ჩვენი ნიშა მომხმარებლისთვის ოჯახური გარემოს შეთავაზებაა - „ოდლისი“
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა საკმაოდ მზარდია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მარკეტინგული აქტივობებით არ გამოვირჩევით. ხშირია შემთხვევები, როდესაც გვსტუმრობენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენს შესახებ შეიტყვეს ოჯახის წევრებისა და ახლო წრის რეკომენდაციის საფუძველზე.
როგორია კომპანიის ასორტიმენტი?
ვამზადებთ სამი ტიპის ყველს: მაგარი, ნახევრად მაგარი და რბილი ყველი. გემოებს რაც შეეხება, გვაქვს 33 გემო. ასორტიმენტში გვაქვს მთის ყველი, რომელიც ითვლება პარმეზანის ტიპის მაგარ ყველად, ასევე გვაქვს კლასიკური ბაზილიკით, ბაზილიკი პომიდვრით, ტრუფელით, ლეღვის ჩირით, ყურძნით, მოცხარით და ა.შ. ბევრი საინტერესო გემო გვაქვს, რომელიც არ არის გადმოკოპირებული, არამედ დამზადებულია ინდივიდუალური რეცეპტებით და ძირითადად ეს არის დაძველებული ყველი, რომელსაც დამზადებიდან ერთი თვის შემდეგ ვყიდით. რაც უფრო ძველია ყველი მით უფრო გემრიელია.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
შესაძლოა, ასორტიმენტი გავამრავალფეროვნოთ და დავამატოთ საინტერესო გემოები. მოგეხსენებათ, „ოდლისი“ საოჯახო ბიზნესია და ჩვენი მთავარი ნიშაც სწორედ ეს არის. ადგილზე მოსულ ნებისმიერ სტუმარს თავად ვხვდებით, ვმასპინძლობთ და ვუქმნით მათ ოჯახურ გარემოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.