მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

ჩვენი მიზანია, მომავალი სეზონები გახდეს კიდევ უფრო დინამიკური, ინოვაციური და სტუმრებისთვის დაუვიწყარი - Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn

news image

დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ Inn Hospitality-ში შემავალი სასტუმროებისთვის - Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn - 2025 წლის სეზონი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Inn Hospitality-ს კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე თქმით, Bakuriani Inn ზაფხულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად იქცა, სადაც სტუმრებს მშვიდი და მეგობრული გარემო ელოდათ.

ნინა გაჩეჩილაძის განმარტებითვე, ზამთრის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად სასტუმრო განსაკუთრებულ მზადებაშია და სტუმრებს ზამთრის სეზონზე დახვდებათ განახლებული რესტორანი, ახალი საკონფერენციო დარბაზი, ყინულის მოედანი და განახლებული შიდა გასართობი სივრცეები.

„როგორც წესი, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ამ სეზონზეც რეგულარულად ეძლევათ სპეციალური შეთავაზებები, სპა-პაკეტები და სხვა თემატური აქტივობები. გარდა ამისა, გასულ ზაფხულს სასტუმროს შეთავაზებებს დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო ასევე სასტუმროს მონაწილეობა ადგილობრივ მარკეტინგულ კამპანიებში, რაც კურორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

სასტუმრო Bakuriani Inn-ის გუნდი უკვე იწყებს მზადებას ზამთრის სეზონისთვის - დაგეგმილია მრავალი გასართობი, სპორტული და კულტურული ღონისძიება, რომლებიც ბაკურიანის ზამთარს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

სასტუმრო დამატებით გეგმავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისის ხარისხის უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანას. სტუმრებს ზამთრის სეზონზე დახვდებათ განახლებული რესტორანი, ახალი საკონფერენციო დარბაზი, ყინულის მოედანი და განახლებული შიდა გასართობი სივრცეები.

რაც შეეხება Akhaltsikhe Inn-ს, იგი აგრძელებს პოპულარობის შენარჩუნებას როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ ტურისტებს შორის. სასტუმრო განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას და ხშირად ხდება ადგილობრივი ღონისძიებების პარტნიორი.

ოქტომბრის თვეში სასტუმრომ უმასპინძლა „თუთის ფესტივალს“, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა წარმოადგინეს მესხური ტრადიციული ნაწარმი. ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას.

მომავალი სეზონისთვის Akhaltsikhe Inn სტუმრებს სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს დასვენებას, კულტურასა და ავთენტურ კულინარიას. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ ისტორიული ღირსშესანიშნაობები, გაიცნონ ადგილობრივი ტრადიციები, დააგემოვნონ მესხური სამზარეულო და დატკბნენ ბუნების სიმშვიდით,“ - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე ორივე სასტუმრო აგრძელებს სტუმართმასპინძლობის სფეროში სტანდარტების ამაღლებას და რეგიონული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

„ჩვენი მიზანია, მომავალი სეზონები გახდეს კიდევ უფრო დინამიკური, ინოვაციური და სტუმრებისთვის დაუვიწყარი,“ - აღნიშნა ნინა გაჩეჩილაძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა

12.11.2025.12:15

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა.

ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“ .

რაც შეეხება იურიდიულ მრჩევლებს, ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. 2025 წლის მანძილზე, ეს არის კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ვფიქრობ, ტრანზაქცია იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისას, თუ რამდენად ძლიერია ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად მაღალია ინტერესი და ნდობა ინვესტორების მხრიდან“ ,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა