მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს და აქვს EN71 სერტიფიკატი - Kids Spot

news image

„ქიდს სპოტი“ განმავითარებელი, ეკო-მეგობრული სათამაშოების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ორი წლის წინ დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს თეა თაბაგარს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ქიდს სპოტის შექმნის იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გაჩნდა ვიწრო, მეგობრების წრეში. მთავარი ინსპირაცია რა თქმა უნდა ბავშვები იყვნენ. მეგობრები აზრს ვუცვლიდით ერთმანეთს როგორი რთული იყო ბავშვისთვის სათამაშოს შერჩევა და რამდენად უხარისხო, ხშირ შემთხვევაში კი ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები იყიდებოდა ადგილობრივ ბაზარზე. ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი, განმავითარებელი სათამაშოების დეფიციტი იყო სწორედ ის, რამაც გაგვიჩინა იდეა თავად გაგვეკეთებინა პლატფორმა, სადაც მშობელს შესაძლებლობა ექნებოდა ხარისხიანი და თან განმავითარებელი სათამაშოები შეეძინა.

შევქმენით ონლაინ პლატფორმა www.kidsspot.ge, სადაც მშობლებს შესაძლებლობა მივეცით ასაკის მიხედვით შეარჩიონ და შეიძინონ სათამაშოები. ჩვენი მომხმარებლები ყოველთვის დარწმუნებულები უნდა იყვნენ პროდუქციის ხარისხში, რადგან ძალიან ბევრს ვმუშაობთ რომ მხოლოდ საუკეთესო ხარისხი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ჩვენი ყველა სათამაშო გათვლილია ევროპული ბაზრისთვის, დამზადებულია ძალიან მაღალი სტანდარტით და ბუნებრივია აქვს EN71 სერტიფიკატი.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ მომენტისათვის 100-ზე მეტი სახეობის სათამაშო გვაქვს პლატფორმაზე წარმოდგენილი სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის, დაწყებული 0 თვიდან სკოლამდელი ასაკის ჩათვლით. ჩვენი სათამაშოები არამხოლოდ ვიზუალითა და ხარისხით, არამედ ფუნქციონალითაც გამოირჩევა. სათამაშოების უმეტესობა შექმნილია მონტესორის მეთოდზე დაყრდნობით. ეს მეთოდი პატარას ადრეული ასაკიდან ავითარებს. თამაშ-თამაშით პატარებს უვითარდებათ მოტორიკა, კოორდინაცია, ლოგიკური აზროვნების უნარი, ფანტაზია და კომუნიკაციის უნარებიც კი. ყველა პატარა ერთნაირი ტემპით არ ვითარდება, ამ მეთოდით შექმნილი სათამაშოები კი აძლევთ მათ შესაძლებლობას თამაშით შეძლონ უნარების ფორმირება.

მომხმარებლებს ვთავაზობთ სასაჩუქრე ყუთს, რომელიც ბავშვის ასაკის შესაბამისი ისეთი სათამაშოებითაა დაკომპლექტებული, რომელიც ხელს შუწყობს ბავშვის ადრეული ასაკიდან განვითარებას, ასეთი სასაჩუქრე ყუთები გვაქვს 0 თვიდან.


როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მონტესორის მეთოდი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საქართველოში და შესაბამისად ამ მეთოდით დამზადებულ სათამაშოებზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა ჯერ კიდევ მხოლოდ ვიზუალურად აფასებს სათამაშოს და არ აღიქვამს როგორც ბავშვის განვითარების ინსტრუმენს. ჩვენი სოციალური ქსელებით ვცდილობთ ცნობიერების ამაღლებას, ვაცნობთ მშობლებს სხვადასხვა სათამაშოს და ვუზიარებთ მეთოდებს, რომლითაც შეუძლიათ თამაშით განავითარონ პატარა, მიაჩვიონ პირად ჰიგიენას, ორგანიზებასა და მოთმინების უნარის გამომუშავებას.

ბაზარზე არსებულმა უცხოურმა ონლაინ პლატფორმებმა ბევრი მომხმარებელი შეიყვანა შეცდომაში. მომხმარებელს აქვს აღქმა, რომ ყველა ხის სათამაშო ეკო-მეგობრულია, თუმცა ეს არ წარმოადგენს სინამდვილეს. ხშირ შემთხვევაში საღებავი, რომლითაც დაფარულია დაბალფასიანი ხის სათამაშოები, შეიცავს დიდი რაოდენობით მძიმე მეტალებს, რომელიც პირდაპირ პატარას სხეულში ხვდება. ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს წყლის ბაზაზე დამზადებული, საღებავით დაფარული სათამაშოები შესთავაზოს მშობლებს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება პატარას ჯანმრთელობისთვის.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ვებგვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შეარჩიოს სათამაშოები, გვაქვს საკმაოდ სწრაფი მიტანის სერვისი, თბილისის მასშტაბით 1 სამუშაო დღეში მიგვაქვს შეკვეთა მომხმარებელთან.
„ქიდს სპოტი“ არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია, სადაც სათამაშოს შეძენაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ „ქიდს სპოტი“ კომერციული ბიზნესია, ჩვენი მისია და ხედვა განსხვავებულია. ჩვენი მიზანია ვიყოთ ის პლატფორმა, რომელიც ყოველთვის დაეხმარება მშობლებს, გაუწევს კონსულტაციას და ბავშვის ინტერესებისა და ასაკის მიხედვით შეარჩევინებს ზუსტად იმ სათამაშოს, რომელიც ბავშვისთვის იქნება უსაფრთხო, სახალისო და რაც მთავარია სასარგებლო. იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანი არ არის რაც „ქიდს სპოტი“ ბაზარზე ოპერირებს, უკვე გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომელთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.


როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ბევრს ვმუშაობთ რომ რაც შეიძლება საუკეთესო ხარისხის სათამაშოები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მაქსიმალურად გავზარდოთ ასორტიმენტი. სათამაშოებს ვეძებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და სათითაოდ ვარჩევთ თითოეულ მომწოდებელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ყველა დეტალია - საღებავის შემადგენლობიდან დაწყებული, ფუნქციონალით დამთავრებული. ჩვენი აბსოლუტურად ყველა სათამაშო აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და აქვს EN71 სერტიფიკატი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ „ქიდს სპოტი“ არის და ყოველთვის იქნება პლატფორმა, სადაც ყოველთვის საუკეთესო და უსაფრთხო საბავშვო ნივთების შეძენას შეძლებს მომხმარებელი.


ცნობისთვის, სათამაშოების შეძენა შესაძლებელია, როგორც ვებგვერდზე www.kidsspot.ge, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. კონსულტაციის მიღება კი მომხმარებელს შეუძლია ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების მეშვეობით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21.01.2026.17:38

საქართველოს ბანკი პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ სამუშაო გარემოში პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგან.

ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობის მიღება 20 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პროგრამებს გაეცნონ და განაცხადი გააგზავნონ აქ.

პროგრამა 8 თვე გრძელდება და მოიცავს ინტენსიურ ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ სამუშაო გამოცდილებას დაკავშირებულ დეპარტამენტებში. ლიდერატორებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ბანკის სტრუქტურა და როგორ იქმნება პროდუქტები, რომლებიც მილიონზე მეტი მომხმარებლის ყოველდღიურობას ამარტივებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ლიდერატორის პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში განაგრძო.

ინფორმაციისთვის, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის, ახალგაზრდები უნდა იყვნენ III-IV კურსის სტუდენტები ან 1-2 წლის კურსდამთავრებულები. 

2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

• კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
• პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
• სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
• საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
• მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა;
• საბანკო სამართალი;
• ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
• მონაცემთა მეცნიერება;
• IOS დეველოპმენტი;
• მარკეტინგი;
• ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
• ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: leaderator.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა