, ყაზახეთზე მაქვს აქცენტი და უზბეკეთზე ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის ყველა ფაზის განხორციელების შემდეგ ინვესტიციის საერთო მოცულობა 60 მლნ დოლარს მიაღწევს.

„თითოეული ასე ვთქვათ ფაზა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონს მიაღწევს“, - განაცხადა ინაიშვილმა.

თბილისი დრაი პორტი – მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას. თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის – და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.

მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის.

ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს::

• 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით

• სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს

• ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან

• 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს

• სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს

ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.

მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა.

თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან "შუა დერეფნის" მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.

ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.

საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს.

პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა