ბათუმის კუნძული შავი ზღვის რეგიონის ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პროექტია - კამკია
„ამბასადორ აილენდ ბათუმი" შავი ზღვის აუზის ქვეყნების ისტორიაში უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი პროექტია - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი გოჩა კამკია.
კამკიამ ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში გააკეთა.
„ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას გამორჩეულს და უნიკალურს ხდის, როდესაც საქმე დანარჩენ სამყაროსთან ბიზნესდიალოგს ეხება," - აცხადებს კამკია.
პროექტი მოიცავს სასტუმროებს, აპარტამენტებს, ვილებს, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, ასევე საქართველოში პირველ პროფესიონალურ იახტ-კლუბს. კამკიას თქმით, ეს „ახალი კულტურის შემოტანას" ნიშნავს ქვეყნისთვის.
„შთამბეჭდავია პროექტის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესს," - დასძენს კამკია.
სხვა სიახლეები
ბათუმის კუნძული შავი ზღვის რეგიონის ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების პროექტია - კამკია
06.04.2026.23:00