მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7067.5
-0.0008
flag
AZN 1.5946
-0.0002
flag
CNY 37.782
0.001
flag
EUR 3.1568
0.0143
flag
GBP 3.646
0.0123
flag
KZT 50.89
0.0014
flag
TRY 0.0672
-0.0001
flag
USD 2.7118
-0.0003

ჩვენი მიზანია, თითოეულ მეწარმეს ჰქონდეს საფუძვლიანად დაგეგმილი პროექტი, რომელიც რეალურად განხორციელებადი და წარმატებაზე ორიენტირებულია - Niadagi • ნიადაგი

news image

Blue Garden -მა რებრენდინგის პროცესი დაასრულა და საქმიანობას „ნიადაგის“ სახელწოდებით აგრძელებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა განუცხადა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

მთავარი სიახლე ის არის, რომ კომპანიამ ახლახანს რებრენდინგი განახორციელა. ამ პროცესის საშუალებით ჩვენი ხედვა და სტრატეგიული მიმართულებები საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მკაფიო და გასაგები გახდა. რებრენდინგი შესაძლებლობა იყო აგრო-სფეროში ჩვენი რეალური მასშტაბისა და მრავალმხრივი გამოცდილების უკეთ წარმოსაჩენად. თუ ადრე მხოლოდ ერთ კულტურაზე ვიყავით კონცენტრირებულები, დღეს უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით და ვფარავთ სოფლის მეურნეობის თითქმის მთელ ციკლს იდეის შექმნიდან დაწყებული, პროდუქციის რეალიზაციით დასრულებული.

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია "ნიადაგი" ამჟამად მომხმარებლებს?

„ნიადაგი“ აგრო ბიზნესებს სთავაზობს 5 ძირითად მომსახურების მიმართულებას, რომლებიც მოიცავს აგრო-წარმოების სრულ ციკლს - იდეის გაჩენიდან ექსპორტამდე:

1.კონსალტინგი

„ნიადაგის“ საკონსულტაციო სერვისი აგრო-მეწარმეებს სთავაზობს სრულფასოვან და სისტემურ მხარდაჭერას . ჩვენთვის კონსულტაცია არ არის მხოლოდ რჩევების გაცემა, არამედ ეს არის პარტნიორობა, რომელიც მეწარმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება მთელი პროექტის განმავლობაში. პროცესი იწყება იდეისა და ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვით. ამ ეტაპზე ვამზადებთ სრულფასოვან ბიზნეს გეგმას, რომელიც მოიცავს ტექნიკურ, ფინანსურ და კომერციულ ანალიზს.

მომდევნო ფაზაში აქტიურად ვმუშაობთ დაფინანსების მიმართულებით - ვეხმარებით როგორც სახელმწიფო პროგრამებთან, ისე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, ვმართავთ განაცხადის შეტანის პროცესს და ვრჩებით პროცესში ჩართული დამტკიცებამდე და მის შემდეგაც. ჩვენი მიზანია, თითოეულ მეწარმეს ჰქონდეს საფუძვლიანად დაგეგმილი პროექტი, რომელიც რეალურად განხორციელებადია და წარმატებაზეა ორიენტირებული.

2.მიწის სამუშაოები და პროექტის მართვა

პროექტის დაგეგმვის დასრულების შემდეგ, ვიწყებთ მისი პრაქტიკულ განხორციელებას, ვაწვდით ტექნოლოგიურ რეკომენდაციებს და ყურადღებით ვიცავთ აგრონომიულ ვადებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მოწინავე საერთაშორისო კონსულტანტები, რაც გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ საერთაშორისო უახლესი აგროტექნოლოგიები.

ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან კონსულტანტებთან და მომწოდებლებთან ჩილედან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან და პორტუგალიიდან. ჩვენი პარტნიორები მრავალწლიანი გამოცდილების მქონენი არიან აგრო-ჯაჭვის სრული მართვის სფეროში, დაწყებული მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებით, გაგრძელებული მოსავლის აღების შემდგომი ეტაპების ეფექტურ ორგანიზებასა და დამთავრებული წარმატებული გაყიდვებითა და ექსპორტით გლობალურ ბაზრებზე.

ნიადაგის დამუშავებისთვის ვიყენებთ უახლეს ტექნიკასა და თანამედროვე მეთოდებს, რომელიც ყველა ეტაპზე საერთაშორისო კონსულტანტების მეთვალყურეობით მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აგრონომიულ ვადებს, რაც ბაღის სწორად გაშენებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამასთან, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ შესრულებულ სამუშაოებზე და ამისთვის გვყავს სპეციალური გუნდი, რომელიც ველზე უწყვეტად აკონტროლებს პროცესების მიმდინარეობას.


3.აგრო-პროდუქტებით უზრუნველყოფა

მომხმარებლებს ვთავაზობთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის აგრო-პროდუქტებს, რომლებიც განკუთვნილია ბაღების წარმატებით გაშენებისთვის და უხვი, ხარისხიანი მოსავლისთვის. ჩვენი ძირითადი პარტნიორები არიან საერთაშორისო ლიდერი ევროპული მწარმოებლები, როგორებიცაა Legro - ტორფისა და სუბსტრატების მწარმოებელი, და Pasquini & Bini - ქოთნების მწარმობელი, trace group - აგროქსოვილის მწარმოებელი , borusan cat - მზის პანელების მიმართულებით ლიდერი კომპანია.

ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი და გამოცდილება. სწორედ ამიტომ ვირჩევთ პარტნიორებად მხოლოდ მაღალკვალიფიციურ, პრემიუმ ხარისხის მწარმოებლებს, რომელთა პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლების წარმატებულ საქმიანობას.


4.ინფრასტრუქტურული სამუშაოები

მომხმარებლებს ვთავაზობთ მეურნეობისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფილ დაგეგმვასა და განხორციელებას. რაც მოიცავს სარწყავი და სანიაღვრე სისტემების მოწყობას და თითოეული პროექტის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე შიდა სატრანსპორტო გზებისა და სამეურნეო სივრცის ინფრასტრუქტურულ მოწყობას.


5.ბაღის მენეჯმენტი და ექსპორტი

ჩვენი მომსახურება ასევე ითვალისწინებს მომხმარებლის მხარდაჭერას პროდუქციის რეალიზაციისა და ექსპორტის მიმართულებით. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორული ქსელი აზიასა და ევროპაში საშუალებას გვაძლევს სრულად ვმართოთ და ხელი შევუწყოთ სტაბილურ, გრძელვადიან გაყიდვებს.
საბოლოოდ, „ნიადაგი“ წარმოადგენს სრულფასოვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს კონსალტინგს, ტექნიკურ მომსახურებას, პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს, ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასა და საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას. ეს ყველაფერი ეფუძნება პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობას და გრძელვადიან პარტნიორობას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

მომავალი განვითარების ერთ- ერთი მთავარი მიმართულება ჩვენთვის კენკროვანი კულტურებია, განსაკუთრებით კი მოცვის სეგმენტი, სადაც უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება და სტაბილური პოზიციები გვაქვს. გვსურს, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საქმიანობა. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ კაკლოვანი და კურკოვანი კულტურების მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი ბაღების გაშენებას, ასევე მაღალი სტანდარტების ტექნოლოგიების დანერგვას.

სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიზნად ვისახავთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას. გვინდა, გავაძლიეროთ კავშირები იმ ქვეყნებთან, სადაც აგრო-სექტორი ტექნოლოგიურად და ბაზრის თვალსაზრისით მეტად განვითარებულია. ამასთანავე, ვცდილობთ, მუდმივად განვაახლოთ და გავაფართოოთ პრემიუმ სეგმენტის პროდუქციის ასორტიმენტი, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკები ქართულ აგროსფეროში წარმატებით ადაპტირდეს.

აღსანიშნავია, რომ „ნიადაგი“ სახელიდან გამომდინარე ხაზს უსვამს კომპანიის მნიშვნელობასა და მის პოზიციონირებას ბაზარზე. ეს არის კავშირი, რომელიც აერთიანებს: აგროწარმოებას, ტექნოლოგიას, ექსპერტიზას, საერთაშორისო პარტნიორობას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გენადი არველაძე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა

18.07.2025.17:42

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილისთან ერთად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჰარის თეოჰარისს შეხვდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საბერძნეთში არსებული ეკონომიკური ტენდენციები, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. 
ქართულმა მხარემ მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხებით განსაზღვრული დღის წესრიგის რეალიზაციას. 
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის, კერძოდ სავაჭრო ბრუნვისა და სექტორული თანამშრომლობის მაჩვენებლების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე ორი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ცნობადობის ამაღლების ხელშესაწყობად, მხარეები გაცვლიან პრიორიტეტული სასაქონლო ნომენკლატურის ჩამონათვალს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთის ბიზნეს წრეების დაახლოების მიზნით, ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა. 
ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წელს, რომლის დროსაც განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. 
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე მწვანე ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საბერძნეთში არსებობს დიდი დაინტერესება საქართველოს „მწვანე" ენერგეტიკული რესურსების მიმართ. გენადი არველაძემ ბერძენ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა, რომლითაც საქართველოს ენერგოსისტემა ევროკავშირისას დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება რეგიონში გამომუშავებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირისთვის მიწოდება. 
შეხვედრის დასასრულს, გენადი არველაძემ ჰარის თეოჰარისი თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე საერთაშირისო ფორუმზე მოიწვია.
შეხვედრა ათენში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. 
შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა