ჩვენი სამომავლო გეგმა ბრენდისადმი ინტერესის გაზრდაა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - სიზმარა
„სიზმარა“ არის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და სპეციალიზება ხარისხიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებასა და გაყიდვაში. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაგდა ზიბზიბაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„სიზმარა“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბავშვებისთვის განკუთვნილ, ადგილობრივად წარმოებულ ტანისამოსს, თეთრეულს, ნათლობის ნივთებს, მოსეს კალათებს, გრავირებულ აბაზანის ხალათებს და უკვე მთავარ პროდუქტს ჩოხა რომპერებს, რომლებიც ქართული ტრადიციული დეტალებითაა შექმნილი.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ასორტიმენტი მრავალფეროვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევუქმნათ ონლაინ გარემო, რომელშიც შეძლებს ახალშობილისთვის ყველა საჭირო ნივთების შეძენას. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს ბავშვის ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბაზარზე მოთხოვნა წარმოებულ პროდუქტზე საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ მოთხოვნას სანდოობაც განაპირობებს, „სიზმარა“ იქცა ბრენდად, რომელიც ახალშობილისთვის პირველ სასაჩუქრე იდეასთან ასოცირდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„სიზმარას“ უპირატესობა ბაზარზე წარმოებული პროდუქტის მრავალფეროვნებაა, თუმცა ვფიქრობ კონკურენტული უპირატესობა გვაქვს პროდუქტით რომელიც არის - რომპერი ჩოხის ელემენტებით, ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს არის კულტურული ინოვაცია, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ფუნქციურობას და ემოციას. ახალშობილებისთვის განკუთვნილი ჩაცმულობის დიზაინში ჩოხის ელემენტების ინტეგრირება ერთდროულად განასახიერებს ქართველ მშობლებთან კავშირის გაღრმავებას და ეროვნული იდენტობის პირველივე დღიდან გადაცემის გზას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სიზმარას სამომავლო გეგმაა გავზარდოთ ქართული ბრენდისადმი ინტერესი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
ცნობისთვის, „სიზმარას“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Instagram), სადაც შეკვეთა შესაძლებელია პირდაპირი შეტყობინების გზით. გარდა ამისა, გარკვეული პროდუქცია, მაგალითად ჩოხა რომპერები და გრავირებული ნივთები, მზადდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.19:00
თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.
როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.