მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

ჩვენი მიზანია Minimelts-ი საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი - როგორია კომპანიის გეგმები

news image

Minimelts - პირველი ნანო ნაყინი საქართველოში, რომელიც დამზადებულია თხევადი აზოტის გამოყენებით მალე თბილისისა და ბათუმის გარდა შესაძლოა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიყიდოს. როგორც Business Insider Georgia-ს Minimelts Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჯანიკაშვილმა განუცხადა, კომპანია ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განიხილავს.

საქართველოში პირველი ნანო ნაყინის ბრენდი Minimelts-ი ერთი წლის უკან გამოჩნდა და ამ დროისათვის Minimelts Georgia ქვეყნის მასშტაბით უკვე 5 ფილიალის მფლობელია.

„კომპანიისთვის პირველი წელი იყო დინამიური და ზრდაზე ორიენტირებული. თავდაპირველი გეგმები და პროგნოზები დიდწილად გამართლდა, რაც მოიცავდა ბაზარზე პოზიციონირებასა და მომხმარებლისთვის პროდუქტის გაცნობას. ჩვენს ლოკაციებზე წარმატებით ოპერირება ამ ერთ წელიწადში მნიშვნელოვანი მიღწევაა. რეალობამ დაგვანახა მომხმარებლის მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, რაც გეგმების გადაჭარბებით შესრულებაშიც კი დაგვეხმარა გარკვეული მიმართულებებით.

Minimelts-ის ცნობადობა ამ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვების სტაბილურ ზრდაზე. აქტიური მარკეტინგული კამპანიების, სოციალური მედიის ჩართულობისა და, რაც მთავარია, პროდუქტის უნიკალურობისა და ხარისხის დამსახურებით, ჩვენ შევძელით მომხმარებლების ლოიალობის მოპოვება და ბაზარზე პოზიციების გამყარება. ვპროგნოზირებთ, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.“, - აცხადებს გიორგი ჯანიკაშვილი. მისივე განმარტებით, ზაფხულის სეზონზე ბათუმში Minimelts-ი რამდენიმე სტრატეგიულ ლოკაციაზე გამოჩენას გეგმავს, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„ზუსტი რაოდენობა და ადგილმდებარეობა დამოკიდებული იქნება საბოლოო შეთანხმებებსა და ლოჯისტიკურ ფაქტორებზე. რაც შეეხება თბილისს, განვიხილავთ დროებითი ლოკაციების დამატებას ფესტივალებსა და ხალხმრავალ ღონისძიებებზე, სეზონური აქტივობების გათვალისწინებით“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

Minimelts-ის ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოებისთვის კომპანია ბაზრის კვლევებს ატარებს.

„თბილისსა და ბათუმში წარმატებული ოპერირების შემდეგ, კომპანია აქტიურად განიხილავს საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გაფართოებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევა და პოტენციური პარტნიორების მოძიება. ჩვენი მიზანია, Minimelts-ი საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი მომხმარებლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, - აცხადებს Minimelts Georgia-ს დირექტორი.

გაფართოების პარალელურად Minimelts-ი ასორტიმენტის ზრდაზეც აქტიურად მუშაობს.

„ბაზარზე შემოსვლისას წარმოდგენილი 19 სახეობა იყო საწყისი ეტაპი. ამ ერთი წლის განმავლობაში, მომხმარებელთა გამოხმაურებისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ ასორტიმენტის როგორც განახლებაზე, ასევე ახალი, საინტერესო გემოების დამატებაზე. უახლოეს მომავალში მომხმარებლებს შევთავაზებთ განახლებულ ასორტიმენტს, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველი იქნება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

იმავდროულად, Minimelts Georgia-სთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა კომპანიის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ ქსელთან, რათა ჩვენი პროდუქცია, შესაბამისი შეფუთვითა და ფორმატით, უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კონკრეტული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, - აცხადებს გიორგი ჯანიკაშვილი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image KiwiPost-ი საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო

22.04.2026.18:00

ქართული გადამზიდი კომპანია Kiwi Post • კივი პოსტი  უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.

„უზბეკეთის პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 4 აპრილს კი ოფიციალურად შევედით უზბეკეთის ბაზარზე.

იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთის ბაზარი ბოლო პერიოდში აქტიურად იზრდება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც მოთხოვნა, ისე მზარდი ინტერესი.

უზბეკეთში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია:

  • ამანათების ჩამოტანა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან;
  • პირადი მისამართები თითოეულ ქვეყანაში;
  • საკუთარი მობილური აპლიკაცია სრული თრექინგის ფუნქციით;
  • მარტივი და გამჭვირვალე შეკვეთის პროცესი;
  • მხარდაჭერა მიწოდების ყველა ეტაპზე;

სამომავლოდ, ქალაქში სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ, რათა მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს “, - აცხადებს ქეთი შანიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა