ჩვენი მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა - დორა
„დორა“ არის ქართული ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2017 წელს, 9 წლის ასაკში დავიწყე, როგორც ჰობი და საინტერესო ექსპერიმენტი, - განაცხადა Business Insider Georgia - სთან კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი შეშაბერიძემ.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში „დორა“ პატარა სამზარეულოდან გადაიზარდა რეალურ საწარმოო პროცესში, რომელმაც მრავალი მომხმარებლის სიყვარული მოიპოვა.
„მიმდინარე ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ,,დორა,, ამზადებს ნებისმიერი სირთულის ჯოხიან კანფეტს როგორიც არის ფოტო კანფეტი, გამომშრალი ხილით, ღვინის კანფეტი და სხვა მრავალი სახის “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა პროდუქციის ქიმიური დანამატების გარეშე წარმოებაა.
„კომპანიის უპირატესობა არის ის, რომ ტკბილეული მზადდება ქიმიური დანამატების გარეშე ძველი ტრადიციული ,,მამალოს“ დამზადების მეთოდით, ასევე ის რომ კანფეტის სირთულე, „დორაში“ არ არსებობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული კანფეტი მზადდება ხელით, ამიტომ მასში ჩაქსოვილია ძველი მამალოს სპეციფიკა, რაც ნოსტალგიურია იმ ადამიანებისთვის რომლებიც ძველად სახლში საკუთარი ხელით ამზადებდნენ მამალოს და ასევე ახალი თაობისთვის, რომლებიც ბაზარზე არსებული ჯოხიანი კანფეტებისგან განსხვავებულ მეტად ნატურალურ, სახალისო, გემრიელ და ქართულ პროდუქტს იღებენ “, - აღნიშნავს გიორგი შეშაბერიძე.
„დორას“ მთავარი მიზანი საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდა და აღიარებაა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში წარმოებული მამალო გახდეს მსოფლიო მასშტაბის წარმატებული ბრენდი „“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ისეთ ობიექტებში როგორიცაა : Wendy’s, Dunkin’ და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.19:00
„ბიზნეს ასისტენტი” - ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ირკვევა, ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში და ასევე სერვისის დამატების შესაძლებლობასაც იძლევა.
„თავიდანვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ბიზნესისთვის იუსტიციის სახლთან ურთიერთობა არ არის ახალი ამბავი. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე მგონი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საჯარო სერვისებთან ერთად ბიზნეს სერვისებსაც ვყიდით. ეს იქნება დაზღვევა თუ სხვა მიმართულებები. ეს არ არის პროექტი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული. ეს არის პროექტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს და გაუმარტივოს ცხოვრება ბიზნესს. აქედან გამომდინარე, ის პაკეტები, რომელსაც იუსტიციის სახლი სთავაზობს ბიზნესს მორგებულია მათ ინტერესებზე. შეიძლება ბიზნესმა ისარგებლოს 3 თვიანი პაკეტით. 3 თვიანი, 6 თვიანი, 1 წლიანი, ასევე შესაძლებელია რაღაც სერვისების დამატება ან ამოკლება, ანუ ბიზნესს შეუძლია თავიდან ბოლომდე გადახედოს თავის საჭიროებებს, თავის ინტერესებს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.
„ბიზნეს ასისტენტი“, ეს არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
პროექტი უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული. „ბიზნეს ასისტენტი“ მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.