ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი უცვლელია, შევინარჩუნოთ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და თითოეული სეზონი სტუმრებისთვის ახალ თავგადასავლად ვაქციოთ - Lopota Lake Resort & Spa
ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიზანი უცვლელია - შევინარჩუნოთ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და თითოეული სეზონი სტუმრებისთვის ახალ თავგადასავლად ვაქციოთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა 2026 წლის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს როგორც ახალი დამსვენებლების მოზიდვას, ასევე განმეორებითი ვიზიტების მაღალ მაჩვენებელს.
„უმთავრეს ღირებულებად რჩება ბუნებასა და ადამიანზე ზრუნვა. ამასთანავე, აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო ბაზრებსა და ახალ სეგმენტებზე ლოპოტასა და ზოგადად, კახეთის რეგიონის ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებაზე“, - აცხადებს მაკა ღლიღვაშვილი.
2026 წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, Lopota Lake Resort & Spa აქტიურად გეგმავს საკუთარი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას.
„ჩვენს სტუმრებს მართლაც ჩამოუყალიბდათ სასიამოვნო მოლოდინი, რომ ლოპოტაზე ყოველწლიურად რაღაც ახალი დახვდებათ. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას არც 2026 წელს დავარღვევთ. ინფრასტრუქტურული განვითარება იგეგმება, თუმცა ჩვენთვის პრინციპულია, რომ ნებისმიერი სიახლე ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს. ჩვენი მთავარი ფასეულობა - ზრუნვა ბუნებასა და ადამიანებზე - უცვლელია, ამიტომ გაფართოებაც ამ კონცეფციის დაცვით მოხდება. კონკრეტულ დეტალებს კი საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.
ინფრასტრუქტურის გაფართოება/განვითარების პარალელურად Lopota Lake Resort & Spa მეტი სტუმრის მოლოდინშიცაა.
„პროგნოზი და მოლოდინები ყოველთვის პოზიტიური უნდა გვქონდეს. საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დამატება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა, თუმცა ახალი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვა პირველ ეტაპზე ჯერ თბილისზე აისახება ყოველთვის, შემდეგ ბათუმზე. კახეთის რეგიონის სიახლოვე დედაქალაქთან, ამ მიმართულებით, შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითად ასევე უარყოფითად. ამ ტიპის ტურისტები კახეთში ხშირად დღის ვიზიტებით ჩამოდიან და ღამე არ რჩებიან. თუმცა ვინაიდან კახეთი და კონკრეტულად ლოპოტა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა, სწორედ ეს არის ჩვენი გამოწვევაც, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ამ საკითხებზე და კომბინირებულად დაგეგმონ ტურისტებმა მოგზაურობა ახალი მიმართულებებიდან. ამას დრო სჭირდება და შედეგი ცოტა გვიან დგება, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ გამოწვევებსაც ჩვენი აქტივობებით წარმატებით გავართმევთ თავს“, - აცხადებს Lopota Lake Resort & Spa-ს კომერციული დირექტორი.
სხვა სიახლეები

15.01.2026.12:00