ჩვენი კონკურენტული უპირატესობა პრემიუმ ხარისხი, ორგანული მეურნეობა და დანერგილი სტანდარტებია - Georgia`s Natural Organic
Georgia's Natural Organic ქართული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ორგანული სასმელებისა და საკვები პროდუქტების წარმოებასა და ექსპორტზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის ნედლეულის შესყიდვების ხელმძღვანელს გიორგი ნოზაძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
"ჯორჯიაზ ნატურალი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია, რომლის საქმიანობაა ორგანული ბაღების ოპერირება, ველური მოსავლის შეგროვება, ორგანული ნედლეულის ხარისხის კონტროლი, გადამუშავება და მისგან პრემიუმ ხარისხის პროდუქტის შექმნა ორგანული სტანდარტის შესაბამისად. 1999 წლიდან დღემდე, კომპანია ანვითარებს ორგანულ მეურნეობებს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოებს საქართველოში.
• გააშენა და განავითარა 300 ჰა დივერსიფიცირებული ბაღი 15 სხვადასხვა სახეობის ხილის, კენკრის, ბოსტნეულის და კაკლოვანის ჯიშებით.
• დააფუძნა ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის პირველადი გადამუშავების თანამედროვე მრავალფუნქციური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო.
• შექმნა თანამედროვე ტექნოლოგიის სამაცივრე მეურნეობები.
• დანერგა თანამედროვე ცივი დაწურვის, კონსერვაციის და ჩამოსხმის ტექნოლოგიური პროცესები.
• დანერგა ნედლეულის თანამედროვე მეთოდებით გადამუშავების, გაყინვის, შრობის და მათგან ახალი კატეგორიის მზა პროდუქტის შექმნის და შეფუთვის პროცესები.
• დანერგა სტანდარტის შესაბამისად საოპერაციო „ორგანული მებაღეობის", „ორგანული პირველადი გადამუშავების", „ორგანული შენახვის" და „ორგანული წარმოების" სისტემა.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ასორტიმენტი მოიცავს, პრემიუმ ხარისხის „ორგანული კატეგორიის" ხილის, კენკრის და ბოსტნეულისგან დამზადებულ ბოთლირებულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტებს - 100% სუფთა წვენს, რბილობს, IQF გაყინვის ტექნოლოგიით დამზადებულ პროდუქტებს, სოუსებს, სანელებლებს, ხილის კონსერვირებულ და მშრალ პროდუქტებს. ამასთანავე კომპანიას აქვს შესაძლებლობა აწარმოოს ბალკირებული პროდუქცია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
პრემიუმ ხარისხი, ორგანული მეურნეობა და დანერგილი სტანდარტები.
კომპანიამ მიზნად დაისახა, გაეხადა საქართევლო ცნობადი საერთაშორისო „ორგანული ინდუსტრიისთვის", როგორც „ორგანული მებაღეობის", „ველური შეგროვების" და „ორგანული წარმოების" შესაძებლობების მქონე ქვეყანა. გამოწვევად იქცა, საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატის, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, ნაყოფიერი ნიადაგის გამოყენება. ნედლეულის მოყვანის, გადამუშავების, შენახვის და პროდუქტის წარმოების წესის დამკვიდრება. პესტიციდების, ქიმიური ნივთირებების და დანამატების გამოყენების გარეშე, „ორგანული სტანდარტის" შესაბამისად საქართველოს პოტენციალის ღირსეული ადგილის დამკვიდრება „ორგანული მებაღეობის და წარმოების" გეოგრაფიულ რუკაზე.
კომპანია სერთიფიცირებულია, რეგისტრებულია, კონტოლირებადია და მიკვლევადია საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანოს Kiwa Bcs Oko-Garantie GmbH, Germany და ტაივანის ორგანული მასერტიფიცირებელი- ECO-GARDEN-ს მიერ შემდეგი სტანდარების შესაბამისად:
• EC/NON EU (ორგანული სტანდარტი ევროპული ბაზრისთვის),
• NOP/USDA (ორგანული სტანდარტი აშშ ბაზრისთვის),
• JAS (ორგანული სტანდარტი იაპონიის ბაზრისთვის),
• CCOF (ორგანული სტანდარტი სამხრეთ კორეის ბაზრისთვის).
• TOC (ორგანული სტანდარტი ტაივანის ბაზრისთვის)
"Georgia`s Natural"-ში დანერგილია ასევე სტანდარტები: ISO 9001:2015, ISO 22000:2018, FSSC 22000, Kosher/OU, Halal/IFRC ASIA.
ახორციელებს თუ არა ამ ეტაპზე კომპანია ექსპორტს? რა გეგმები აქვს კომპანიას გაფართოებისა და ექსპორტის მიმართულებით?
კომპანია სისტემატიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ყოველწლიური ექსპორტის სტაბილური ზრდა და კომპანიის პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური არასტაბილურობით გამოწვეული რისკების გავლენის შემცირება.
20 წელზე მეტია, რაც Georgia`s Natural-ი საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნის პრემიუმ ხარისხის „ორგანული კატეგორიის" ხილის, კენკრის და ბოსტნეულისგან დამზადებულ ბოთლირებულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტებს. შედეგად, კომპანიამ შეძლო გაეხადა Georgia`s Natural-ი ცნობადი საერთაშორისო ორგანული ინდუსტრიისთვის, როგორც კავკასიის რეგიონში ლიდერი ორგანული პრემიუმ ხარისხის მზა და ნახევარფაბრიკატი პროდუქტების მწარმოებელი გლობალური ბრენდი.
დღეს, Georgia`s Natural-ის ბრენდირებული მზა პროდუქტები წარმოდგენილია 40-მდე ქვეყნის საერთაშორისო სავაჭრო ქსელების და ბიო მაღაზიების „ორგანულ თაროზე" და განკუთვნილია პრემიუმ სეგმენტისთვის.
პარტნიორ ქვეყნებში შედის: აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია, ისრაელი, ყატარი, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, სინგაპური, მალაიზია, ტაივანი, ვიეტნამი, მონღოლეთი, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი.
ცნობისთვის, საქართველოში „Georgia's Natural Organic“-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ პლატფორმებზე. „Georgia's Natural Organic“-ის მიზანია საქართველოში ორგანული პროდუქციისადმი მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კომპანია მუდმივად მუშაობს ინოვაციური და ექსკლუზიური რეცეპტების შექმნაზე, რათა მომხმარებლებს შესთავაზოს გლობალური ორგანული ბაზრის უახლესი ტენდენციები .
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.05.2025.22:00
წელს ველოდებით ნუშის პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით, ხოლო 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ პროდუქცია, აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია. კომპანია ნუშის ბაღებს კახეთში ფლობს. „ივრის ფერმები“ სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია - სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით.
„ივრის ფერმები“ სოფლის მეურნეობაში წარმოდგენილია უკვე მესამე წელია. ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2022 წელს და ზრდის ეტაპობრივი სტრატეგია ავირჩიეთ. პირველად გავაშენეთ ბაღი 2023 წელს, დავიწყეთ 35 ჰა ნუშით, შემდეგ დავამატეთ 75 ჰა. ხოლო წელს ვასრულებთ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გაფართოებას 240 ჰა-ს. ანუ ჯამში ავდივართ 350 ჰა ნუშის ბაღებზე. ჩვენს ბაღებში ჩართულები არიან, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი სპეციალისტები. ბაღის ირიგაციის დიზაინი შეადგინა დარგის წამყვანმა სპეციალისტმა ესპანეთიდან. ბაღს ასევე კურირებს აგრონომი-კონსულტანტი, რომელიც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, კონკრეტულად კაკლოვან კულტურებში. ჩვენთან წარმოდგენილია ნუშის 4 ესპანური ჯიში. წელს ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე გავყიდით. 3 წელიწადში შევძლებთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ 160 ტონამდე ნუში, ხოლო როცა ჩვენი ბაღები მიაღწევს სრულ მსხმოიარობას, რაც რამდენიმე წელიწადში მოხდება ჩვენ საექსპორტო მოსავალს გავზრდით 800-900 ტონამდე. ჩვენი აზრით დიდი წვლილი შეგვაქვს, როგორც რეგიონის და ზოგადად ქვეყნის აგრონომიულ და ეკონომიკურ განვითარებაში, ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს და ასევე ხელს ვუწყობთ ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნას კაკლოვანი კულტურების ექსპერტიზა. საერთაშორისო ბაზარზე ნუშის გატანა არ იქნება მარტივი პროცესი. თავისებურ გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ დროს მოგვიწევს კონკურენციაში შევიდეთ დარგის წამყვან მომწოდებლებთან. ასეთ დროს ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სექტორის, მოთამაშეების ერთად დგომა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის თავისებური ხელშეწყობა. საერთოდ ნუში არის გრძელვადიანი კულტურა, რას იმას ნიშნავს რომ ჩვენი, ნებისმიერი გამშენებლის მხრიდან ითხოვს საწყის ეტაპზე ძალიან დიდ და მსუყე ინვესტიციებს. ამისი გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პროცესების ხელშეწყობა. კონკრეტულად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა ჩვენს ბაღებს ძალიან ეხმარება ზრდაში და განვითარებაში“, - აცხადებს კომპანია „ივრის ფერმების” დირექტორი ნინო ცხადაია.
აღსანიშნავია, რომ „ივრის ფერების“ ნუშის ბაღებს რამდენიმე დღის უკან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა.
კომპანია „ივრის ფერმები” აქტიურად თანამშრომლობს ესპანელ ექსპერტებთან და იყენებს მათ მიერ შემუშავებულ ფიტოსანიტარიულ და განოყიერების გეგმებს, რომლებიც მორგებულია ბაღის საჭიროებებზე და თანხვედრაშია ევროპულ რეგულაციებთან. ბაღები უზრუნველყოფილია თანამედროვე საირიგაციო სისტემით, რომელიც მდინარე ივრიდან მარაგდება. წვეთოვანი საირიგაციო სისტემის ეფექტიანი გამოყენებისა და „ივრის ფერმების“ სასაწყობე სივრცის ელექტრიფიკაციისთვის კომპანიამ 1.75 მეგავატიანი ელექტროქსელიც შექმნა.