ჩვენი მიზანი არამხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, არამედ საქართველოში ლიქიორის წარმოების კულტურის დამკვიდრება და ამ მიმართულების განვითარებაა - „სემელე“
„სემელე" ლიქიორის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის თანადამფუძნებელი ელი უზუნაშვილი Business Insider Georgia-თან საუბარში აღნიშნავს, რომ „სემელეს“ მიზანი არამხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, არამედ საქართველოში ლიქიორის წარმოების კულტურის დამკვიდრება და ამ მიმართულების განვითარებაა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ლიქიორის წარმოება 2023 წელს დავიწყეთ, თუმცა იდეა ბევრად ადრე გაჩნდა. ჩვენი ოჯახი მრავალი წელია მეღვინეობის ტრადიციას მიჰყვება. ყოველთვის გვინდოდა, რომ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი და განსხვავებული პროდუქტი შეგვექმნა, შთაგონება კი წლების წინ ბებიის მიერ დამზადებული ვარდის ლიქიორი გახდა.
დღეს კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ, უნიკალური გემოს მქონე ლიქიორს, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ხარისხს და თანამედროვე ტექნოლოგიას.
ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა, არამედ საქართველოში ლიქიორის წარმოების კულტურის დამკვიდრება და ამ მიმართულების განვითარება.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა ლიქიორის კატეგორიაზე საქართველოში ჯერ კიდევ მცირეა. ტრადიციულად, ბაზარი უფრო მეღვინეობის ირგვლივ არის კონცენტრირებული, თუმცა მომხმარებლის ინტერესები სწრაფად იცვლება.
როდესაც „სემელეს“ წარმოება დავიწყეთ ზუსტად არ ვიცოდით, როგორ უკუკავშირს მივიღებდით, თუმცა რაც დრო გადის, უფრო მკაფიოდ ვხედავთ, რომ მომხმარებლები ინტერესით ხვდებიან სიახლეს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთს – მოთხოვნა არსებობს და თანდათან იზრდება.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„სემელეს“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მისი ხარისხი, განსხვავებული ტექნოლოგიური მიდგომა და გემოვნური მახასიათებლები.
საქართველოში ამ ტიპის სასმელის წარმოების ტრადიცია არ არის ფართოდ გავრცელებული, ამიტომ „სემელე“ არამხოლოდ ავსებს არსებულ ნიშას, არამედ ხელს უწყობს არჩევანის მრავალფეროვნებას და ახალი კატეგორიის დამკვიდრებას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენთვის „სემელე“ არ არის ერთჯერადი პროექტი – ეს არის გზის დასაწყისი. მომავალში გვინდა, რომ ჩვენს ლიქიორს კიდევ უფრო მეტი არომატი და ისტორია შევძინოთ, გავზარდოთ როგორც წარმოება, ისე მომხმარებლების რაოდენობა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.