მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

ჩვენი ნიშა სოფლისთვის დამახასიათებელი ხასიათია - შატო-დიო

news image

„შატო დიო“ წარმოადგენს საოჯახო ტიპის მარნისა და სასტუმროს ობიექტს, რომლის ისტორიაც ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსი მდებარეობს რაჭის რეგიონში, სოფელ ძირაგეულში. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, დიომიდე დვალს ესაუბრა.

„საქმიანობა დავიწყეთ დაახლოებით 10 წლის წინ. ვაერთიანებთ ღვინის მარანსა და სასტუმროს. სასტუმროს კომპლექსი 25 ნომერს მოიცავს. რაც შეეხება ღვინოს, ვაწარმოებთ ხუთ სახეობას: ალექსანდროული, ხვანჭკარა, რაჭული თეთრა, თბილული და კუდურაული “, - აღნიშნავს დიომიდე დვალი.

ადგილზე მისულ სტუმარს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს.

„ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის დეგუსტაციებს, ადგილობრივ კერძებს, საცხენოსნო ტურებსა და ჯომარდობის აქტივობებს. გაფართოებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ. გვინდა შევინარჩუნოთ სოფლისთვის დამახასიათებელი ხასიათი “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „შატო დიო“ იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს მშვიდ გარემოში დასვენება. ობიექტი მაღალი შეფასებით გამოირჩევა Booking-ის პლატფორმაზე. ღვინის შეძენა შესაძლებელია ადგილზე და ასევე მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

13.06.2025.10:25

2025 წლის სექტემბერში, „უბნის” კვლევითი პროგრამის - ,,ქვების” -  ფარგლებში, თიბისი კონცეპტისმხარდაჭერით, ჩატარდება თბილისის ლანშაფტის მოდელირების სემინარი. სემინარს უხელმძღვანელებს იტალიელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი რენატო რიცი. სემინარი ორგანიზებულია IUAV ვენეციის  უნივერსიტეტის გუნდთან — სუზანა პისშელა და ჯორჯა ანტონიოლისთან თანამშრომლობით. ინიციატივა მიზნად ისახავს ლანდშაფტის მოდელირების ინოვაციური მეთოდოლოგიების პოპულარიზაციას ,,უბნის” კვლევითი პროგრამის ფარგლებში, აქცენტით თბილისის გამორჩეულ ლანდშაფტზე და მის გავლენაზე ქალაქის საერთო მორფოლოგიასა და სტრუქტურაზე.

რენატო რიცის მიდგომა მოდელირების მიმართ დაფუძნებულია ფენომენოლოგიასა და მეტაფიზიკაზე. მისი მოდელები განიხილება არა როგორც უბრალო დიზაინის საგნები, არამედ როგორც „აზროვნების ინსტრუმენტები“, რომლებიც ხელს უწყობენ სივრცის და მისი თანდაყოლილი მნიშვნელობების ღრმა გაგებას. სემინარი მოიაზრებს თბილისის ლანდშაფტზე დაკვირვებას, მის შესწავლას და სხვადასხვა მასშტაბისა მოდელის შექმნას. შემაჯამებელი გამოფენა კი 2026 წლის თებერვალში თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეში გაიმართება.


სემინარზე დასწრება და ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლიათ ხელობის მოყვარულებს, კულტურის ენთუზიასტებს, სტუდენტებს, არქიტექტორებს, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტებს, რესტავრატორებს, დიზაინერებს, მოქანდაკეებს, მხატვრებს, გეოგრაფებს კარტოგრაფებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს.

გთხოვ გაითვალისწინოთ რომ ადგილები შეზღუდულია და მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და შერჩევის გავლა შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/mRaDdj  რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 2025.

რენატო რიცი: ვენეციელი არქიტექტორი, თეორეტიკოსი და პედაგოგი, არქიტექტურის დიზაინის სრული პროფესორია ვენეციის IUAV უნივერსიტეტში და რომის სან ლუკას ეროვნული აკადემიის წევრი. 2018 წელს მას მიენიჭა იტალიის რესპუბლიკის საპატიო ჯილდო. რიცის საგანმანათლებლო საქმიანობა მოიცავს ლექციებსა და კურსებს საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ჰარვარდის უნივერსიტეტში. მისი მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროექტებია: ეგვიპტის დიდი მუზეუმი, ვარშავის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და იოანე პავლე II-ის ცენტრი კრაკოვში. განხორციელებულ ნამუშევრებს შორის აღსანიშნავია: Area Sportiva Ghiaie (1984–1998), Museo del Futurismo (1992–2008) და Casa dei Libri Barbarigo (2020–2023). რენატო რიცი ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის: Solemnidad de la Civilidad და Il Daìmon di Architettura.


მთავარი მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი. პარტნიორები: იტალიის საელჩო საქართველოში, IUAV ვენეციის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა