მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

გვსურს, თბილისში გვქონდეს სივრცე, სადაც ჩვენი ნერგები გვექნება წარმოდგენილი - „მწვანე ქალაქი“

news image

მწვანე ქალაქი • Green City კომპანიაა, რომელიც უკვე სამი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სხვადასხვა სახის მცენარეებს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთანმწვანე ქალაქისდამფუძნებელმა თაკო ცუცქირიძემ განაცხადა, მცენარეები საოჯახო მეურნეობაში გამოჰყავთ, საიდანაც მათ რეალიზაციასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ

საქმიანობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ  წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების ფართო ასორტიმნეტს, მიტანისა და დარგვის სერვისით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და დაახლოებით 30 ჯიშის მცენარეს აერთიანებს. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

"ამ ეტაპისთვის დაახლოებოთ 30 ჯიშის მცენარე გვაქვს გამოყვანილი ჩვენს სანერგეში. მოთხოვნა და ინტერესი  მომხმარებლების მხრიდან მუდმივად მზარდია“, - აღნიშნავს თაკო ცუცქირიძე.

კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ყველაზე მთავარი კი სანდოობაა.

ჩვენი უპირატესობა სხვა კომპანიებთან შედარებით არის სანდოობა, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ჩვენი მომხმარებელი. იმედს არ ვუცრუებთ არასდროს და ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი რეკომენდაციის საფუძველზე სხვა მომხმარებლებიც მოდიან ჩვენთან. გარდა ამისა, ჩვენი ნერგები სხვა ნერგებისგან განსხვავებით ადგილზე იწარმოება და არ არის იმპორტირებული, ტორფში გამოყვანილი, ყველა ნერგი არის ადგილზე მოყვანილი, რაც უპირატესობაა გახარების თვალსაზრისით “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

სამომავლოდ, კომპანია აქტიურად ფიქრობს გაფართოებაზე და ლოკაციის დამატებაზე.

ძალიან გვინდა რომ თბილისში გვქონდეს სივრცე, სადაც ჩვენი ნერგები გვექნება წარმოდგენილი და მომხმარებელს ადგილზე მოსვლის შესაძლებლობა ექნება. ბევრი მსურველი გვყავს, რომელიც ლოკაციის გამო ვერ ახერხებს ჩვენამდე მოსვლას. ეს არის ჩვენი მთავარი სამომავლო მიზანი და სურვილი “, - განმარტავს თაკო ცუცქირიძე.

ცნობისთვის, „მწვანე ქალაქიკახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარეობს. მცენარეების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და საშუალოდ 1-დან 2 დღემდეა საჭირო.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება

18.11.2025.11:16

AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.

GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება  - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.

GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.

შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა