ჩვენი მიზანია ჩამოვყალიბდეთ ბუტიკური ფლორისტიკის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად, რომელიც ასოცირდება ხარისხთან, სერვისთან და დახვეწილ ესთეტიკასთან - Fleur De Tbilisi
Fleur De Tbilisi ბუტიკური ფლორისტიკის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2025 წლიდან ოპერირებს. დამატებითი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის მთავარ ფლორისტს, ანა კაპანაძეს ესაუბრა.
-როგორია Fleur De Tbilisi-ის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Fleur De Tbilisi არის ბუტიკური ფლორისტიკის ბრენდი, რომელიც შეიქმნა იდეით, რომ ყვავილი მხოლოდ პროდუქტი არ არის - ის არის ემოცია, განწყობა და დღესასწაული.
ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2025 წლის ბოლოს, როგორც დამოუკიდებელი კონცეფცია, რომელიც თავიდანვე ორიენტირებული იყო ხარისხზე, სტილზე და მომხმარებელთან ახლო კომუნიკაციაზე. ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ „ყვავილების მაღაზიის" გახსნა - გვინდა შევქმნათ ბრენდი, რომელსაც ექნება საკუთარი ხელწერა, ფერების კულტურა და სერვისის სტანდარტი.
დღეს Fleur De Tbilisi მომხმარებლებს სთავაზობს:
• მზა და ინდივიდუალურად აწყობილ ბუკეტებს;
• პრემიუმ ყუთის კომპოზიციებს;
• სეზონურ და თემატურ კოლექციებს;
• კორპორატიულ მომსახურებას;
• ღონისძიებებისა და ქორწილების სრულ გაფორმებას;
• სარიტუალო ყვევილებით მომსახურებას;
• სწრაფ და პასუხისმგებლიან მიტანას.

ჩვენი მთავარი პრინციპია პერსონალიზაცია, თითოეულ შეკვეთას ვქმნით კონკრეტული ადამიანის, შემთხვევის და ემოციის გათვალისწინებით.
-როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი? რომელი ქვეყნებიდან ხდება იმპორტი და რა კრიტერიუმებით არჩევთ თითოეულ სახეობას?
ჩვენი ასორტიმენტი დაყოფილია ორ მთავარ მიმართულებად:
კლასიკური მოთხოვნადი ყვავილები და პრემიუმ/სეზონური არჩევანი.
კლასიკურ კატეგორიაში შედის:
ვარდი, ტიტა, ქრიზანთემა, ლილია, გერბერა, ალსტრომერია და სხვა ფართოდ მოთხოვნადი სახეობები, ხოლო პრემიუმ და სეზონურ ხაზში ვმუშაობთ ისეთ ყვავილებთან, როგორიცაა:
რანუნკულუსი, პეონი (სეზონურად), ეუსტომა, ანემონა, ჰორტენზია, ტექსტურული მწვანეული და დეკორატიული ელემენტები.
შოურუმი მარაგდება ქართველი მომწოდებლების მიერ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მწარმოებლებთან. იმპორტი ხორციელდება ძირითადად - ჰოლანდიიდან, ეკვადორიდან, კენიიდან და ჩინეთიდან — კონკრეტული სახეობის, სეზონის და ხარისხის სტანდარტის მიხედვით.
შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
• ყვავილის სიხალასე და ვაზაში გამძლეობა;
• ღეროს სიმტკიცე და ზომა;
• ფერის სისუფთავე და ვიზუალური ეფექტი;
• სეზონურობის და კონცეფციის შესაბამისობა.
ჩვენ არ ვირჩევთ ყვავილს მხოლოდ ფასის მიხედვით — მთავარი კრიტერიუმი არის ხარისხი და საბოლოო ვიზუალური შედეგი.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის კონცეპტუალური მიდგომა და ესთეტიკური თანმიმდევრულობა. Fleur De Tbilisi-ის ბუკეტი ცნობადია — ფერების ბალანსი, ფორმა და შეფუთვა ქმნის ერთიან სტილს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნამუშევარი იყოს არა შემთხვევითი შეკრება, არამედ გააზრებული კომპოზიცია.
მოგეხსენებათ უკვე გაზაფხულია და სულ მალე დაიწყება ბედნიერი დღეების აფეთქება-ქორწილები. ამ მიმართულებით მომხმარებლებს ვთავაზობთ:
• პატარძლის ინდივიდუალურ თაიგულებს;
• მეჯვარეების კომპოზიციებს და ბუტონიერებს;
• მაგიდის დეკორებს და სივრცის გაფორმებას;
• ჯვრისწერის ან რეგისტრაციის ლოკაციის დიზაინს;
• ფოტო-ზონებს და ინსტალაციებს.
ჩვენ ვმუშაობთ ფერად კონცეფციაზე — იქნება ეს თეთრი მინიმალიზმი, პასტელური ნაზი ტონები თუ კლასიკური წითელი ელეგანტურობა. თითოეული ქორწილი ჩვენთვის არის ერთიანი ვიზუალური ისტორია, რომელიც წყვილისთვის მთელი ცხოვრების თანამგზავრი იქნება.
ძალიან საინტერესო მიმართულებაა და გვიხარია რომ აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობაც - ესაა:
• მაღაზიების და ბრენდების ვიტრინების სეზონურ გაფორმებაზე;
• სასტუმროებისა და რესტორნების დეკორზე;
• კორპორატიული ოფისების რეგულარულ ყვავილოვან მომსახურებაზე;
• ბრენდ-კოლაბორაციებსა და ქალაქის სივრცეების ინსტალაციებზე;
ჩვენ ვქმნით ვიზუალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდის სივრცის ღირებულებას და ქმნის დასამახსოვრებელ გამოცდილებას.

როგორია Fleur De Tbilisi-ის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი ხედვაა Fleur De Tbilisi ჩამოყალიბდეს, როგორც ბუტიკური ფლორისტიკის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი, რომელიც ასოცირდება ხარისხთან, სერვისთან და დახვეწილ ესთეტიკასთან.
სამომავლო გეგმებში შედის:
• სივრცის განვითარება და კონცეფციის გაძლიერება;
• ქორწილებისა და დიდი ღონისძიებების მიმართულების გაფართოება;
• კორპორატიული და HoReCa სექტორთან აქტიური თანამშრომლობა;
• სეზონური "Signature" კოლექციების შექმნა;
• ქალაქის მასშტაბით ვიზუალური ინსტალაციების პროექტები.
ასევე, უკვე ჩამოყალიბდა შვილობილი კომპანია — Ritual Flowers, რომელიც სპეციალურად იქნება მიმართული სარიტუალო მომსახურებაზე და უზრუნველყოფს შესაბამისი ტიპის ყვავილების მიტანას:
• ეკლესიასთან, სახლში და პანაშვიდზე დროულ მიტანას;
• სამგლოვიარო კომპოზიციებს და გვირგვინებს;
• ლენტების და ინდივიდუალური წარწერების დამზადებას;
• სასაფლაოსა და სარიტუალო სივრცის მოწყობას;
• ორგანიზებულ, სენსიტიურ და პასუხისმგებლიან მომსახურებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რთულ და ემოციურ მომენტშიც მომხმარებელმა მიიღოს სანდო, სწრაფი და ხარისხიანი მხარდაჭერა.
ასევე მინდა გამოვყო და განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთო და ვისაუბრო ჩვენს ციფრულ პლატფორმაზე.

Fleur De Tbilisi-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ონლაინ განვითარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს შეეძლოს ყვავილის შეძენა მაქსიმალურად მარტივად და სწრაფად. ბრენდს აქვს საკუთარი ვებგვერდი fleurdetbilisi.com, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია რამდენიმე წუთში შეარჩიო ბუკეტი, განათავსო შეკვეთა და მიიღო სწრაფი მიწოდება.
ონლაინ პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:
• დაათვალიერონ სეზონური და მუდმივი კოლექციები;
• აირჩიონ ზომა და ფორმატი;
• დაამატონ ბარათი ან დამატებითი დეტალები;
• სწრაფად გადაიხადონ და დაადასტურონ შეკვეთა;
• მიიღონ მიწოდება კონკრეტულ მისამართზე, ზუსტ დროში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სილამაზე და ხარისხი ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ფიზიკურ სივრცეში, არამედ ციფრულ სამყაროშიც სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ.
ინფორმაციისთვის, შოურუმი მდებარეობს ფალიაშვილის 92 ნომერში.

სხვა სიახლეები
პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
05.03.2026.11:10
პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
კომისიის წევრები მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
კომისიის მუშაობას დადებითად აფასებენ „ქართულ ოცნებაში” და მიაჩნიათ, რომ საზოგადოება შედეგს მალე ნახავს.