მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - Winery PI

news image

მეღვინეობა პი - Winery PI ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან წარმატებით ოპერირებს. კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, Business Insder Georgia „მეღვინეობა პი -დამფუძნებელს თეონა ომარაშვილს ესაუბრა

  

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

“მეღვინეობა პი” მცირე წარმოების მარანია (წლიურად 7000 ბოთლამდე), რომელიც ამ ფორმულირებით 2020 წელს დაარსდა, თუმცა წინაპრეპიდან მოყოლებული ოჯახი ათწლეულების განმავლობაში ამზადებდა ღვინოს. სახელი დაკავშირებულია პი რიცხვთან 3.14, ღვინო 8000 წლიანი არსებობის ისტორიით ანუ „ღვინო როგორც მუდმივა“. მცირე მარანი წავკისში მდებრეობს.

 

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ჩვენი ღვინოების დამზადების ტექნოლოგია, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით ვინიფიკაციის მხოლოდ ფიზიკური, ბუნებრივი პროცესებით მართვას გულისხმობს და ღვინოს ჰარმონიული და დაბალანსებული გემოვნებით გამოარჩევს.  მთავარი კი ვენახებია, რომლისგანაც მზადდება ღვინო და  რომელსაც სოფელ აკურაში და შილდაში ვფლობთ. (აკურაში - საფერავი 20 წლის 1ჰა; რქაწითელი მწვანე -40 წლის 12 რიგი, შილდაში - საფერავი 5 წლის 1 ჰა ჯერ ამ ვენახიდან ღვინო ჯერ არ დაგვიმზადებია კომერციული მიზნებისთვის). ასორტიმენტში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახის ღვინოა.  ეს არის კლასიკური საფერავი (მზადდება 5500 ბოთლის ოდენობით უჟანგავ ავზებში) და ქვევრის ღვინო სახელწოდებით „აკურა“ ( მზადდება 1500 ბოლის ოდენობით ქვევრში, ყურძენი რქაწითელი80% & მწვანე 20% ).

 

   

 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

მეღვინეობა პისმიზანია მაღალხარისხიანი ხელნაკეთი ტერუარული ღვინოების წარმოება, რომელიც ყოველწლიურად აჩვენებს ინდივიდუალიზმს, გამოსახვს ადგილს, სტილს და ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობად, მიმაჩნია ამ მიზნის უკომპრომისო ერთგულება და განხორციელება, რაც ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ითარგმნება.

ღვინოები უკვე არაერთ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა ოქროს და ვერცხლის მედლებით და მოხვდა ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში როგორიცაა: The Guardien, Harpers Wine & Spirit, the Scotsman, the Evening Standard UK, Vinum Magazine, WeinMarkt, Wine Table. ღვინოების ძირითადი ნაწილი კი ექსპორტზე ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, შვედეთში და გერმანიაში გადის

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიის სამომავლო გეგმები ძირითადად უკავშირდება ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებას და ეტაპობრივად წარმოების გაზრდას,თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ვოლტი მომხმარებლებს ვალენტინობის ფასდაკლებებს მრავალ კატეგორიაში სთავაზობს

13.02.2026.13:37

ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით Wolt საქართველოში მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს. 14 თებერვლისთვის, პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ფასდაკლებები ყვავილებზე, საჩუქრებზე, საკვებსა და ყოველდღიურ პროდუქტებზე, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი საჩუქარი ერთ სივრცეში აღმოაჩინონ.

ვალენტინობის დღეს ყვავილები განსაკუთრებულად მოთხოვნადია. ვოლტის აპლიკაციაში კი, ადგილობრივი ფლორისტების ყვავილებზე 30%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ თაიგულები, დაწყებული კლასიკური წითელი ვარდებით და დასრულებული სპეციალურად შერჩეული კომპოზიციებით, რომელიც მარტივად მიეწოდება ადრესატს.

ყვავილების გარდა, ვალენტინობასთან დაკავშირებით, ვოლტის აპლიკაციაში ფასდაკლებები იმოქმედებს მრავალფეროვან პროდუქციაზე სხვადასხვა კატეგორიაში:

ტკბილეული -25%-მდე, ჯანმრთელობა და სილამაზე - 50%-მდე, აფთიაქი - 50%-მდე, ელექტრონიკა - 40%-მდე, ალკოჰოლი - 50%-მდე, სუპერმარკეტები - 60%-მდე.

ვალენტინობის დღის სახლში აღნიშვნის მსურველებისთვის პლატფორმა სთავაზობს სპეციალურ შეთავაზებებსა და პოპულარულ სამზარეულოებზე 30%-მდე ფასდაკლებებს.

ბოლო წუთს შერჩეული საჩუქრებიდან პრემიუმ სილამაზის პროდუქტებამდე, სადილის ინგრედიენტებიდან მზა კერძებამდე - ვოლტი აერთიანებს ყველაფერს, რაც 14 თებერვლისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.

„ვალენტინობის დღე ყურადღებისა და მცირე თუ დიდი ჟესტების გამოხატვის დღეა. გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ როგორც საჩუქრის შერჩევა, ისე განსაკუთრებული საღამოს დაგეგმვა ჩვენი მიმზიდველი შეთავაზებებითა და სწრაფი და ხარისხიანი სერვისით,“ - აცხადებს დავით კვიცარიძე, Wolt საქართველოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ვალენტინობის სპეციალური შეთავაზებები Wolt-ის აპლიკაციაში შეზღუდული დროით არის ხელმისაწვდომი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა