ჩვენი მიზანი საკუთარი სივრცის გახსნაა - ,,ჩურიტოსი"
საოჯახო ბიზნესის „ჩურიტოსი“ -ს ისტორია 2017 წლიდან იწყება. დღეს, ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი პროდუქტის პოპულარიზაციაში კომპანიასაც მიუძღვის გარკვეული როლი. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „ჩურიტოსი“ - ს თანადამფუძნებელი მზია რამიშვილი ესაუბრა. მისი თქმით, საქმიანობის საწყის ეტაპზე პროდუქტი მომხმარებლებისთვის უცხო იყო.
„თავიდან ჩვენ რომ დავიწყეთ ჩუროსების წარმოება თითქმის არავინ არ იცოდა მათ შესახებ და ეხლა უკვე ძალიან ნაცნობი პროდუქტია ყველასთვის. ამაში დიდია ჩვენი წვლილია. ჩვენი ჩუროსი მოსწონთ არა მხოლოდ ჩვენს ძველ მომხმარებლებს, არამედ მათაც, ვინც პირველად სინჯავს ამ ტკბილეულს“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი მზია რამიშვილი.
კომპანიის პროდუქტის რეცეპტი საკუთარი კულინარიული გამოცდილებით შეიქმნა.
„ავთენტური ჩუროსი ჩვენ არც გვაქვს გასინჯული. ონლაინ რეცეპტებით და ჩემი კულინარიული გამოცდილებით შევქმენი ჩუროსის რეცეპტი. ვაუმჯობესებთ გემოებს და სოუსებს. ადრე გვქონდა კარამელის სოუსი, რაც დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. წელს დავამატეთ შოკოლადის სოუსი, რომელიც კიდევ უფრო გემრიელი აღმოჩნდა. ჩვენ, მუდმივად ვცდილობთ რომ კიდევ უფრო და უფრო გავაუმჯობესოთ გემოები “, - აცხადებს მზია რამიშვილი.
„ჩურიტოსი“ მისი გამოჩენისთანავე კვების ობიექტების ქსელის შექმნაზე იყო ორიენტირებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ამ მიზნის განხორციელება ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე კომპანიის ნაწარმის დაგემოვნება მხოლოდ თბილისურ ღონისძიებებზეა შესაძლებელი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს კომპანია.
„ამჟამად, ვმონაწილეობთ მხოლოდ თბილისურ ღონისძიებეში. ბოლოს ვიყავით საშობაო სოფელში. გვინდა და დიდი სურვილი გვაქვს რომ გვქონდეს საკუთარი სივრცე, რადგან მოთხოვნა არის მომხმარებლის მხრიდან და სწორედ ამიტომ ჩვენი დიდი მიზანი საკუთარი სივრცის გახსნაა“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი მზია რამიშვილი.
ცნობისთვის, საოჯახო ბიზნესი მზია რამიშვილმა მის შვილებთან ერთად მცირედი კაპიტალით წამოიწყო. შემდეგ გარკვეული პერიოდით მოუწიათ ბიზნესის დროებით დახურვა და ამჟამად, საქმიანობას თბილისურ ღონისძიებებში მონაწილეობით აგრძელებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.16:04
როდესაც საქმე ეხება ავტომობილის ძრავის დაცვას, ეფექტიანობასა და გამძლეობას, Shell ერთ-ერთია იმ ბრენდებიდან, რომლებიც სტანდარტებს არა უბრალოდ იცავენ, არამედ თავად აყალიბებენ მათ. მსოფლიო ლიდერი საცხებ-საპოხი მასალების სფეროში, Shell გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ზეთებს, რომლებიც განკუთვნილია როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ისე მძიმე ტექნიკისა და ინდუსტრიული დანადგარებისთვის.
Shell-ის ტექნოლოგია უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვას ექსტრემალურ პირობებშიც კი, ზრდის საწვავის ეკონომიას და ახანგრძლივებს ტექნიკის სიცოცხლის ციკლს — რაც საბოლოოდ დროისა და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს მომხმარებლისთვის.
Shell-ის მთავარი უპირატესობები
ნოვატორი ბრენდი, რომელიც იყენებს PurePlus ტექნოლოგიას
Shell იყო პირველი, რომელმაც დაიწყო უნიკალური PurePlus ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს, სხვა დაბალი კლასის ძრავის ზეთებთან შედარებით, აქვს ნაკლები აორთქლება და ნაკლებად სჭირდება დამატება. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიას, რადგან რაც უფრო ნაკლებია ძრავის ნაწილებს შორის ხახუნი, მით უფრო მარტივად მუშაობს შემადგენელი ნაწილები და უფრო ნაკლები საწვავია საჭირო.
ეს ტექნოლოგია გულისხმობს ბუნებრივი აირის გარდაქმნას უმაღლესი ხარისხის თხევად -საბაზისო ზეთად, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები -საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ. Shell-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ამ ბრენდის საბაზისო ზეთი კრისტალურად სუფთაა და მასში არ არის ის მინარევები, რომლებსაც ნედლ ნავთობში ვხვდებით. Shell წინ უსწრებს ინდუსტრიის მოთხოვნებს და Shell PurePlus Technology-ს მეშვეობით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს - Shell Helix-ს.
Shell-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიოში ეკოლოგიაზე ზრუნვაში. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის გახდეს ენერგობიზნესი, რომელსაც ექნება ნახშირბადის ნულოვანი ემისიები. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში იყენებს განახლებად რესურსებს.
Shell - სუპერქარების რჩეული
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ „შელის“ მიერ წარმოებული Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აქვე უნდა ითქვას, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, არის საწვავის მწარმოებელიც, მის საწვავს Shell V-Power-ს მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari.
საინტერესო ფაქტები Shell-ის შესახებ
საქართველოში ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი „თეგეტა მოტორსია“. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია Shell-ის ოფიციალური წარმდგენია სომხეთშიც.