მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ჩვენი მიზანია მუდმივი და უწყვეტი განვითარება - „უნიფორმალი“

news image

უნიფორმალი მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სივრცეს, რომელიც აერთიანებს წარმოების, დიზაინისა და ბრენდირების პროცესს, პრომო საჩუქრებიდან კორპორატიულ უნიფორმებამდე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ბრენდ მენეჯერს, ქეთევან შევარდნაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია 2013 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ დიზაინისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე, რაც მომხმარებლის ნდობასა და ერთგულებას კიდევ უფრო ამყარებს.

გარდა ამ მიმართულებისა, დაახლოებით ერთი წლის წინ დავაარსეთ ახალი ხაზი Uniformal Studio, რომელიც სპეციალიზდება უნიფორმებისა და ბრენდირებული პროდუქციის წარმოებაზე.

Uniformal-ის მიზანია კომპანიებსა და ორგანიზაციებს შესთავაზოს პროდუქცია, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური და გამძლეა, არამედ ესთეტიურად მიმზიდველიც, რაც ხაზს უსვამს ბრენდის სიძლიერეს.
ამგვარად, დღეს ჩვენი საქმიანობა ორ მთავარ მიმართულებას აერთიანებს :

• მოდის ხაზი - მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და აქსესუარები;

• ბრენდების და უნიფორმების ხაზი (Uniformal Studio) - უნიფორმები, კორპორატიული საჩუქრები და ბრენდირებული პროდუქცია, რომელიც ზუსტად არის მორგებული დამკვეთის საჭიროებებზე და მოთხოვნებზე.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ასორტიმენტში შედის პროდუქტების სრული სპექტრი, რომლებიც აუცილებელია სასტუმროებისთვის, კლინიკებისთვის, რესტორნებისა და კაფეებისთვის, სილამაზის სალონებისთვის, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე ივენთ კომპანიებისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც აისახება იმაში, რომ ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კომპანია მუდმივად ვითარდება და უფრო ფართო სეგმენტს ემსახურება. სწორედ ეს ტენდენცია ნათლად აჩვენებს, რომ მსგავსი პროდუქტის მიმართ ინტერესი და საჭიროება თანდათან მატულობს.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ ყველა სერვისი ერთ სივრცეში ხორციელდება, რაც მომხმარებლისთვის კომფორტსა და ფუფუნებას წარმოადგენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კომუნიკაციის ხარისხს - თითოეულ დამკვეთს ინდივიდუალურად ვუდგებით. შეკვეთის გაფორმებამდე ვამზადებთ რეალურ ნიმუშს, რაც მომხმარებელს უადვილებს როგორც პროდუქტის აღქმას, ისე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია მუდმივი და უწყვეტი განვითარება, რათა მომხმარებელს მეტი სერვისი და უფრო ფართო მომსახურება შევთავაზოთ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ წარმოების ტექნიკურ გაძლიერებასა და ახალი დანადგარების დამატებას. ასევე ვიწყებთ კორპორატიული საჩუქრების განახლებულ სერვისს, რომელიც მოიცავს ჩვენი პროდუქტების ნაკრებს და მათ პრეზენტაციას. ეს საშუალებას მოგვცემს, პარტნიორებს უფრო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.

ინფორმაციისთვის, „უნიფორმალის“ მისამართია ქალაქი თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 12ბ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან

07.11.2025.18:09

საქართველოს ბანკი  საბანკო პროდუქტების განვითარებას და ბიზნეს მომხმარებლებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკმა Mastercard-თან პარტნიორობით,  ახალი პრემიუმ ბარათი – Mastercard Corporate Card წარადგინა.

Mastercard Corporate Card პირველი პრემიალური კლასის ბიზნესბარათია რეგიონში, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებს ინდივიდუალურ მიდგომებსა და ექსკლუზიურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორის: 

ფინანსური პრივილეგიები:

  • ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით;
  • თანხის განაღდების მაღალი ლიმიტი.

სამოგზაურო პრივილეგიები:

  • $50,000-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
  • საერთაშორისო აეროპორტებში 1200-ზე მეტ VIP ლაუნჯზე წვდომა;
  • 70-ზე მეტ აეროპორტში პრიორიტეტული ჩასხდომა (6-ჯერ უფასოდ);
  • ფასდაკლებები და ქეშებქები სასტუმროებში;
  • Crisis24 Horizon პლატფორმაზე წვდომა უსაფრთხო მოგზაურობისთვის.

ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები:

  • 10%-იანი ფასდაკლება Hertz Plus-ის ავტომობილების დაქირავებაზე;
  • Hertz Gold Plus Reward სტატუსი უფასოდ;
  • პრიორიტეტული წვდომა გასართობ ღონისძიებებზე Priceless Cities პლატფორმის საშუალებით.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები აღნიშნული ბარათით სარგებლობას 1 წელი უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა