ჩვენი მთავარი საექსპორტო ბაზრები ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებია - AMBRA
მეღვინეობა AMBRA • ამბრა მდებარეობს რაჭაში, სოფელ ბუგეულში და 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia მეღვინესა და კომპანიის დამფუძნებელს აკაკი სირაძეს ესაუბრა. მისივე თქმით, „ამბრა“ რაჭულ, ტრადიციულ მოტივებზე დამფუძნებული კოპანიაა.
„მეღვინეობა AMBRA არის რაჭულ ტრადიციულ მოტივებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. დაარსებისთანავე, კომპანია აქტიურად გავიდა ექსპორტზე და იმავე წლიდან დაიწყო ოპერირება ევროპის ოთხ ქვეყანაში, ასევე ამერიკისა და აზიის ბაზრებზე. დღესდღეობით, AMBRA კვლავ აგრძელებს საერთაშორისო განვითარებას და რეგულარულად ახორციელებს ექსპორტს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ძირითადი დატვირთვა მოდის რაჭულ, ენდემურ ჯიშებზე.
„2024 წელს ვაწარმოეთ 7 სახეობის ღვინო. ჩვენ პორტფელში გვქონდა 13 სახეობის ღვინო, მაგრამ პეტნატები შევამცირეთ და 1 წლით გადავდეთ წარმოება. ძირითადად, დატვირთვა მოდის ისეთ რაჭულ, ენდემურ ჯიშებზე როგორიც არის: ალექსანდროული მუჯურეთლი, ხვანჭკარა, გვაქვს ასევე ხაზი „მზია“, რომელშიც რაჭული 4 ჯიშის კუპაჟი ერთიანდება - ალექსანდროული მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ასევე გვაქვს ციცქა ცოლიკოური “, - განმარტავს აკაკი სირაძე.
მოთხოვნა და ინტერესი პროდუქციის მიმართ მზარდია. კომპანიის ძირითად საექსპორტო ბაზარს ამ ეტაპზე ევროპა და ბალტიისპირეთი წარმოადგენს.
„მოთხოვნა და ინტერესი ქართული ღვინის, მათ შორის რაჭული ღვინოების მიმართ თანდათან იზრდება. ეს ნაწილობრივ იმითაც არის განპირობებული, რომ რაჭა კახეთთან შედარებით ახალი რეგიონია და მისი მეღვინეობრივი პოტენციალი ახლა დგინდება.
უცხოურ ბაზრებზე მდგომარეობა შედარებით მერყევია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი წლის წინ ქართული ღვინის მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო, თუმცა 2024 წელს ეს ტენდენცია შეიცვალა. მოთხოვნა და გადაზიდვები შემცირდა. ამას გარკვეულწილად პოლიტიკური ფაქტორებიც განაპირობებს: ტრამპის პოლიტიკისა და აშშ-ის საარჩევნო პროცესების შემდეგ ქართულ ღვინოზე, მათ შორის AMBRA-ს პროდუქციაზე, გაყიდვები შემცირდა. მიუხედავად ამისა, ველით, რომ მოთხოვნა მომდევნო წლებში კვლავ გაიზრდება.
სასიხარულოა, რომ 2024–2025 წლებში მკვეთრად გაიზარდა გაყიდვები და გადაზიდვები ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამ ეტაპზე ბალტიისპირეთი და ევროპა წარმოადგენენ AMBRA-ს მთავარ საექსპორტო ბაზრებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია სამომავლოდ საწარმოს გაფართოებას და 40 ტონით მეტი ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.
„წელს იგეგმება საწარმოს გაფართოება და დამატებითი რეზერვუარების შეძენა. შესაბამისად, ყურძნის გადამუშავების მოცულობა 40 ტონით გაიზრდება ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. ამასთანავე, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ლატვიის ბაზართან. წლიდან წლამდე ვზრდით, როგორც გადატვირთვებსა და რაოდენობებს, ასევე ვაფართოებთ ასორტიმენტს და ვამატებთ ღვინის სხვადასხვა სახეობას “, - აცხადებს აკაკი სირაძე.
ცნობისთვის, საქართველოში მეღვინეობა AMBRA-ს პროდუქცია წარმოდგენილია დაახლოებით 60 ობიექტში. პროდუქციას შეხვდებით „გუდვილის“ ქსელურ მარკეტებში, ასევე, „8000 მოსავალის“ ყველა ფილიალში და „ევროპროდუქტის“ ქსელში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.07.2025.05:01
ქართული მობილური ოპერატორი სელფი მობაილი, რომელიც 1.42 მილიონ აბონენტს ემსახურება, ევროპაში მოგზაურობისას ინტერნეტით სარგებლობის გამარტივებისთვის, მომხმარებლებს სთავაზობს განახლებულ პირობებს როუმინგზე. ისარგებლე სელფის როუმინგით ევროპაში ყოფნისას და მიიღე სპეციალური ფასი 2025 წლის 30 სექტემბრამდე:
იაფი ფასის გარდა, სელფის როუმინგით სარგებლობისას, შენ იღებ დამატებით ბონუსებს: ინტერნეტის გახარჯვის გარეშე სარგებლობ Google Maps -ით და აგზავნი ტექსტურ შეტყობინებებს Whatsapp -ითა და Facebook Messenger -ით. ბონუსებით სარგებლობა შეგიძლია შეთავაზების გააქტიურებიდან 30 დღის განმავლობაში, იმის მიუხედავად, დაგრჩა თუ არა მეგაბაიტები ბალანსზე/პაკეტზე.
მოგზაურობისას, სადაც ყველაფერი დეტალურად დაგეგმილია, ყველაზე ნაკლებად, მოულოდნელი გართულებები გვჭირდება. ისეთი უსიამოვნებები, როგორებიცაა: საზოგადოებრივიWiFi -ის უსაშველოდ რთული პაროლი, ციფრული თაღლითობა, ან ადგილობრივი სიმბარათის მოუქნელობა, არცთუ იშვიათია. სწორედ ასეთ არასასიამოვნო სიურპრიზებს და მათი თავიდან არიდების გზას ეძღვნება სელფის ახალი სარეკლამო კამპანია: