მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7142.6
0.0557
flag
AZN 1.6086
0.0125
flag
CNY 38.498
0.029
flag
EUR 3.2376
0.0233
flag
GBP 3.7338
0.0285
flag
KZT 50.54
0.0042
flag
TRY 0.0662
0.0005
flag
USD 2.7356
0.0213

ჩვენი სამომავლო სტრატეგია ემყარება ექსპორტის გაფართოებას, პროდუქტის დივერსიფიკაციას, ონლაინ გაყიდვების ზრდას და საერთაშორისო პოპულარიზაციას - IZY

news image

Izy მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ, გემრიელ, გაყინულ-გამომშრალ კერძებს, რომლებიც შესანიშნავი და იდეალურია მათთვის, ვისაც ცხოვრების დატვირთული რეჟიმი აქვს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia IZY- ს დირექტორს ანა შაქარაშვილს ესაუბრა.


როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

უკვე ერთი წელია, რაც Izy-ს პროდუქცია გავიდა ექსპორტზე ამერიკაში, კერძოდ ჩიკაგოში, სადაც დღეს ჩვენი პროდუქტები იყიდება 30–მდე მაღაზიაში. ოთხი თვის წინ კი, განვახორციელეთ პირველი წარმატებული ექსპორტი კანადაში, სადაც Izy-ს ასორტიმენტი წარმოდგენილია როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მაღაზიებში. ეს მიღწევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ძალიან მოკლე დროში შევძელით ორი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრის ათვისება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გზაზე ჩვენთან ერთად არიან ქართველი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებენ ამერიკასა და კანადაში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას. სწორედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერით შესაძლებელი გახადა, რომ Izy-ს პროდუქცია Amazon.com-ზეც გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

განსაკუთრებით საამაყოა, რომ ჩვენი პროდუქტები Amazon Prime-ის პროგრამაშიც შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეკვეთიდან, უკვე მეორე დღეს შეუძლია მიიღოს Izy-ს პროდუქცია, ამ ეტაპზე წარმოდგენილია ჩვენი ბესტსელერი პროდუქტი “შებოლილი სულგუნის ხრაშუნები”, თუმცა ეტაპობრივად განვაახლებთ და დავამატებთ სხვადასხვა ასორტიმენტს. ასეთი სერვისი ძალიან მაღალ სტანდარტად ითვლება საერთაშორისო ბაზარზე და ქმნის შესაძლებლობას, რომ ჩვენმა ბრენდმა კონკურენცია გაუწიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიებს.

უნდა ითქვას, რომ ამჟამად, Amazon.com-ზე ქართული პროდუქცია ძალიან ცოტა რაოდენობით არის წარმოდგენილი, ამიტომ Izy-ს იქ ყოფნა არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმატებაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული პროდუქციის გლობალური ცნობადობის გაძლიერების გზაზე. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს როგორც სტრატეგიულ მონაპოვარს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაამყარებს ჩვენი კომპანიის პოზიციას საერთაშორისო ბაზარზე.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ ეტაპზე ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული მომხმარებლის ინტერესებს პასუხობს.

პირველ რიგში, ეს არის ხუთი ძირითადი კერძი, რომლებიც თანამედროვე ცხოვრების სტილსა და მოთხოვნებზეა მორგებული. ისინი მსუბუქია, ადვილად მოსამზადებელია, ინარჩუნებს ქართული გემოების ტრადიციას და ამავდროულად სთავაზობს მომხმარებელს ხარისხიან და სწრაფ არჩევანს ყოველდღიური კვებისთვის.

მეორე, მნიშვნელოვანი კატეგორიაა ათზე მეტი სახეობის ხილის ხემსი. ეს არის სრულიად ნატურალური პროდუქტი, დამზადებული მხოლოდ ხილისგან, რომელიც წარმოადგენს ჯანსაღ ალტერნატიულ ხემსს. ხილის ხემსი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა თაობასა და ბავშვებში, ასევე მათ შორის, ვინც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეს.

და, რა თქმა უნდა ჩვენი, ბესტსელერი პროდუქტი — შებოლილი სულგუნის ხრაშუნები. ეს ინოვაციური პროდუქტი ტრადიციულ ქართულ შებოლილ სულგუნს აძლევს ახალ ინტერპრეტაციას. ის არის ხრაშუნა, არომატული და აბსოლუტურად განსხვავებული გემო, რომელიც ძალიან სწრაფად იქცა ჩვენი მომხმარებლების ფავორიტად როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სწორედ ამ პროდუქტმა დიდი ინტერესი გამოიწვია საერთაშორისო გამოფენებზე და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს Izy-ს ბრენდის ცნობადობის ზრდას.

ასე რომ, Izy-ს ასორტიმენტი აერთიანებს როგორც ტრადიციას, ისე ინოვაციას და ემსახურება მიზანს - მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი, ნატურალური და განსხვავებული პროდუქტი, რომელიც მის ყოველდღიურობას უფრო გემრიელსა და საინტერესოს ხდის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნის თვალსაზრისით Izy-ს განვითარება ძალიან დადებით დინამიკას აჩვენებს. მომხმარებლების მხრიდან ინტერესი, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურად იზრდება.

მომხმარებელთა უკუკავშირი ცხადყოფს, რომ ბაზარზე არსებობს დიდი მოთხოვნა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ნატურალურობასა და ხარისხს აერთიანებს, თან ამავდროულად უნიკალური და ინოვაციური ფორმატით გამოირჩევა.

ამასთანავე, ჩვენი კერძები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზეც. საქართველო დღეს ბევრი ტურისტის საყვარელი მიმართულებაა, და სწორედ ტურისტებისთვის ვქმნით იმ კომფორტს, რომ მათ შეეძლოთ ქართული გემოებით ტკბობა ნებისმიერ გარემოში - უშბის მწვერვალი თუ სხვა ნებისმიერი მთის მწვერვალი. Izy უზრუნველყოფს, რომ ტურისტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიირთვან ქართული გემოები მოგზაურობის განმავლობაში.

რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ყოფნა Amazon.com-ზე. მომხმარებელთა რეაქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Izy-ს პროდუქტებს აქვს დიდი პოტენციალი საერთაშორისო მასშტაბით. ფაქტი, რომ პროდუქცია Amazon Prime-ის მეშვეობით ხელმისაწვდომია და შეკვეთიდან მეორე დღესვე მიეწოდება მომხმარებელს, მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას და ქმნის დიდი ბრენდებისთვის დამახასიათებელ კონკურენტულ უპირატესობას.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნა მუდმივად მზარდია. Izy-ს პროდუქცია ერთნაირად წარმატებით პასუხობს როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ისე საერთაშორისო ბაზრის საჭიროებებს და ამით ქმნის ძალიან პერსპექტიული ზრდის შესაძლებლობებს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

Izy-ს კონკურენტული უპირატესობები მრავალმხრივია და ეფუძნება ჩვენი პროდუქტის უნიკალურობას, ხარისხს და ინოვაციას.

პირველ რიგში, ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს სუბლიმირებულ კერძებს, ხილის ხემსს და შებოლილი სულგუნის ხრაშუნებს, თითოეული მათგანი თავისი ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩევა.

სუბლიმირებული კერძები მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიით, სადაც შენარჩუნებულია პროდუქციის 97 % კვებითი ღირებულება, ვიტამინები და მინერალები. ეს პროცესი უზრუნველყოფს ხანგრძლივ შენახვას, არის მარტივად მოსამზადებელი რაც მომხმარებელს სთავაზობს კომფორტს და უნიკალურ გემოს ნებისმიერ გარემოში, როგორც სახლში, ისე მოგზაურობის დროს.

ხილის ხემსი მთლიანად ნატურალური პროდუქტია, დამზადებული ძირითადად ქართული ხილისგან, ყოველგვარი დანამატისა და კონსერვანტების გარეშე. ეს ქმნის ჯანსაღ, გემრიელ და ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც გამორჩეულია გემოთი, ხარისხითა და სიხრაშუნით.

შებოლილი სულგუნის ხრაშუნები, ჩვენი ბესტსელერი პროდუქტი, ტრადიციულ შებოლილ ქართულ სულგუნს აძლევს ახალ, ხრაშუნა და ინოვაციურ ფორმატს. პროდუქტი არა მხოლოდ გემოთი, არამედ პრაქტიკულობითა და მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ზრდის ბრენდის ცნობადობას.

ყველა ეს ფაქტორი ქმნის Izy-ს უნიკალურ პოზიციას ბაზარზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს მაღალი ხარისხის, ნატურალური და ინოვაციური ქართული პროდუქცია მარტივად და კომფორტულად.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი სამომავლო გეგმები ეფუძნება კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიულ განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვგეგმავთ ექსპორტის გაფართოებას ევროპის და აზიის მიმართულებით, რათა ჩვენი პროდუქცია გახდეს ხელმისაწვდომი მეტ ქვეყანაში.

ამასთანავე, ყურადღება ექცევა ასორტიმენტის დივერსიფიკაციას: ახალი გემოებისა და ინოვაციური პროდუქტების დამატებას, რაც გაზრდის ჩვენი პროდუქციის მრავალფეროვნებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. განსაკუთრებულ აქცენტს ვანიჭებთ ონლაინ გაყიდვების ზრდას, მათ შორის Amazon.com და სხვა საერთაშორისო პლატფორმების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის პროდუქციის სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას.

გლობალური ცნობადობის გაზრდის მიზნით, ვგეგმავთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში. ეს საშუალებას მოგვცემს წარმოვაჩინოთ ქართული პროდუქცია ინოვაციურ, ხარისხიან და თანამედროვე ფორმატში, გავუზიაროთ ჩვენს შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ბაზარს და გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა.

საერთო ჯამში, ჩვენი სამომავლო სტრატეგია ემყარება ექსპორტის გაფართოებას, პროდუქტის დივერსიფიკაციას, ონლაინ გაყიდვების ზრდას და საერთაშორისო პოპულარიზაციას, რაც უზრუნველყოფს Izy-ს პოზიციების განმტკიცებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ :   https://www.izyfood.ge/

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 500-ზე მეტი სერვისი და პირადი ასისტენტი - რას სთავაზობს იუსტიციის სახლი ბიზნესს

19.09.2025.13:00

ეკონომიკური ზრდა - ეს ყველაფერი ისე ჰაერიდან არ მოდის. ამას სჭირდება სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე, იუსტიციის სახლიც, როგორც ერთ-ერთი კი არადა, ყველაზე დიდი სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება, მნიშვნელოვანი ელემენტია ამ დიდ ჯაჭვში, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესს მათზე მორგებული სერვისები შესთავაზოს, და ამის კარგი მაგალითი კი „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისია.

„მაჩვენებლების შეფასების ნაწილშიც შეუძლებელია, რომ ისეთი დიდი დაწესებულება, როგორიც იუსტიციის სახლია, ასე მშვიდად, უბრალოდ მაყურებლის სტატუსით ყოფილიყო ამ პროცესებში. ჩვენ, ბუნებრივია, როგორც სერვისების მიწოდების ნაწილში, ასევე იმ სიახლეების დანერგვის კუთხით, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვთავაზობთ მოქალაქეებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ზოგადად ბიზნესს - ბუნებრივია, ჩვენც ამ პროცესს ვერ ჩამოვრჩებოდით, და ამ მოცემულობის შედეგი გახლავთ სწორედ ის ინოვაციური პროექტი - მორიგი ინოვაციური პროექტი „ბიზნეს ასისტენტი“, რომელიც შევთავაზეთ ბიზნესს. რაც, თავიდან ბოლომდე, თავისი შინაარსით და არსით, ორიენტირებული არაა, ვთქვათ, მოგებაზე და იმაზე, რომ იუსტიციის სახლმა დამატებითი რაღაც შემოსავლები მიიღოს. ამ პროექტის ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ კიდევ უფრო მეტად გავუზარდოთ წვდომა სერვისებზე ბიზნესის თითოეულ წარმომადგენელს. თუმცა ეს ისედაც ასე იყო, მაგრამ ბევრად უფრო გავუმარტივოთ და ბევრად უფრო სწრაფი გავხადოთ კომუნიკაცია ყველაზე მსხვილ სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებასა და ბიზნესს შორის“, - აცხადებს ჟვანია.

მისი თქმით, ყველა ის სერვისი და საუბარი 500-მდე სერვისზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლში, დღესაც მარტივად შეიძლება მიიღოს ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელმა.

„მაგრამ ყველაზე კარგად ალბათ ბიზნესს ესმის, რამდენად ღირებულია დრო. აქედან გამომდინარე, „ბიზნეს ასისტენტის“ - ამ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველა ის სერვისი, რომელიც ბიზნესისთვის საჭიროა. ამ სერვისებთან წვდომა ბევრად უფრო მარტივი გახდეს. რას აკეთებს ამისთვის იუსტიციის სახლი? ნებისმიერი ბიზნესი, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდება, პირველ რიგში ირჩევს მომსახურების კონკრეტულ პაკეტს და ამ პაკეტიდან გამომდინარე, როგორც კი უკვე სამართლებრივი ნაწილი თანამშრომლობისა მოგვარდება, კონკრეტულ ბიზნესს გამოეყოფა თავისი ასისტენტი. ეს ასისტენტი გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი, რომელსაც გამოცდილება აქვს სერვისების მიწოდების ნაწილში. ამ ასისტენტის მთავარი ფუნქცია-მოვალეობა გახლავთ ის, რომ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდეს შესაბამის ბიზნესთან და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ბიზნესს იმ მომენტში წამოეჭრება და საჭიროებს იუსტიციის სახლთან მჭიდრო თანამშრომლობას - ამ საკითხებს ყურადღება მიაქციოს. ის იყოს ჩვენი წარმომადგენელი ბიზნესის ნაწილში, ანუ ყოველდღიური კომუნიკაციის საფუძველზე დაამუშაოს დოკუმენტაცია, მისცეს კონკრეტული მითითებები - ყველაფერი ქნას იმისთვის, რომ ნებისმიერი განაცხადი, რომელსაც იუსტიციის სახლში გააკეთებს ბიზნესი, იყოს წარმატებული და ხარვეზების გარეშე დასრულდეს პროცესი. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ხარვეზი გამორიცხულია. ეს თანმდევი პროცესია ზოგადად ამ სერვისის მიწოდებისა, მაგრამ პირადი ასისტენტი არის გარანტი და საფუძველი იმისა, რომ ეს ხარვეზების რაოდენობა დაიკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი ძალიან მალე დაუდგება ბიზნესს.

ბიზნესისთვის შედეგი რა შეიძლება იყოს? ეს არის ქონების რეგისტრაცია, გადაფორმება, ვთქვათ, თუ საჭიროა მუშა ხელი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის - მათთვის შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადება, ახალი შპს-ს დარეგისტრირება, წილების გადაფორმება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ის სერვისი, რომელიც ბიზნესისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, რეალურად ეს ყველაფერი, უფრო სწორად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ამ პროექტს ახასიათებს არის ის, რომ ბიზნესს შეუძლია ამ სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თვითონ კი არ ეწვიოს იუსტიციის სახლს, არამედ თავისი ასისტენტი გამოიძახოს თავის ტერიტორიაზე, თავის ოფისში, და საქმის სისწრაფიდან გამომდინარე, ან კომფორტულობიდან გამომდინარე, იქვე მოხდეს კონკრეტული განაცხადის მიღება. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს კარგად გავიაზრებთ და ბუნებრივია, ბიზნესს ამის გააზრება საერთოდ არ გაუჭირდება, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ურთიერთობა იუსტიციის სახლთან ჩათვალეთ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ბიზნესზე ორიენტირებული სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლმა დანერგა“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

მისივე თქმით, „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით და სწორი კომუნიკაციის საფუძველზე, შესაძლებელია, ბიზნესმა დაზოგოს ძალიან დიდი რესურსი და, ყველაზე მთავარი - სწრაფად მიიღოს ის შედეგი, რაც მას სურს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა