მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7081.3
-0.0025
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 37.999
-0.0024
flag
EUR 3.168
0.0098
flag
GBP 3.6389
-0.0019
flag
KZT 50.36
-0.0007
flag
TRY 0.0645
-0.0002
flag
USD 2.7079
-0.0016

ჩვენი მიზანი ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა - Montea

news image

ჩვენი მიზანი 2024 წელს და ასევე, 2025 წელსაც არის ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალური ათვისება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Montea • ჩაისმთას მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ანი ხეცურიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, Montea პირველი იყო ქართულ ბაზარზე, რომელმაც ორგანული ჩაის წარმოება დაიწყო და კომპანიის მიზანს ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება წარმოადგენს. 

„ბრენდი Montea საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილი არ არის. ჩვენი მიზანი ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალური ათვისებაა. ეს მიზანი გვქონდა 2024 წელსაც და 2025 წელსაც ანალოგიურად გრძელდება. Montea 3 წელია რაც ბაზარზეა. ჩვენ თავის დროზე გაგვიჩნდა ადგილწარმოშობის, მთის ორგანული ჩაის წარმოების სურვილი, როცა ბაზარზე ვნახეთ თავისუფალი ნიშა. ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები დიდი ხანია ამ სექტორში საქმიანობენ, კარგად იცნობენ ბაზარს, შესაბამისი კვლევებიც აქვთ ჩატარებული, რომლის მიხედვითაც ბაზარზე ქართული, ხარისხიანი ჩაისადმი ინტერესი დიდია. განსაკუთრებით გამოვყოფდი ინტერესს ორგანული პროდუქტის მიმართ. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ არც ერთი ორგანული ჩაის ბრენდი არ არსებობდა. ჩვენ ვართ პირველი, ბიო სერტიფიცირებული, ორგანული ჩაის პროდუქტი.

ჯერ ქართული ბაზარი გვაქვს ასათვისებელი. Montea-ს პროდუქტი არის ადგილწარმოშობის, ანუ ერთი პლანტაციის ჩაია. რაშიც იგულისხმება ის, რომ არ ხდება შერევა, ანუ მიქსი არ კეთდება. ჩაის ვამუშავებთ მხოლოდ ჩვენი პლანტაციიდან“, - განმარტავს ანი ხეცურიანი.

კომპანია ჩაის პლანტაციებისთვის 20 ჰა მიწას ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყნორში ფლობს.

„ჩვენი ტერიტორია არის 20 ჰა, რომელიც სრულად განაშენიანებული არ არის, შესაბამისად ეტაპობრივად ხდება ჩაის პლანტაციების ზრდა და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე პლანტაციების მოცულობის დამატება.  

ჩვენ არ გაქვს სურვილი, რომ ვიყოთ მასობრივი წარმოების პროდუქტი, რადგანაც გვინდა, რომ ვიყოთ ტოპ საუკეთესო ხარისხის მიმწოდებლები. სამანქანო ინდუსტრიას, რომ შევედაროთ, გვინდა, რომ ვიყოთ Bentley. შესაბამისად Bentley ხომ მასობრივ წარმოებაში ვერ ჩაეშვება. სწორედ ანალოგიური ხედვა გაქვს ჩვენც“, - აცხადებს Montea-ს წარმომადგენელი.

დღეისათვის Montea რამდენიმე სახეობის ჩაის აწარმოებს და სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდასაც აპირებს. 

„ჩვენ გვაქვს 7 სახეობის ჩაი, ორ სახეობის შეფუთვაში: დასაყენებელი და პირამიდის პრემიალურ ერთჯერად შეფუთვებში. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ეტაპობრივად ჩავუშვათ ახალი სახეობებიც. როდესაც ბაზარზე წარვდექით გვქონდა 4 სახეობის ჩაი. ინტენსიურად ვმუშაობთ სიახლეებზე. ჩვენი ბაზრისთვის რაც სიახლე იყო დეტოქს ჩაი, ესეც კი შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს. ახლაც გარკვეული კვლევის ეტაპზე ვართ და ვცდილობთ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ასორტიმენტი“, - აცხადებს ანი ხეცურიანი.

Montea-ს პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი ორგანული შავი ჩაია. 

„ყველაზე გაყიდვადი არის ორგანული შავი ჩაი. ჩვენ ასევე გვაქს ორგანული შავი ჩაი ბერგამოტით, რომელიც ქართულ ბაზარს ძალიან უყვარს. ასევე, უყვართ ხილის ჩაი, ყოველგვარი დანამატების გარეშე“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

როგორც Montea-ს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უმაღლესი ხარისხის, ადგილწარმოშობის ორგანული ჩაის წარმოების იდეა და სურვილი 2016 წელს გაჩნდა. ამ იდეის განსახორციელებლად საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, ტყიბულის რაიონის სოფელ წყნორში მდებარე ჩაის პლანტაცია შეირჩა და მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია.

Montea-ს ჩაის ბაღი, განთქმული ხვალის მთის ძირას, ნაქერალას ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ტყითა და მთის ქედებითაა გარშემორტყმული, ეს კი ჩაის ნედლეულის უნიკალურობასა და უმაღლეს ხარისხს განაპირობებს.  სერტიფიცირების პროცესი დასრულდა 2019 წელს, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა ბრენდი „Montea”, რომელიც 100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტის წარმოებაზეა  ორიენტირებული.

კომპანია თავის საქმიანობაში ISO 22000, Fair Wild და ორგანული ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს იცავს. უნარჩენო წარმოების სრული ციკლი ამბროლაურში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ, მზის ენერგიაზე ოპერირებად საწარმოში მიმდინარეობს.

                                                                                                       

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “სამეფო თაფლი“ პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს, ინვესტიცია 200 000 დოლარია

18.10.2025.03:02

კომპანია  Royal Honey • სამეფო თაფლი , ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ცდილობს მომხმარებელს სხვადასხვა სიახლე შესთავაზოს. კომპანია მომავალ წელს თბილისში პირველი ბრენდული ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გომელაურმა განუცხადა.

„მომავალ წელს ქალაქ თბილისში პირველი, ბრენდული ფილიალის გახსნას ვგეგმავთ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $200 000-ია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის გაფართოებაზე. არსებულ პროდუქციას უახლოეს პერიოდში ჩურჩხელაც დაემატება “, - ამბობს გიორგი გომელაური.

„სამეფო თაფლის“ მომხმარებლების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.

„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც პროდუქციის მაღალი ხარისხი, ასორტიმენტის ზრდა, ტურისტების დიდი ნაკადი და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ სტაბილურობა განაპირობებს “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

კომპანიისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პროდუქციის ხარისხია.

„ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. 2017 წელს პროდუქციის წარმოება რა ხარისხითაც დავიწყეთ, ახლაც ზუსტად იგივე ხარისხი გვაქვს. მოგეხსენებათ, ხარისხის გაფუჭება არასახარბიელო შედეგის მომტანია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრემიუმ ხარისხი შევინარჩუნოთ “, - აცხადებს გიორგი გომელაური.

ცნობისთვის, კომპანია საერთო ჯამში 50-მდე სხვადასხვა, შეფუთვის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ძირითადად 4 კატეგორიად იყოფა: თაფლის ასორტიმენტი, მურაბა/ჯემი, თაფლის დისტილატი (დისტილირებული ალკოჰოლური სასმელი თაფლისგან) და გოზინაყი. პროდუქცია წარმოდგენილია ისეთ დიდ სავაჭრო ქსელებში, როგორიც არის "კარფური", "აგროჰაბი", "გუდვილი", "ევროპროდუქტი", და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა