მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ბაზრის სრულად ათვისება - „არტე“

news image
mbc image

ARTE ბრენდირებული უნიფორმებისა და პრომო აქსესუარების მწარმოებელი კომპანიაა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო გიგინეიშვილს ესაუბრა.


„ოქტომბერში მივდივართ საკმაოდ მასშტაბურ გამოფენაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას ბაზარს შევთავაზოთ ისეთი განსხვავებული პროდუქტი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, და გავხდეთ ამ მიმართულების იმპორტიორები საქართველოში. ეს გამოფენა ჩვენთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია განვითარების თვალსაზრისით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიამ გაციფრულების მიმართულებით აქტიური სამუშაო პროცესები განახორციელა და დანერგა ე.წ CRM სისტემები.

„გაციფრულების მიმართულებით ჩვენ უკვე დავნერგეთ CRM სისტემები. სისტემა ჯერ სრულად გამართული არ არის, თუმცა აქტიურად ვტესტავთ და ვმუშაობთ. პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელთან კომუნიკაცია სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით განვახორციელოთ და დროულად მივაწოდოთ მათ ინფორმაცია შეკვეთებთან დაკავშირებით. ეს ხელს გვიწყობს, რომ უფრო ოპერატიულად ვაკონტროლოთ ლიდების მართვა და დროის მენეჯმენტი “, - აცხადებს ნინო გიგინეიშვილი.

„არტე“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.

„ჩვენ, აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიებთან და ყოველთვიურად უფრო მეტი მსხვილი ორგანიზაცია ხდება ჩვენი დამკვეთი. ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ბაზრის სრული ათვისება. კონცენტრირებული ვართ პროდუქტის შექმნაზე, რაც საბოლოოდ რეკომენდატორთა რაოდენობის ზრდას უწყობს ხელს და ამასთან ერთად უკვე საკმაოდ მსხვილი დამკვეთებიც გვემატება, რითაც ძალიან ვამაყობთ. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია გადადის განვითარების მეორე ეტაპზე. პერიოდულად გვაქვს განახლებები, მათ შორის თანამშრომელთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით. ამ ეტაპზე ვამატებთ თანამშრომლებს, ეს პროცესი ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება: ფართოვდება მარკეტინგის გუნდი, გაყიდვების მიმართულებას ემატება ახალი თანამშრომელი, სამკერვალო კი მინიმუმ ხუთი მკერავით გაძლიერდება.

დანადგარების მხრივ პრიორიტეტი გვაქვს, რომ გავხდეთ პრომო მასალების იმპორტიორი კომპანია. ქსოვილების იმპორტიორი კომპანია უკვე ვართ. ასევე ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გაფართოებას.

აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა კამპანიებში. კომპანიაში ვითარდება HR-ისა და შესყიდვების მიმართულებებიც, რაც PAS Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება, სადაც ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ და მივდივართ საკმაოდ დიდი ზრდისკენ.

ცნობისთვის, ”არტე”-ს საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით. პროდუქცია იწარმოება საქართველოში.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა