მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

ჩვენი მისიაა საქართველოს უკეთ გაცნობა სტუმრებისთვის, ავთენტური გარემოს, გულწრფელი მომსახურებისა და ქართული სულიერების წარმოჩენით - Vinotel

news image

VINOTEL წარმოადგენს ბუტიკის ტიპის სასტუმროს, რომელიც აერთიანებს ქართულ სტუმართმოყვარეობას, ღვინის კულტურასა და ავთენტურ ატმოსფეროს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ბენედიქტე ქაშაკაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

VINOTEL წარმოადგენს ბუტიკის ტიპის სასტუმროს, რომელიც აერთიანებს ქართულ სტუმართმოყვარეობას, ღვინის კულტურასა და ავთენტურ ატმოსფეროს.
კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2015 წელს და დღემდე წარმატებით ახორციელებს უნიკალური კონცეფციის განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების სტილის წარმოჩენას მაღალი ხარისხის მომსახურების საშუალებით.

VINOTEL სტუმრებს სთავაზობს გამორჩეულ გამოცდილებას — ისტორიულ შენობაში განთავსებულ კომფორტულ ნომრებს, ავთენტურ ქართულ მარანსა და ქართულ/ევროპული კერძების რესტორანს, სადაც წარმოდგენილია ადგილობრივი პროდუქტი და მცირე მარნის ღვინოები.

ჩვენი მისიაა საქართველოს უკეთ გაცნობა სტუმრებისთვის, ავთენტური გარემოს, გულწრფელი მომსახურებისა და ქართული სულიერების წარმოჩენით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზოგადად, მოთხოვნა ჩვენს მომსახურებაზე სტაბილურად მაღალია და წლიდან წლამდე მზარდი ტენდენცია შეინიშნება. განსაკუთრებული ინტერესი არსებობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან, რაც განპირობებულია VINOTEL-ის უნიკალური კონცეფციით — ქართული კულტურის, სტუმართმოყვარეობისა და ღვინის ტრადიციების ჰარმონიული შერწყმით.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღვინის ტურიზმის მიმართულება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოთხოვნას სასტუმროს სერვისებზე და ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

VINOTEL-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ქართული კულტურის, ისტორიისა და ავთენტური სტუმართმოყვარეობის უნიკალური შერწყმა მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან.

ჩვენი კონცეფცია განსხვავებულია — სასტუმრო მდებარეობს ისტორიულ შენობაში, სადაც თითოეული დეტალი შერწყმულია ისტორიასთან, რომ სტუმარმა ერთ სივრცეში შეიგრძნოს ძველი თბილისის ატმოსფერო და თანამედროვე კომფორტი.

VINOTEL-ს განსაკუთრებულობას განაპირობებს განსხვავებული გამოცდილება, უნიკალური ღვინოების კოლექცია, პროფესიონალი გუნდი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ სტუმართან. სწორედ ეს ელემენტები განასხვავებს ჩვენს სასტუმროს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. სიამაყით წარმოგიდგენთ საერთაშორისო აღიარებებსა და პრესტიჟულ ჯილდოებს, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს წარმატებას და მაღალი ხარისხის სტანდარტებისადმი ერთგულებას.

ჩვენთვის დიდი პატივია ისეთი ჯილდოების მოპოვება, როგორებიცაა World Luxury Hotel Awards 2018, World Luxury Restaurant Awards 2018, Best Classic/Heritage Hotel Georgia 2019–2020 (Europe Hotel Awards), ხოლო 2025 წელს უახლესი აღიარება — Best Boutique Hotel 2025 – Europe (LUXlife Hospitality Excellence Award 2025).

როგორია Vinotel-ის სამომავლო გეგმები?

მიუხედავად იმისა, რომ ბრენდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია სასტუმროს სფეროში, ამ მიმართულებით გაფართოება ვერ განხორციელდა. სამაგიეროდ, ღვინის წარმოების სფეროში ჩვენმა საქმიანობამ გამოიღო შთამბეჭდავი შედეგები ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსებში, როგორებიცაა MUNDUS VINI და DECANTER. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ამ მიმართულებით გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რაც საშუალებას მოგვცემს განვვითარდეთ კიდევ უფრო ძლიერი ბრენდად და მივაღწიოთ ახალ წარმატებებს.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა

13.11.2025.12:00

საქართველოს ბანკის - ბიზნესის განათლებაზე ორიენტირებული წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის ონლაინ პლატფორმა Businesscourse.ge-ზე რეგისტრაციების რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა.

Businesscourse.ge მუდმივად განახლებადი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ პირს მრავალფეროვან კურსებს, მასტერკლასს, ცოდნასა და გამოცდილებას სთავაზობს.

● კურსები ხელმისაწვდომია ონლაინ ფორმატში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, რაც განათლების მიღებას მაქსიმალურად მოქნილს ხდის;
● სასწავლო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ტექნოლოგიები, ლიდერობა და სხვა;
● თითოეული კურსის შექმნაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი, ქართველი ექსპერტები მონაწილეობენ;
● ლექციები ადგილობრივ კონტექსტსა და თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული, რაც რეგისტრირებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, მიღებული ცოდნა საკუთარ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ინიციატივით შექმნილი Businesscourse.ge დღეს უკვე ათობით ათასი ადამიანისთვის ცოდნის გაღრმავებისა და კარიერული განვითარების პლატფორმა გახდა. ეს ციფრი არა უბრალოდ სტატისტიკა, არამედ იმის დასტურია, რომ ჩვენი მისწრაფება - გავხადოთ ხარისხიანი ბიზნეს განათლება ხელმისაწვდომი - წარმატებულია. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი კურსებისა და შესაძლებლობების დამატებას, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს თუ ბიზნესის დაწყების მსურველს საკუთარი უნარების გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში დავეხმაროთ “, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბიზნესკურსი პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. „ბიზნეს 360°“ აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის - იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა