ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - Winery PI
მეღვინეობა პი - Winery PI ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insder Georgia „მეღვინეობა პი -ს“ დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
“მეღვინეობა პი” მცირე წარმოების მარანია (წლიურად 7000 ბოთლამდე), რომელიც ამ ფორმულირებით 2020 წელს დაარსდა, თუმცა წინაპრეპიდან მოყოლებული ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა ღვინოს. სახელი დაკავშირებულია პი რიცხვთან 3.14, ღვინო 8000 წლიანი არსებობის ისტორიით ანუ „ღვინო როგორც მუდმივა“. მცირე მარანი წავკისში მდებრეობს.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ვინიფიკაციის მხოლოდ ფიზიკური, ბუნებრივი პროცესებით მართვას გულისხმობს და ღვინოს ჰარმონიული და დაბალანსებული გემოვნებით გამოარჩევს. მთავარი კი ვენახებია, რომლისგანაც მზადდება ღვინო და რომელსაც სოფელ აკურაში და შილდაში ვფლობთ. (აკურაში - საფერავი 20 წლის 1ჰა; რქაწითელი მწვანე -40 წლის 12 რიგი, შილდაში - საფერავი 5 წლის 1 ჰა ჯერ ამ ვენახიდან ღვინო ჯერ არ დაგვიმზადებია კომერციული მიზნებისთვის). ასორტიმენტში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახის ღვინოა. ეს არის კლასიკური საფერავი (მზადდება 5500 ბოთლის ოდენობით უჟანგავ ავზებში) და ქვევრის ღვინო სახელწოდებით „აკურა“ ( მზადდება 1500 ბოლის ოდენობით ქვევრში, ყურძენი რქაწითელი80% & მწვანე 20% ).

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„მეღვინეობა პის“ მიზანია მაღალხარისხიანი ხელნაკეთი ტერუარული ღვინოების წარმოება, რომელიც ყოველწლიურად აჩვენებს ინდივიდუალიზმს, გამოსახვს ადგილს, სტილს და ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად, მიმაჩნია ამ მიზნის უკომპრომისო ერთგულება და განხორციელება, რაც ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ითარგმნება.
ღვინოები უკვე არაერთ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა ოქროს და ვერცხლის მედლებით და მოხვდა ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში როგორიცაა: The Guardien, Harpers Wine & Spirit, the Scotsman, the Evening Standard UK, Vinum Magazine, WeinMarkt, Wine Table. ღვინოების ძირითადი ნაწილი კი ექსპორტზე ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, შვედეთში და გერმანიაში გადის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
კომპანიის სამომავლო გეგმები ძირითადად უკავშირდება ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებას და ეტაპობრივად წარმოების გაზრდას,თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს MIPIM 2026-ზე, უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე წარადგენს
06.03.2026.20:51
9-დან 13 მარტის ჩათვლით, კანში, „ფესტივალების სასახლეში,“უძრავი ქონების გლობალურ ფესტივალზე, „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე შესრულებულია და საპროექტო არეალის 84 ჰა ტერიტორიიდან, 48 ჰა უკვე ფორმირებულია ზღვაში.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო აუდიტორიას ვაცნობთ ჩვენი პროექტისა და ზოგადად ქვეყნის, გამორჩეულ საინვესტიციო შესაძლებლობებს“ - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
საფესტივალო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება კუნძულის პრეზენტაცია, სადაც პარტნიორებს, დაინტერესებულ ინვესტორებსა და სფეროს ექსპერტებს, კუნძულზე არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, პასუხების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.