მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მომავალში შეძლონ ევროპისა და მსოფლიოს წამყვან მთის კურორტებზე ასპარეზობა - PolSport

news image

PolSport • პოლსპორტი სპორტული ბანაკია ბაკურიანში, რომელიც სამი წელია ფუნქციონირებს და ორიენტირებულია მოზარდების, როგორც ზამთრის (სათხილამურო), ისე საზაფხულო გადამზადებაზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia “პოლსპორტის“ მენეჯერს ირაკლი ვეცკოს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„პოლსპორტი“ სამი წელია ფუნქციონირებს. საქმიანობის სპეციფიკა გულისხმობს ზამთრისა და საზაფხულო ბანაკების მოწყობას ბავშვებისთვის.
ზამთრის ბანაკი მოიცავს სამთო-სათხილამურო აქტივობებს, სადაც ბავშვები სწავლობენ ან აუმჯობესებენ თხილამურებზე სრიალის უნარებს.
საზაფხულო ბანაკი ძირითადად ფოკუსირებულია ლაშქრობებზე და მთაში სიარულზე.
ორივე შემთხვევაში, ბავშვები გარე სპორტულ აქტივობებთან ერთად, ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის ფიზიკურ, სპორტულ, ინტელექტუალურ და შემეცნებით აქტივობებშიც.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ზოგადად, მოთხოვნა ამ სფეროს მიმართ მზარდია, რაც ჩვენი დაკვირვებით რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, თავად მომსახურების ტიპი, რომელსაც „პოლსპორტი“ სთავაზობს მშობლებს, საკმაოდ მიმზიდველია. მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ბანაკში სრულიად დამოუკიდებლად მიემგზავრებიან, სადაც მათ უზრუნველყოფილი აქვთ კვება, უსაფრთხოება, ზედამხედველობა და მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები ბანაკში ახალ მეგობრებსაც იძენენ.
აღსანიშნავია ბანაკის ფასის ხელმისაწვდომობაც, რაც მშობლებისთვის საკმაოდ მისაღებია, თუ გავითვალისწინებთ იმ ხარჯებს, რომელიც დამოუკიდებლად მსგავსი ტიპის მომსახურების ორგანიზებას სჭირდება. მაგალითად, ზამთარში ბანაკი მოიცავს თხილამურებით სრიალის სწავლას, აღჭურვილობას სრული კომპლექტით და პროფესიული ზედამხედველობით. მშობელი იღებს სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს ბავშვის ტრანსპორტირებას თბილისიდან და მის უკან დაბრუნებას, საცხოვრებელს, კვებას, მოვლასა და უსაფრთხოებას.


საზაფხულო ბანაკები კი განსაკუთრებით მდიდარია ლაშქრობის ტიპის აქტივობებით. ეს არის: მთაში სიარული, ღამის თევა, კოცონის დანთება, ბუნების მოვლა და მრავალი სხვა უნარ-ჩვევის განვითარება, რაც ბავშვისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად მნიშვნელოვანია.
ეს ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც მშობლებისა და ბავშვებისთვის ერთნაირად ღირებულია.

როგორია „პოლსპორტის“ სამომავლო გეგმები?
გეგმაში გვაქვს, რაც შეიძლება მეტ ბავშვსა თუ მოზარდს შევთავაზოთ, გავუჩინოთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ გაეცნონ და დაეუფლონ ამ სპორტს. თხილამურებით სრიალი საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, ბევრი ადამიანი ეწევა ამ სპორტს და ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მომავალში შეძლონ ევროპისა და მსოფლიოს წამყვან მთიან კურორტებზე ასპარეზობა.
ჩვენი მიზანია, ბავშვებს პატარა ასაკიდანვე შევუწყოთ ხელი ამ სფეროში განვითარების. ჯერ უნდა დაიწყონ ადგილობრივი შეჯიბრებებით, რაც შემდეგ მათ გაუხსნის გზას საერთაშორისო ასპარეზობისკენ. ბანაკში მონაწილეთა ასაკი მერყეობს 8-დან 15 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ „პოლსპორტი“ და კლუბი „იკი-სკი“, რომელიც უკვე 27 წელია ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობს, 2025 წლის ზაფხულიდან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ და მსურველებს სხვადასხვა სიახლეს შესთავაზებენ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ

01.07.2025.16:28

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ. ინიციატივის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. პროექტი ხორციელდება BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორკშოპებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო: კიბერჰიგიენა, სოციალური მედიის უსაფრთხოება, სოციალური ინჟინერია და ფიშინგის ტიპები, კიბერბულინგი და სახიფათო თამაშები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, რა არის ხელოვნური ინტელექტი?, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მონაცემები და AI-ის აპლიკაციები, AI ტექნოლოგიების საწყისები ბავშვებისთვის, ეთიკა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება AI-ში ბავშვებისთვის, ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა პროფესიები, როგორ მუშაობს ნივთების ინტერნეტი AI-ში, ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თამაშების შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტის როლი კლიმატის ცვლილებებში, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის, ცრუ ახალი ამბები და Deepfake: ინსტრუმენტები, რა არის ციფრული ნაკვალევი?

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის განათლების ხელშეწყობა არა მხოლოდ სოციალურიპასუხისმგებლობის ნაწილი, არამედ კომპანიის ღირებულებებისა და მისი ხედვის განუყოფელინაწილია. წლების განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აქტიურად უჭერს მხარსსაგანმანათლებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნისხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების გაფართოებაა.

BTU-ს პროექტის, AI4Globe-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების და ახალგაზრდების, ქალების დაკერძო სექტორის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, მომზადება გადამზადებისპროცესს. საერთაშორისო პროექტი საქართველოდან მსოფლიოში უკვე ხორციელდება და აფრიკისრამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და სლოვაკეთში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქმნის და უფასოდაზიარებს საგანმანათლებლო მასალას და მულტიმედია რესურსებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა