ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ - გიორგი სვანიძე
კახეთში კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამმუშავებელი საწარმო გახსნა. ახალი ქარხანა, რომელიც დღიურად 150 ტონამდე ნაყოფის გადამუშავებას ითვალისწინებს, აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, იტალიური და გერმანული წარმოების სისტემებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს.
„ჩვენი მიზანია, საქართველო ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ვაქციოთ. საწარმო არამხოლოდ სვანიძის ბაღებს მოემსახურება, არამედ მთელი საქართველოს ფერმერების მოსავალს ჩაიბარებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს გვერდში დგომა და ის პროგრამები, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“ - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ.
საწარმო სეზონურად 150-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობით შეივსება. ქარხნის მუშაობა ხელს შეუწყობს ფერმერების ზეთისხილის მოსავლის რეალიზაციას და ქართული აგროწარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 3,208 ჰა ფართობზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, რომლის თანადაფინანსების თანხამ 22 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გარდა ამისა, ზეთისხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ბანკების მიერ გაცემულია 9 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 27 სესხი, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
სხვა სიახლეები
სითი მოლი 14 წლისაა - ისარგებლეთ პირველად საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით და მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი
27.10.2025.15:41
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია სითი მოლი 14 წლის ხდება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბანკმა ერთგულ მომხმარებლებს, ნაწილ-ნაწილ გადახდისას, სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, ის მომხმარებლები, რომლებიც პირველად ისარგებლებენ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სითი მოლში შოპინგისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 100 ₾).
აღნიშნული აქცია მხოლოდ 29 ოქტომბერს მოქმედებს და ვრცელდება როგორც სითი მოლი საბურთალოს, ასევე, სითი მოლი გლდანის ყველა პარტნიორ მაღაზიაში, სადაც ხელმისაწვდომია ნაწილ-ნაწილით გადახდა.
ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს ქეშბექის აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. თანხა კი, 3 სამუშაო დღეში ჩაერიცხებათ.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სხვა წამახალისებელი შეთავაზებებიც მოუმზადა. მათ შორის:
ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის ახალი მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სასურველი ნივთი იყიდონ ან მიიღონ მომსახურება დღესვე. ღირებულება კი 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაუძვირდეთ. (ეფექტური 0%). ამასთანავე, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხის ნაწილი გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ. ამრიგად, ნაწილ-ნაწილ გადაიხდით ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდით.