ჩვენი ნიშა სახლური გემოებია - DIVOL
საკონდიტრო დივოლ • DIVOL -მა ასორტიმენტი გააფართოვა და მომხმარებელს ამჟამად, სხვადასხვა სახის ცომეულ პროდუქციასაც სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გვანცა გველებიანმა განუცხადა. მისივე თქმით, გარდა ასორტიმენტის გაზრდისა მოხდა ლოკაციური ცვლილება და გაფართოებაც.
„პირველი ეტაპისთვის, მომხმარებელს ვთავაზობდით მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმს. შემდეგ კი მომხმარებლის ზრდასთნ ერთად მივხვდით, რომ საჭირო იყო ასორტიმენტის ზრდა და ცომეულის დამატებაც. ამიტომ შევიცვალეთ ლოკაციაც და უფრო გავფართოვდით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.
„დივოლის“ მიზანი სახლური გემოების გაცოცხლებაა. სწორედ ამიტომ პროდუქცია მზადდება ძველი რეცეპტების მიხედვით. ასორტიმენტი კი მეტად მრავალფეროვანია.
„ამჟამად, ვამზადებთ ტკბილეულს და სვანურ ცომეულს. ჩვენი მიზანი სახლური გემოების გაცოცხლებაა და სწორედ ამიტომ ვიყენებთ ძველ, ტრადიციულ რეცეპტებს. ცომეული ნაწარმიდან ვამზადებთ : კუბდარს ჩვენი რეცეპტით, სულგუნიან ლობიანს, ჭახრაკინას, ხაჭაპურს. გარდა ამისა, ვგეგმავთ სხვადასხვა ცომეულის დამატებასაც “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.
პროდუქციისადმი ინტერესი და მოთხოვნა საკამაოდ მზარდია. სწორედ ამ მიზეზით მოხდა საკონდიტროს გაფართოებაც.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალბედები ვართ და ახლა ვიკიდებთ ფეხს ბაზარზე, არ ვუჩივით მომხმარებლის რაოდენობას. გაფართოებაც ამან გამოიწვია. საწყის ეტაპზე, არ გვქონდა საშუალება სტუმრების იმ რაოდენობისთვის გვემასპინძლა, რამდენიც რეალურად გვყავდა. ამ ეტაპზე კი მოთხოვნას სრულად ვაკმაყოფილებთ “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.
„დივოლი“ საკუთარი ნიშის დაკარგვას არ გეგმავს, რაც სახლური გემოების შენარჩუნებაში გამოიხატება.
„ჩვენი მომხმარებლები გვეუბნებიან რომ კარგი იქნება თუ მზა პროდუქციასაც დავამატებთ ობიექტზე. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ ვფიქრობთ მზა პროდუქციის დამატებას. გარდა ამისა, ვგეგმავთ სასარგებლო, Fresh სალათების დამატებას, ესეც რა თქმა უნდა იქნება სახლური გემოების მქონე და ამ ნიშას არ დავკარგავთ “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა გველებიანი.
ცნობისთვის, კომპანია დაახლოებით ორი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ასაქმებს. „დივოლში“ მისულ სტუმარს პროდუქციის შეძენასთან ერთად ადგილზე დაგემოვნების შესაძლებლობაც აქვს.
სხვა სიახლეები
12.06.2025.19:00
ზაფხულის ტურისტული სეზონის განმავლობაში ჯავშნების 70%-ი უკვე შევსებულია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა განაცხადა. მისივე თქმით, პოზიტიური მოლოდინების პარალელურად სახეზეა გამოწვევებიც, სექტორში კადრების მწვავე დეფიციტია.
„ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის საკმაოდ კარგი და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯავშნების 70%-ი უკვე შევსებულია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ზოგადად, მიმდინარე ზაფხულზე განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს კადრების დეფიციტი. ეს გამოწვევა გასული წლის ზაფხულშიც იყო, მაგრამ წელს განსაკუთრებით გაზრდილია კადრებზე მოთხოვნა. შესაბამისად გვიწევს სკოლის მოსწავლეების დასაქმება, რომელთაც ცხადია სრული განაკვეთით ვერ დავასაქმებთ და იძულებულები ვართ შედარებით ნაკლებ საათებზე ვამუშაოთ, რაც ოპერირებას ართულებს. მათი დასაქმება საუზმეზე გვიწევს და თან ინტენსიურად ვატრენინგებთ, რათა გარკვეული ცოდნა დააგროვონ“, - აცხადებს მაია წერეთელი.
სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ს მენეჯმენტ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ წელს საკმაოდ გააქტიურებულია ადგილობრივი ბაზარი.
„ადრე TOP 3 მიმართულება იკვეთებოდა, რომ იყო ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და იყო მოთხოვნა ევროპიდანაც. თუმცა ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ გააქტიურდა და მეტ ინტერესს იჩენს. ამ ფონზე აქცენტს უკვე არა ჯგუფურ ჯავშნებზე, არამედ ინდივიდუალურ ჯავშნებზე ვაკეთებთ. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია პარასკევი-შაბათი-კვირა - ამ დღეებში შიდა ბაზრის წილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც ძალიან კარგია. ის, რომ ადგილობრივი ბაზრის წილი იზრდება, კარგია თავად ქვეყნისთვისაც“, - ამბობს McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი.
მაია წერეთელი აცხადებს, რომ გაზრდილი ჯავშნების ფონზე მაღალ სეზონზე სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ში დარჩენილი ნომრები უკვე 20%-ით ძვირად გაიყიდება.
„რაც შეეხება ფასებს, ვინაიდან ჯავშნების რაოდენობამ მოიმატა, მოგვეცა იმის ფუფუნება, რომ დარჩენილ ჯავშნებზე ფასები გავზარდოთ. სამომავლოდ რაც კი ჯავშნები შემოვა იქ უკვე ყოველგვარ ფასდაკლებაზე საუბარი ზედმეტია და იქნება მხოლოდ გამოცხადებული ფასები. ტურისტული კომპანიების შემთხვევაში ცხადია ფასდაკლებით ხდება მიწოდება, რადგანაც ისინი ერთდროულად დიდი რაოდენობით ნომრებს ყიდულობენ. კომპანიებისგან ჯავშნები წინასწარაც აქტიურად გვქონდა და მათ ფასებს ზრდა არ შეეხება. თუმცა დანარჩენი ნომრების რაოდენობა ზაფხულის განმავლობაში, რაც დღეისათვის არ არის გაყიდული მაღალ ფასში გაიყიდება. წინა წელთან შედარებით ვფიქრობ, რომ 20%-იანი ზრდა გვექნება“, - ამბობს მენეჯმენტ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი.
მაია წერეთელი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ტურისტულ სეზონზე აჭარის რეგიონზე და მის ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია.
„როდესაც რაიმე ციფრს ვასახელებ არ ვგულისხმობ მხოლოდ ერთ სასტუმროს. ჩვენ ყოველ კვირეულად და ყოველდღიურად მოგვდის შეჯამებული მონაცემები 5-6 კონკურენტი სასტუმროს მაგალითზე, საუბარია მაღალი სეგმენტის, 100-ზე მეტი ნომრის მქონე სასტუმროებზე. როდესაც 5-ზე მეტ სასტუმროში ანალოგიური სურათია და იმავდროულად ვიცით პატარა სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებლები- შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა მთლიანად აჭარაზე. საკმაოდ კარგი დატვირთვაა და ინდივიდუალური მოგზაურებიც, ისეთი ბაზრებიც კი, რომლებიც აქამდე არ გამოჩენილან ფრენების დამატებამ ამ ქვეყნებიდანაც ჩამოიყვანა სტუმრები“, - ამბობს მაია წერეთელი.
McInerney Hospitality International-ი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს მართავს კადრების დეფიციტის ფონზე ხელფასების ზრდაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გარკვეულ პოზიციებზე ხელფასების ზრდა უკვე დაწყებულია.
„სერვისის კუთხით სიახლე ის გაქვს, რომ კადრები არ გვყოფნის და ერთი და იგივე ადამიანი რამდენიმე ადგილზე მუშაობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან გვიჭირს კადრები. ამ ფონზე ხელფასების გაზრდა უკვე სახეზეა. ჩვენ გარკვეულ პოზიციებზე უკვე გავზარდეთ ხელფასები. ასევე გეტყვით, რომ იგივე გავაკეთეთ მცხეთაშიც და თბილისშიც, რადგანაც ფასები იმდენად მომატებულია, რომ ამ სიტუაციამ ხელფასების ზრდა მოითხოვა“, - აღნიშნავს მაია წერეთელი.