მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

როგორია ,,ჩარჩოს სახლის" სამომავლო გეგმები

news image

ჩარჩოს სახლი • Frame House ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ჩარჩოების, როგორც მზა, ასევე ინდივიდუალურად დამზადებულ მოდელებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი ჩარჩოების გალერეა ბაზარზე 2024 წლის ოქტომბრიდან გამოჩნდა. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სხვადასხვა ტიპის ჩარჩოების, როგორც მზა, ასევე ინდივიდუალურად დამზადებული მოდელების წარმოება და რეალიზაციაა. მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ჩარჩოებს სხვადასხვა მასალისა და დიზაინის მიხედვით, რათა ფოტოებს, ნახატებს, სერტიფიკატებსა და სხვა ძვირფას ნივთებს განსაკუთრებული ფორმით მოუძებნონ ადგილი საკუთარ სივრცეში. თითოეული ჩარჩო ჩვენთვის ესთეტიკის, ხსოვნისა და ემოციური ღირებულების მატარებელია.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ადამიანების ინტერესი ინტერიერის დეტალების მიმართ. მათთვის უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ როგორ გარემოში ცხოვრობენ. სწორედ ამ ტენდენციამ გაზარდა მოთხოვნაც ჩვენს პროდუქტებზე. ჩარჩო, რომელიც ადრე მხოლოდ ფუნქციური ნივთი იყო, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ემოციებისა და წარსულის გაფორმებული გამოხატულება. გვიხარია, რომ ეს სურვილი, მეტი სილამაზისა და პერსონალიზებული დეტალის არსებობა სახლში, თანხვედრაში მოდის ჩვენს კონცეფციასთან.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხარისხი. ვმუშაობთ იტალიიდან ჩამოტანილი პროფესიონალური დანადგარებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავამზადოთ ტექნიკურად გამართული, მაღალი სტანდარტის ჩარჩოები. ამასთანავე, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც პრემიუმ ხარისხის მასალას, ასევე უფრო ხელმისაწვდომ ვარიანტებს, ისე რომ შერჩევა შეძლონ როგორც გემოვნებით, ისე ბიუჯეტით. ხარისხისა და არჩევანის თავისუფლებას ვაფასებთ როგორც ჩვენი ბრენდის საფუძველს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

გვინდა, რომ ჩვენი პროდუქცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდეს. ვგეგმავთ როგორც ჩარჩოების ხაზის გაფართოებას, ისე ონლაინ პლატფორმის გააქტიურებას, რათა მომხმარებელმა უფრო მარტივად შეძლოს შერჩევა და შეკვეთა. ასევე ვგეგმავთ, თემატური და გემოვნებით შერჩეული ფოტოების, პოსტერების და ილუსტრაციების დამატებას. ჩვენი მიზანია, რომ ჩარჩო არ იყოს მხოლოდ ნივთი კედელზე, არამედ ადგილი, სადაც მეხსიერება, ემოცია და ხელოვნება ერთად იყრის თავს.

ცნობისთვის, „ჩარჩოს სახლი“ ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის N120-ში მდებარეობს. სამუშაო საათების 11:00-20:00 ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 19 და 20 სექტემბერს Vodkast Records 10 წლის იუბილეს ნეკრესში აღნიშნავს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO

18.09.2025.10:33

Vodkast Records, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა დიჯეებისთვის და მუსიკოსებისთვის და აერთიანებს ფირფიტებისა და აუდიო მაღაზიას, ივენთების სერიას, მუსიკალურ ლეიბლს და დიჯეი პოდკასტს 19 და 20 სექტემბერს, 10 წლის იუბილეს ნეკრესში (კახეთი) აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია სპეციალური, დაბადების დღის მუსიკალური პროგრამა, რომელსაც ვოდკასტის დიჯეები და მათი ადგილობრივი და უცხოელი მეგობრები უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მისულ სტუმრებს დაგხვდებათ შეფების მიერ მომზადებული სხვადასხვა გემრიელი კერძები, ლამაზი ბუნება და სასიამოვნო ატმოსფერო.

19 და 20 სექტემბრის Line Up ასე გამოიყურება:

• 3AM
• 3RD SOUL
• BOYA
• DEKA
• DJ ASTROBEE
• ERICSSON
• FABRIZIO MAMMARELLA
• GABRIEL PATÅS
• IAMEA
• KETO
• MARTIN GILLESHØJ
• MEMOTECH
• NIKA J
• NINASUPSA
• PASTORIUS_X
• PAYAM PARVIZI
• SANDRO JORBENADZE
• TOMMA
• TRYM SØVDSNES
• VAKHO
• ZURKIN


ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ბილეთების SOLO ბარათით შეძენისას, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

იმისათვის რომ შეიძინოთ ბილეთი, უნდა გაიაროთ ვერიფიკაცია. მეტი დეტალისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ tkt.ge-ს. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ვერიფიცირებული სტუმრები შეძლებენ ბილეთების შეძენას. ერთ ვერიფიცირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 2 ბილეთის ყიდვა შეუძლია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა