გვსურს, თბილისში გვქონდეს სივრცე, სადაც ჩვენი ნერგები გვექნება წარმოდგენილი - „მწვანე ქალაქი“
მწვანე ქალაქი • Green City კომპანიაა, რომელიც უკვე სამი წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სხვადასხვა სახის მცენარეებს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან „მწვანე ქალაქის“ დამფუძნებელმა თაკო ცუცქირიძემ განაცხადა, მცენარეები საოჯახო მეურნეობაში გამოჰყავთ, საიდანაც მათ რეალიზაციასა და მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ.
„საქმიანობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ. მომხმარებლებს ვთავაზობთ წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების ფართო ასორტიმნეტს, მიტანისა და დარგვის სერვისით “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანიის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და დაახლოებით 30 ჯიშის მცენარეს აერთიანებს. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.
"ამ ეტაპისთვის დაახლოებოთ 30 ჯიშის მცენარე გვაქვს გამოყვანილი ჩვენს სანერგეში. მოთხოვნა და ინტერესი მომხმარებლების მხრიდან მუდმივად მზარდია“, - აღნიშნავს თაკო ცუცქირიძე.
კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ყველაზე მთავარი კი სანდოობაა.
„ჩვენი უპირატესობა სხვა კომპანიებთან შედარებით არის სანდოობა, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ჩვენი მომხმარებელი. იმედს არ ვუცრუებთ არასდროს და ხშირია შემთხვევები, როდესაც მათი რეკომენდაციის საფუძველზე სხვა მომხმარებლებიც მოდიან ჩვენთან. გარდა ამისა, ჩვენი ნერგები სხვა ნერგებისგან განსხვავებით ადგილზე იწარმოება და არ არის იმპორტირებული, ტორფში გამოყვანილი, ყველა ნერგი არის ადგილზე მოყვანილი, რაც უპირატესობაა გახარების თვალსაზრისით “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
სამომავლოდ, კომპანია აქტიურად ფიქრობს გაფართოებაზე და ლოკაციის დამატებაზე.
„ძალიან გვინდა რომ თბილისში გვქონდეს სივრცე, სადაც ჩვენი ნერგები გვექნება წარმოდგენილი და მომხმარებელს ადგილზე მოსვლის შესაძლებლობა ექნება. ბევრი მსურველი გვყავს, რომელიც ლოკაციის გამო ვერ ახერხებს ჩვენამდე მოსვლას. ეს არის ჩვენი მთავარი სამომავლო მიზანი და სურვილი “, - განმარტავს თაკო ცუცქირიძე.
ცნობისთვის, „მწვანე ქალაქი“ კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში მდებარეობს. მცენარეების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და საშუალოდ 1-დან 2 დღემდეა საჭირო.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge