ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაა - Chalet Mestia
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „შალე მესტიას“ დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ეკატერინე ხურციძემ განუცხადა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სასტუმრო „შალე მესტია“ 2018 წელს გაიხსნა, რესტორანი „შალე მესტია“ კი, ერთი წლის შემდეგ.
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება არის, ამისთვის მათ ვთავაზობთ კომფორტულ გარემოსა და ინდივიდუალურ მიდგომას. სასტუმრო მოიცავს 15 თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ ნომერს, ხოლო რესტორანი განსხვავებულ გარემოს, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
წლევანდელი ზაფხულის მოთხოვნა კვლავ უფრო დაბალია, ვიდრე კოვიდ პერიოდამდე, თუმცა წინა წლებთან შედარებით ზრდადი ტენდენციაა. უმეტესად დამსვენებლები ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, ასევე მზარდი მოთხოვნაა აღმოსავლეთ აზიიდან.
ვიმედოვნებთ, რომ მესტია მისი უნიკალური ბუნებით და ისტორიით უფრო აქტუალური გახდება ქართველ დამსვენებლებს შორის, განსაკუთრებით ზამთრის სეზონის პერიოდში. სვანეთის სათხილამურო ტრასები, მართლაც უნიკალურია და ამას ერთხელ ნამყოფი სტუმარიც დაადასტურებს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუმართან, მათი გამოცდილების მოსმენა და გათვალისწინება. გარდა ამისა, სასტუმროსა და რესტორნის ერთობლიობა გვაძლევს შესაძლებლობას, სტუმრებს სრულფასოვანი გამოცდილება შევთავაზოთ დასვენებიდან დაწყებული, გემრიელი კვებით დასრულებული.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო განვავითაროთ როგორც სასტუმროს, ისე რესტორნის სერვისები. შარშან დაგვემატა ახალი სივრცე - რესტორნის ტერასა. ასევე ვგეგმავთ ახალი სერვისების დამატებას, დიდი ღონისძიებების მასპინძლობას, საბავშვო კუთხის მოწყობას და სტუმრებისთვის უნიკალური კულინარიული გამოცდილების შექმნას.
ცნობისთვის, მესტიის ცენტრში ბეთლემის ქუჩა 47-ში მდებარეობს.
სხვა სიახლეები
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის
30.01.2026.18:21
აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დასასრულს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სარკინიგზო უწყებების ხელძღვანელებს შორის. მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ხაზი გაუსვეს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო სექტორში მრავალწლიან, წარმატებულ პარტნიორობას.
ლაშა აბაშიძემ და როვშან რუსტამოვმა ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო სექტორში არსებული თანამშრომლობის და მისი შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. ტვირთბრუნვის ზრდა, ტარიფების/მიწოდების ვადების ოპტიმიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზის განვითარების პერსპექტივები - საუბარი ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტნიორი სარკინიგზო კომპანიების მიერ ერთობლივი ღონისძიებების კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაიწერა, რაც ტვირთბრუნვის ზრდას ემსახურება. ამასთან, ის ხელს შეუწყობს პროექტებისა და ღონისძიებების შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელებას.
,,აზერბაიჯანის რკინიგზის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ ნაყიფიერი აღმოჩნდა - კოლეგებს ჩვენი ქვეყნის სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურა და მათი შემდგომი პოტენციალი გავაცანით, მათ შორის შუა დერეფნის განვითარების ჭრილში. ობიექტებზე ვნახეთ არსებული შესაძლებლობები, ამასთან, გავუშვით ორ ნავსადგურს შორის ახალი ბლოკმატარებელი. აზარბაიჯანთან მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ, მათ შორის ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების კუთხით. ერთობლივი გაწერილი სამუშაო გეგმებით კი არსებულ მარშრუტებზე მეტი ტვირთის მოზიდვას შევძლებთ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.