ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ მხოლოდ ავთენტური, უმაღლესი ხარისხის და განსაკუთრებულად იშვიათი პროდუქცია - "ექსქუიზითი"
„ექსქუიზითი“ ორიგინალი ნიშური სუნამოების, თავის მოვლისა და სახლის ლუქს აქსესუარების კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს, ნინო გვენეტაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ექსქუიზითის“ კონცეფცია დაიბადა 2023 წლის დასაწყისში, თუმცა, საჭირო გახდა მნიშვნელოვანი დრო მართვის, დაგეგმვისა და ოპერაციული პროცესების სრულყოფისთვის, რის შედეგადაც ოფიციალური საქმიანობა 2024 წელს დავიწყეთ.
მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მრავალი კომპანია კონცენტრირებულია სუნამოების, პრემიუმ კოსმეტიკისა და სახლის ლუქს აქსესუარების გაყიდვაზე, ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით განსხვავებული, განსაკუთრებული, ისეთი, ვინც სთავაზობს უნიკალურ, ულტრა-იშვიათ და ულტრა-ლუქს პროდუქტებს. ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ეს იდეა რეალობად გადაგვექცია და გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი უნიკალური, ლიმიტირებული და ნიშური ნივთები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია მხოლოდ ულტრა შეზღუდულ რაოდენობაში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ასორტიმენტი მიზნად ისახავს, მომხმარებელს შესთავაზოს მხოლოდ ავთენტური, უმაღლესი ხარისხის და განსაკუთრებულად იშვიათი პროდუქცია.
ჩვენ ვმუშაობთ ნიშურ და ლუქს სეგმენტში, რაც მოიცავს:
მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი კოლექციებისა მოწოდებულია სამხრეთ კორეიდან, ჰონგ-კონგიდან და იაპონიიდან, სადაც იქმნება ისეთი უნიკალური ნივთები, რომლებიც ხშირად არ გადის საერთაშორისო მასშტაბით. მაგალითად, უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი გახდება LOEWE AGUA DROP x Lladró (Lladró არის ესპანური ლუქს ბრენდი, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ფაიფურის და დეკორატიული ნივთების წარმოებით. Agua Drop არის სწორედ ამ ხაზის ნაწილი - ხელნაკეთი, ლიმიტირებული, დიზაინერული) უნიკალური სუნამო, რომლის მხოლოდ 600 ცალი დამზადდა, ხოლო ჩვენ გვაქვს ორი ეგზემპლარი - ნომრები 51 და 56. ასევე წარმოდგენილია BYREDO-ს იშვიათი სუნამოები, ხელნაკეთი, ექსკლუზიური ყუთებით უახლესი სუნამოებისთვის, უნიკალური Christian Louboutin-ის კოლექციებით და სხვა.

ჩვენი ასორტიმენტი მუდმივად განახლდება და თითოეული ნივთი შეირჩევა განსაკუთრებული დელიკატურობით, რათა მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ გამოცდილება - უნიკალური და გამორჩეული, რომელიც ხაზს უსვამს მის ინდივიდუალურობას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, პრემიუმ და ნიშურ სეგმენტში მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. მომხმარებლები უფრო მეტად აფასებენ უნიკალურობას, ლიმიტირებულობას და ავთენტურობას, ვიდრე მასობრივად წარმოებულ სტანდარტულ პროდუქტებს. ამ ტენდენციას განსაკუთრებით უწყობს ხელს სწრაფი ცხოვრების ტემპი და სურვილი, მუდამ გამოსცადონ ახალი.
ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში და მთლიანად რეგიონში არსებობს მზარდი ინტერესიც და მზადყოფნაც, შეიძინონ არა მხოლოდ ცნობილი ბრენდების კლასიკური პროდუქტები, არამედ იშვიათი, კოლექციური და ექსკლუზიური ნივთები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარით მთელ მსოფლიოში.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნას ხელს უწყობს ასევე გლობალური ბაზრის დივერსიფიკაცია, ბოლო წლებში მოდისა და სურნელების ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი აზიურ ბაზარზე გადაერთო, რაც მომხმარებლებს აძლევს წვდომას სრულიად ახალ ესთეტიკასა და განსხვავებულ პროდუქტებზე. ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და სეგმენტი, რომელშიც ვმუშობთ, კიდევ უფრო გააქტიურდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ ულტრანიშურ და ულტრალიმიტირებულ ნივთებს, რომლებიც :
ბაზარზე მასობრივად ხელმისაწვდომი არ არის. თითოეული პროდუქტი შერჩეულია განსაკუთრებული ყურადღებით და აკმაყოფილებს უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ფლობდეს მართლაც უნიკალურ და იშვიათ კოლექციურ ნიმუშებს. ჩვენი კოლექციები შედგება ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შეიძლება წარმოებული იყოს მხოლოდ რამდენიმე ასეულ ან ათეულ ეგზემპლარად მთელს მსოფლიოში.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა გლობალური ქსელი პარტნიორებისა, განსაკუთრებით აზიის რეგიონში - სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, სადაც ვპოულობთ ისეთ უნიკალურ ნივთებს, რომლებიც სხვა ბაზრებზე პრაქტიკულად მიუწვდომელია. ეს საშუალებას გვაძლევს, საქართველოში და რეგიონში მოვიზიდოთ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც ეძებენ განსხვავებულს და განსაკუთრებულს.
გარდა ამისა, ჩვენი სერვისის ხარისხი სრულად მორგებულია პრემიუმ სეგმენტის მოთხოვნებზე, ყოველი შეკვეთა ინდივიდუალურად იფუთება, ტრანსპორტირება ხორციელდება სანდო საკურიერო პარტნიორების მეშვეობით, რათა დაცული იყოს ნივთის უსაფრთხოება და გარანტირებული იყოს მისი დაზიანებისგან დაცვა. ჩვენ შეგნებულად არ ვთავაზობთ იმავე დღეს მიტანის სერვისს, რადგან გვჯერა, რომ უნიკალურობას სჭირდება დრო.
სტანდარტული მომსახურების გარდა, Exquisite მომხმარებლებს სთავაზობს წევრობის პროგრამას - თუ აქტიურად სარგებლობთ ჩვენი სერვისებით და ახორციელებთ შეძენას ჩვენს ვებსაიტზე, ავტომატურად ხდებით წევრი და იღებთ სპეციალურ ბარათს. ეს ბარათი გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ მეტი პრივილეგია და სარგებელი, ვიდრე ჩვეულებრივი, არაწევრი მომხმარებელი.
ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ბრენდის ფილოსოფია - ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ პროდუქტს, ჩვენ ვთავაზობთ გამოცდილებას, რომელიც ხაზს უსვამს მომხმარებლის ინდივიდუალობას და განსხვავებულ გემოვნებას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ უფრო გავამყაროთ პოზიცია ნიშურ და ულტრა-ლუქს სეგმენტში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ:

ჩვენ გვჯერა, რომ ამ ნაბიჯებით შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სარგებლობა მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს და გავზარდოთ ჩვენი ბრენდის მნიშვნელობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://byexquisite.com/en
სხვა სიახლეები
„თაგი“ - სმარტ მოწყობილობა, რომელიც დაკარგული ნივთების მოძებნას ამარტივებს
19.03.2026.10:00
„თაგი“ არის ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს შინაური ცხოველების, გასაღებების, ჩემოდნებისა და სხვა ნივთების პოვნაში ეხმარება. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ტატა ჭუმბურიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„თაგიმ“ ოპერირება 2026 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა მანამდე დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა დიზაინისა და ტესტირების პროცესი.
იდეა გაჩნდა რეალური საჭიროებიდან - მიშა ჭანტურიას, www.help.ge-ის (სტარტაპი, რომელიც ეხმარება ავია-მგზავრებს დაკარგული ბარგის ან გადადებული/გაუქმებული ფრენების შემთხვევაში კომპენსაციის მიღებაში) დამფუძნებელს მუდმივად ჰქონდა შემთხვევები, როცა მომხმარებლები ბარგის დაკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმართავდნენ.
საწყისი ამოცანა იყო ბარგის მარტივად პოვნა, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ შინაური ცხოველების დაკარგვა კიდევ უფრო ხშირი და მტკივნეული პრობლემა იყო. საბოლოოდ, „თაგი“ ჩამოყალიბდა როგორც საშუალება, რომელიც მომხმარებელს ეხმარება, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მისთვის ძვირფასია.

უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. „თაგი“ სერტიფიცირებულია (MFi & Google) და აღჭურვილია უსაფრთხოების ფუნქციით, რომელიც მომხმარებელს მაშინვე გააფრთხილებს, თუ სისტემა დააფიქსირებს, რომ უცხო ტრეკერი მასთან ერთად გადაადგილდება. ეს გამორიცხავს მოწყობილობის გამოყენებას არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის. MFi (Made for iPhone/iPad) სერტიფიკაცია Apple-ისგან და Google-ის Find My Device სერტიფიკაცია ნიშნავს, რომ Tagy -მ გაიარა მკაცრი ტესტირება თავსებადობის, უსაფრთხოებისა და ხარისხისთვის - ის სრულად ინტეგრირდება ოფიციალურ ქსელებში. პრაქტიკაში ეს უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას, განახლებებს და თავსებადობას ახალ მოწყობილობებთან. მონაცემთა დაცვა უმაღლეს დონეზეა: ლოკაცია ანონიმურად იგზავნება (დაშიფრულია end-to-end), Apple/Google არ იზიარებენ პერსონალურ მონაცემებს, და არსებობს დაცვა არასასურველი თრექინგისგან (უცხო ადამიანი ვერ გამოიყენებს თქვენს Tagy-ს თქვენს წინააღმდეგ). მომხმარებლის კონფიდენციალურობა ჩვენთვის პრიორიტეტია.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
პირველი თვის მონაცემებით, Tagy-ზე მოთხოვნა საკმაოდ ზრდადია. მომხმარებელთა მხრიდან ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ყოველდღიური გამოყენების სცენარებზე - ბარგის, გასაღებებისა და ჩანთის მოძებნაზე. პირველი თვე გვაჩვენებს, რომ პროდუქტის მიმართ ბევრი კითხვაა თუ როგორ მუშაობს, რამდენი ხანი ძლებს ელემენტი და ა.შ.

ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ყველა საათი მნიშვნელოვანია. ავიახაზებისთვის ყველაზე რთული ეტაპი დაკარგული ბარგის ადგილმდებარეობის დადგენაა, ამაში იხარჯება დრო. ვინაიდან „თაგის“ მდებარეობის დასადგენად მსოფლიოში არსებული მილიონობით მობილურის ქსელი გამოიყენება, მოგზაურს შეუძლია რუკაზე ზუსტად ნახოს საკუთარი ბარგის ლოკაცია. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს ავიახაზებთან კომუნიკაციას, რადგან ნაცვლად გაურკვევლობისა, მომხმარებელს აქვს საშუალება ავიახაზებს გაუზიაროს ბარგის ლოკაცია და ისინიც ლაივ რეჟიმში შეძლებენ მისი ადგილმდებარეობის დადგენას. რაც საძიებო პროცესს საგრძნობლად აჩქარებს. ბარგის დაკარგვა კიდევ უფრო მწვავე პრობლემას წარმოადგებს საქმიანი ვიზიტების დროს, როდესაც ხშირად მგზავრებს გამოფენის/კონფერენციის მასალები ეკარგებათ და დიდი ზიანი ადგება არამარტო მგზავრს არამედ კომპანიასაც.

„თაგი“ აღიქმება როგორც პრაქტიკული და საჭირო სმარტ აქსესუარი, რის შედეგადაც მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება და შეინიშნება პოზიტიური დინამიკა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
Tagy-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი უნივერსალურობაა. განსხვავებით ბევრი გლობალური მოთამაშისგან, ჩვენი მოწყობილობა სრულად თავსებადია როგორც Apple, ისე Android ეკოსისტემებთან. ის მუშაობს პირდაპირ Apple Find My და Google Find My Device (Find Hub) აპლიკაციებთან, შესაბამისად, მომხმარებელს არ სჭირდება სხვა დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვა. “თაგის” უპირატესობა არის პროდუქტის დიზაინი, რადგან “თაგის” სხვებისგან განსხვავებით მოყვება ქეისი, რომელიც მორგებულია საყელურზე დასამაგრებლად და ქეისთან ერთად უფრო შეღავათიანი ფასი აქვს ვიდრე კონკურენტებს. ელემენტი ძლებს 12 თვემდე, შემდგომ იცვლება მანქანის გასაღების მსგავსად. ასევე “თაგის” უპირატესობა იქნება მისი დისტრიბუცია, რადგან ჩვენი გეგმის მიხედვით “თაგი” გაიყიდება როგორც ზოომაღაზიებში, ასევე წიგნების, საჩუქრების მაღაზიებში და რაც მთავარია გვინდა რომ გაიყიდოს აეროპორტის გამგზავრების ტერმინალშიც, რაც ბოლო წამს ბარგის დაცვის მოტივაციას მისცემს მგზავრებს.

როგორია Tagy-ის სამომავლო გეგმები?
ამ ეტაპზე სტარტაპი პირველ ფაზაშია. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტული პირველი მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებაა, რაც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ პროდუქტი, გამოიკვეთა პირველი გაუმჯობესებების მიმართულებაც და ამაზე უკვე ვმუშაობთ. ამჟამად, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას არ ვგეგმავთ, რადგან მთელი რესურსი ადგილობრივ ბაზარზე პოზიციონირებისკენ გვაქვს მიმართული. თუმცა, წინ ბევრი სიახლე გველოდება - მალე გვექნება ძალიან საინტერესო კოლაბორაციები ქართულ სტარტაპებთან, რომლებსაც საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.