მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.3
-0.0063
flag
AZN 1.5921
-0.0006
flag
CNY 37.739
-0.0049
flag
EUR 3.1583
-0.02
flag
GBP 3.6327
-0.0123
flag
KZT 49.81
0.0013
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7075
-0.0011

ჩვენი ნიშა განსაკუთრებული დღეებისთვის განკუთვნლი სამოსია - Bicocca Baby Boutique

news image

Bicocca Baby Boutique არის იტალიური საბავშვო ბუტიკი, რომელიც 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საბავშვო ტანსაცმელს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ხელმძღვანელს თეონა ჩიხლაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Bicocca გახლავთ იტალიური საბავშვო ბუტიკი, რომელიც ქართულ ბაზარზე 12 წლის ისტორიას ითვლის. იგი 2013 წელს დააარსა ქართული წარმოშობის მქონე იტალიელმა ქალბატონმა, რომელსაც სურდა, რომ ქართველი მშობლებისა და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო იმ ხარისხისა და სტილის პროდუქცია, რომელსაც თავად ყიდულობდა მილანში. „ბიკოკა“ იქცა ასევე ერთგვარ პიონერად ჩვილი ბავშვების ბუტიკურ ნიშაში. ქართველმა მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო იმ დროისთვის მეტად განსხვავებული ევროპული სტილი - ჩვილი ბავშვების სადღესასწაულო სამოსი,  რომელიც არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხით, არამედ გამორჩეული სტილით, ნამდვილ პრინცებად და პრინცესებად აქცევს თითოეულ პატარას.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ქართულ ბაზარზე ოპერირების 12 წლიან პერიოდში „ბიკოკას“ ჩამოუყალიბდა მყარი პარტნიორობა ევროპის ისეთ წამყვან ბრენდებთან, რომლებიც წარმოდგენილია მსოფლიოს საუკეთესო ბუტიკებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ "ბიკოკაში" წარმოდგენილი ბრენდები არა მხოლოდ რეგისტრირებულნი იყვნენ ევროპაში, არამედ მთელი საწარმოო პროცესიც ევროპაში ხორციელდებოდეს (მოგეხსენებათ, უმრავლეს უმსხვილეს კომპანიებსაც კი საწარმოო პროცესი გადატანილი აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში). ამიტომ ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ „ბიკოკაში“ წარმოდგენილი თითქმის ყველა ბრენდი არის 100% ევროპული ხარისხით, დიზაინით, წარმოებით. უფრო მეტიც, „ბიკოკაში“ წარმოდგენილი ბრენდების უმრავლესობა წარმოადგენს საოჯახო ბიზნესების წარმატებულ მაგალითებს, სადაც უმაღლესი ხარისხის საბავშვო სამოსის შექმნის ტრადიცია და სიყვარული თაობიდან თაობას გადაეცემა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ბრენდების უმეტესობა არის ეკომეგობრული წარმოება. ამ ბრენდებმა წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელეს საწარმოო პროცესის გადახალისებაში, რათა გარემოსთვის მინიმალური ზიანი მიეყენებინათ.

„ბიკოკა“ 12 წელია ახალ კოლექციებს არჩევს მსოფლიოში ყველაზე დიდ და პრესტიჟულ საბავშვო მოდის გამოფენებზე ფლორენციაში, მადრიდში, ვალენსიასა და პარიზში. ამ ეტაპზე „ბიკოკაში“ წარმოდგენილია იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, გერმანული, ნორვეგიული პრემიუმ და ლუქს კატეგორიის ბუტიკური ბრენდების უახლესი, 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია: Patachou, Mebi, Ambaraba Italy, Sardon, Baby Fashion, Leon Shoes, Escada, Prinsessfin, Siena.

2025 წლის სეზონს საინტერესო სიახლით შევხვდით, პირველად საქართველოში მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდის ESCADA-ს საბავშვო კოლექცია სწორედ „ბიკოკაშია“ წარმოდგენილი. 

ასევე სიახლეა ნორვეგიული ბრენდი Prinsessfin, რომლის უმაღლესი ხარისხის კაბები ძალიან შეიყვარა ქართველმა მომხმარებელმა და ყველა გოგონასთვის სანატრელ საჩუქრად იქცა. ასევე ხელნაკეთი თმის აქსესუარები და საწოვარას სამაგრები, რომლებიც სვაროვსკის სერტიფიცირებული კრისტალებით არის გაფორმებული.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

გვიხარია და გვეამაყება, რომ „ბიკოკას“ ჰყავს ბევრი ერთგული მომხმარებელი და უკვე არაერთი თაობა გაიზარდა ჩვენი ბრენდის სამოსით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა ორიენტირებულები ვართ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზეც.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

„ბიკოკას“ აქვს თავისი ხასიათი და სტილი. ჩვენი სამოსი ყველა პატარას პრინცად და პრინცესად აქცევს. თუ გსურთ გამორჩეული სტილის, ექსკლუზიური დიზაინის, ექსკლუზიური ბრენდების, უახლესი კოლექციები, ნამდვილი ევროპული ხარისხით,  „ბიკოკა“ შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

ჩვენი ნიშა განკუთვნილია განსაკუთრებული დღეებისთვის. მაგალითად: ნათლობა, დაბადების დღები და სხვა დღესასწაულები.

თუ გამორჩეული საჩუქარი გსურთ ახალშობილისთვის და ბავშვისთვის „ბიკოკა“ ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეძლებთ განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევას, რომლითაც ყველა გემოვნების მქონე ადამიანსაც კი გაახარებთ.

„ბიკოკა“ მომხმარებელს სთავაზობს ქარგვის მომსახურებასაც. შეგვიძლია მოვქარგოთ ბავშვის სახელი, ინიციალები ან რაიმე სიმბოლური ნიშანი, როგორც ნათლობის სამოსზე, ასევე წინსაფრებზე, პირსახოცებზე და სხვა აქსესუარებზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

განვითარების ამ ეტაპზე „ბიკოკა“ ორიენტირებულია მაქსიმალურად ახლოს მივიდეს მომხმარებელთან. ვმუშაობთ ონლაინ მაღაზიის ფორმატზე, რომ მაქსიმალურად სწრაფად და იოლად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქციის დისტანციურად შერჩევისა და შეძენის განხორციელება.

გვინდა, რომ „ბიკოკა“ წარმოდგენილი იყოს სავაჭრო მოლებშიც, რათა მომხმარებელს დავხვდეთ სწორედ იქ, სადაც ახალი შენაძენის განზრახვით არის მისული. ასევე მომხმარებლის დიდი მოთხოვნით ვგეგმავთ ასაკობრივი ზღვარის გაზრდას. თუ აქამდე „ბიკოკაში“ წარმოდგენილი იყო საბავშვო სამოსი და აქსესუარები 0-დან 5 წლამდე, მომავალი კოლექციები უკვე 12 წლამდე ბავშვებზე იქნება გათვლილი.

ცნობისთვის, ბუტიკი ქალაქ თბილისში, ირაკლი აბაშიძის 46 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზისბანკი 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ შედეგებს აჯამებს

29.07.2025.12:12

2025 წლის 30 ივნისის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14% შეადგინა.

ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა და 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.5 მილიარდი ლარია. 

2025 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 880 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 44 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წლის ექვს თვეში მოზიდულმა პრემიამ 12 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით წარმატებული მიმდინარე წლის მეორე კვარტალი იყო და მოზიდული პრემია პირველ კვარტალთან შედარებით 33%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით. პოზიტიური ზრდაა მოგების კუთხითაც, ბბ ლიზინგის მოგების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%, ხოლო ბბ დაზღვევის მოგების ზრდამ 18% შეადგინა. 

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის კონსოლიდირებულმა წმინდა მოგებამ 57.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მოგების ზრდამ 39% შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 3.35%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 17.54% შეადგინა.

„2025 წლის პირველი ნახევარი ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვნად წარმატებული იყო. ჯგუფმა დინამიური ზრდა აჩვენა როგორც ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების, ისე სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით. მიღწეული ფინანსური შედეგების მზარდი დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, კლიენტების ნდობის მაღალ ხარისხსა და იმ სტაბილურ ბიზნესმოდელს, რომელსაც ვატარებთ.

ბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ქართული ბიზნესის მხარდაჭერა და განვითრება წარმოადგენს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გვეამაყება, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა დინამიურად იზრდება, ვითარდება და ჩვენს ხანგრძლივ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ბაზისბანკი, როგორც ზრდასა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად აგრძელებს ბაზარზე პოზიციების გამყარებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა