მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ვგეგმავთ ფილიალების დამატებას - „ლაიმი“

news image

Lime•ლაიმი არის საკონდიტრო, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია აერთიანებს, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე რეცეპტებს. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia საკონდიტროს დამფუძნებელს ქრისტინე ბუბუნაშვილს ესაუბრა

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

2016 წელს, მას შემდეგ, რაც კულინარიამ გამიტაცა და სახლში ტკბილეულის დამზადება დავიწყე გადავწყვიტე, რომ სახლური კონცეფცია უფრო ფართო მასშტაბზე გადამეტანა და დავაარსე "ლაიმი".

მთავარი იდეა თავიდანვე იყო მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, სახლში მომზადებული დესერტების მიწოდება, როგორც გემოთი, ისე ვიზუალურად.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ დროისთვის "ლაიმს" აქვს ორი ლოკაცია - საბურთალოზე და ვაკეში. თითოეულ ფილიალში მომხმარებელს ვთავაზობთ დაახლოებით 100-მდე სახეობის ტკბილეულს და ცომეულს. ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს როგორც კლასიკურ და თანამედროვე, ასევე უნიკალურ საავტორო რეცეპტებს  .. "ლაიმისხელწერით. 

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წლების განმავლობაში შევიძინეთ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც სწორედ ჩვენი დესერტების ხარისხისა და გემოვნური მახასიათებლების გამო გვირჩევენ. ახალი მომხმარებლები კი ხშირად ჩვენი ძველი მომხმარებლების რეკომენდაციით გვაკითხავენ, რაც ჩვენი აზრით, ყველაზე დიდი შეფასებაა. 

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ხარისხი, მისი მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესება. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს და ვთანამშრომლობთ წამყვან საკონდიტრო ბრენდებთან, რაც გვაძლევს საშუალებას დავიცვათ გემოს სტაბილურობა და პროდუქტის ხარისხი. ამას თან ერთვის რეცეპტების მრავალფეროვნება: ვმეგობრობთ როგორც კლასიკასთან, ისე თანამედროვე ტრენდებთან და ხშირად ვქმნით საავტორო დესერტებს, რომლებიც მხოლოდ "ლაიმში" შეგიძლიათ გასინჯოთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ ფილიალების დამატებას რამდენიმე ახალ ლოკაციაზე, რადგან მზარდ მოთხოვნას ვგრძნობთ. ჩვენი მიზანია, „ლაიმიმომხმარებლისთვის ყოველთვის ასოცირდებოდეს  ნატურალურ, ხარისხიან და გულით შექმნილ დესერტებთან  და იმ ტკბილეულთან, რომელსაც სახლში მომზადებული გემო აქვს.

ცნობისთვის, საკონდიტროს მისამართებია : ბახტრიონის ქ. N11 ბ და ი. აბაშიძის ქ. N35. სამუშაო საათებია ყოველდღე: 10:00-22:00.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა