ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ მოცვის წარმოება - ჩვენ ვქმნით სტრუქტურირებულ, ბრენდირებულ, მაღალი ღირებულების საექსპორტო პლატფორმას საქართველოში - Agritouch
ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია ახალი SEKOYA კლუბის პრემიუმ მოცვის პროექტის განხორციელება , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საკონსულტაციო კომპანია „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია ახალი SEKOYA კლუბის პრემიუმ მოცვის პროექტის განხორციელება SanLucar-თან პარტნიორობით.
ეს იქნება მაღალტექნოლოგიური პლანტაცია, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო საექსპორტო სტანდარტებს. დაირგვება სრულიად ახალი ჯიშები, კულტივაცია და რეალიზაცია კი მხოლოდ SEKOYA კლუბის 12 წევრს შეეძლება, მათ შორის არის SanLucar, მსოფლიოს უდიდესი რითეილ კომპანია 5,000 თანამშრომლით. ქართული ლურჯი მოცვი სწორედ მათი ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
ჩვენი მიზანი არ არის უბრალოდ მოცვის წარმოება - ჩვენ ვქმნით სტრუქტურირებულ, ბრენდირებულ, მაღალი ღირებულების საექსპორტო პლატფორმას საქართველოში “, - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.
მოცვის მიმართ მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.
„მოთხოვნა აშკარად მზარდია და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს :
პირველი - ჯანსაღი ცხოვრების წესის გლობალური ტენდენცია. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ანაცვლებენ გადამუშავებულ სნექებს ბუნებრივი, მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტებით. მოცვი აღიქმება როგორც „სუპერ-ფუდი“, რაც ზრდის მის მოხმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.
მეორე - აგროსექტორის პროფესიონალიზაციის ზრდა. საერთაშორისო რითეილერები მოითხოვენ სტაბილურ ხარისხსა და სერტიფიცირებას. შესაბამისად, მოთხოვნა იზრდება არა მხოლოდ მოცულობით, არამედ ხარისხითაც.
ეს არ არის მოკლევადიანი ტრენდი - ეს არის გრძელვადიანი, სტრუქტურული ზრდა “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია მიმდინარე წელს ექვს საერთშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას.
„ჩვენი საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, მიმდინარე წელს ვმონაწილეობთ ექვს საერთაშორისო გამოფენაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი B2B პლატფორმები, სადაც ხდება CEO-ებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების პირდაპირი, პირისპირ შეხვედრები.
ჩვენთვის განსაკუთრებული სიამაყეა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილები ვართ საქართველოს ეროვნულ პავილიონში.
ჩვენ წარმოვადგენთ არა მხოლოდ კომპანიას, არამედ ქვეყანას მზარდი პრემიუმ მოცვის ექსპორტიორის როლში.
საექსპორტო მიმართულებით ჩვენი ფოკუსია:
• ახლო აღმოსავლეთი;
• ევროპა.
ხოლო ახალი სტრატეგიული ბაზრები იქნება:
• ინდოეთი;
• ისრაელი.
ჩვენი მიზანია გრძელვადიანი, სტრუქტურირებული თანამშრომლობების შექმნა და არა ერთჯერადი გაყიდვები “, - ამბობს ეკა ვეფხვაძე.
ინფორმაციისთვის, „აგრითაჩი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ 2021 წელს პირველი მოსავალი - 50 ტონა მოცვი აიღო და ექსპორტზე გაიტანა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკები გამოიცა
სხვა სიახლეები
DuChef რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ფრანგულ საკონდიტრო ბრენდად პოზიციონირებას გეგმავს
19.02.2026.18:00
DuChef პრემიუმ კლასის ფრანგული კონდიტერიისა და კულინარიული განათლების სივრცეა, რომელიც ბაზარზე ხუთი წელია ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა ბაკურაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
DuChef წარმოადგენს პრემიუმ კლასის ფრანგული კონდიტერიისა და კულინარიული განათლების სივრცეს, რომელიც ბაზარზე ოპერირებს უკვე 5 წელია მაღალი ხარისხის დესერტების, საკონდიტრო პროდუქციისა და პროფესიული ტრენინგების მიმართულებით.
ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ფრანგულ ტექნოლოგიებს, თანამედროვე ვიზუალურ ესთეტიკას და უმაღლესი ხარისხის ნედლეულს. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც ყოველდღიურ დესერტებსა და სპეციალურ შეკვეთებს, ასევე პროფესიულ მასტერკლასებსა და სასწავლო პროგრამებს მომავალი კონდიტერებისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
პრემიუმ საკონდიტრო პროდუქტებზე მოთხოვნა საქართველოში სტაბილურად მზარდია. მომხმარებელი უფრო მეტად აფასებს ხარისხს და დახვეწილ გემოვნურ გამოცდილებას. განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ინდივიდუალურ შეკვეთებზე, თემატურ ტორტებსა და თანამედროვე ფრანგული სტილის დესერტებზე, რაც ბაზრის განვითარებისა და სეგმენტის გაფართოების პოზიტიურ ტენდენციას ადასტურებს.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
DuChef-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროფესიული გამოცდილება, საავტორო რეცეპტურა და მაღალი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენება. დამატებით, ჩვენ ვაერთიანებთ წარმოებასა და განათლებას ერთ სივრცეში, რაც მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ ცოდნასა და გამოცდილებასაც - ეს კი ბრენდს უნიკალურ პოზიციონირებას აძლევს ბაზარზე.

როგორია DuChef-ის სამომავლო გეგმები?
კომპანიის სამომავლო სტრატეგია მოიცავს პროდუქციის ხაზის გაფართოებას, ახალი პრემიუმ დესერტების განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას და პროფესიული სასწავლო პროგრამების გაფართოებას. ჩვენი მიზანია DuChef-ის პოზიციონირება როგორც რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფრანგული საკონდიტრო ბრენდის, რომელიც აერთიანებს მაღალი კლასის პროდუქციას, განათლებასა და ინოვაციას.
ინფორმაციისთვის, DuChef - ის მისამართია ტარას შევჩენკოს ქუჩა N1.
