მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.7
-0.0048
flag
AZN 1.5786
-0.0011
flag
CNY 38.83
0.0047
flag
EUR 3.198
0.0123
flag
GBP 3.6682
0.0131
flag
KZT 54.57
0.0021
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.6838
-0.0018

ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიის, მწარმოებლის, ხარჯზე. ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ - გიორგი ავალიანი "კოდას" წარმოების დირექტორი

news image

კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა სრული მზაობა პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

მისი განცხადებით,  მწარმოებლებს არ სურთ, რომ ფასების შემცირება მხოლოდ მათ ხარჯზე მოხდეს და ამისათვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა. 

„ჩვენი კომპანიის სახელით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე  გახსნილი რიცხვებით შეგვიძლია, რომ ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და  არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიების, მწარმოებლის  ხარჯზე,  ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ,“- განაცხადა გიორგი  ავალიანმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს

11.02.2026.14:24

ინტერნეტი განუსაზღვრელ შესაძლებლობებს გვაძლევს სწავლისთვის, ურთიერთობისა და შემოქმედებისთვის, ტექნოლოგიური პროგრესისთვის. ამავდროულად, რიგი საფრთხეების თავიდან ასარიდებლად მისი უსაფრთხოდ გამოყენება უნდა ვიცოდეთ. განსაკუთრებით კრიტიკულია ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება მოზარდებისთვის, ვინაიდან ისინი ინტერნეტში ძალიან დიდ დროს ატარებან. ახალ პლატფორმებს ადვილად ითვისებენ, თუმცა რისკების შეფასებას ყოველთვის სათანადოდ ვერ ახდენენ.

თებერვლის ეს კვირეული უსაფრთხო ინტერნეტს ეძღვნება და საქართველოს საბანკო ასოციაცია კიდეც ერთხელ შეგახსენებთ კიბერუსაფრთხოების საბაზისო წესებს.

რომელი საფრთხეებია დაკავშირებული ინტერნეტის გამოყენებასთან?

ყალბი შეთავაზებები, პირადი ინფორმაციის გამოძალვა (ფიშინგი მათ შორის), ონლაინ თაღლითობა, ვირუსებისა და მავნე პროგრამების გავრცელება ინტერნეტზე დაერთებულ მოწყობილობებში და კიბერბულინგი (აგრესიული კომენტარებით და შეტყობინებებით შევიწროება ონლაინ). აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებს ერთობლივად უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები, მათ მშობლები და სასწავლო დაწესებულებები.

რჩევები მშობლებს

  • ღიად ისაუბრეთ კიბერსივრცეზე - გაუზიარეთ მოზარდებს ინფორმაცია საფრთხეებზე;
  • დააწესეთ საზღვრები - დაშვებული ქცევა, ეკრანთან ყოფნის ხანგრძლივობა, ა.შ;
  • იცოდეთ, სად არის თქვენი მოზარდი შვილი ფიზიკურ თუ ვირტუალ სივრცეში;
  • გამოიყენეთ ტექნოლოგია - ე.წ. Parental Controls (მოზარდის ადგილმდებარეობა, ეკრანთან ყოფნის დრო,ასაკის-შესაფერისი აპლიკაციები, და სხვა);
  • შექმენით „სანდო წრე“ - ონლაინ საფრთხისას იცოდეთ შეთანხმებული ქმედებები;
  • იყავით მაგალითი მოზარდისთვის - უსაფრთხოდ და ზომიერად გამოიყენეთ სოციალური მედია.

რჩევა სასწავლო დაწესებულებებს

  • შეძლებისდაგვარად შეიყვანეთ ციფრული უსაფრთხოების საკითხები სასწავლო პროცესში;
  • დროულად დააფიქსირეთ კიბერბულინგი და მყისიერად აღკვეთეთ ის;
  • შექმენით უსაფრთხო/ანონიმური არხი კიბერბულინგის გასაცხადებლად;
  • დროულად შეატყობინეთ მშობლებს ნებისმიერი ინციდენტი.

რჩევა მოზარდებს

  • არ დაიმეგობროთ უცხო/უცნობი ადამიანი სოციალურ ქსელში;
  • არ გააზიაროთ პირადი ინფორმაცია (მისამართი, პაროლი, PIN, ფოტო-ვიდეო, გეიმინგის პაროლი, ბარათის ნომერი, ა.შ.);
  • შეისწავლეთ და აკონტროლეთ სოცმედიის კონფიგურაცია;
  • არ გააზიაროთ ადგილმდებარეობა და პირადი დეტალები საჯაროდ სოციალურ მედიაში;
  • დააყენეთ ძლიერი პაროლი +დამატებითი ფაქტორი (MFA) ყველა ანგარიშზე;  gaming console-ში თამაშები ჩამოტვირთეთ ოფიციალური წყაროდან;
  • გყავდეთ „სანდო წრე“ - ონლაინ საფრთხის შემთხვევაში იცოდეთ, ვის მიმართოთ.

და ბოლოს, კიბერჰიგიენის საბაზისო წესები ყველასთვის:

  • დაიმახსოვრეთ: თქვენი ნებისმიერი ციფრული აქტივობა ტოვებს კვალს  შექმენით და მართეთ თქვენი ციფრული პროფილი გონივრულად და გონიერად;
  • არასდროს მიჰყვეთ ბრმად უცნობ ბმულებს და არ შეიყვანოთ ონლაინ ბანკის ან ბარათის მონაცემები;
  • არასდროს გააზიაროთ პირადი, ფინანსური, საბარათე მონაცემები;
  • არ განათავსოთ ინტერნეტში ისეთი ინფორმაცია, რომლის გაჟონვა თქვენ ან სხვას დააზიანებს რეპუტაციულად ან ფინანსურად ;
  • დაფიქრდით, რა ინფორმაციას აზიარებთ AI პროგრამებში: გახსოვდეთ წინა წესი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა