მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის ახალი პროდუქციაა - Tkbili

news image

Tkbili ტკბილი  არის განსხვავებული და მრავალფეროვანი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2021 წლიდან ოპეირებს ქართულ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს სალომე ბიწაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

საქმიანობა დავიწყეთ 2021 წლიდან. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. საწყის ეტაპზე მხოლოდ ონლაინ პლატფორმებზე ვიყავით ხელმისაწვდომები Glovo-სა და Wolt-ის აპლიკაციებში. მოგვიანებით გავხსენით საკონდიტრო, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოსვლა, პროდუქციის არჩევა და შეძენა.

საწყის ეტაპზე მხოლოდ ბოქსებს ვთავაზობდით მომხმარებლებს, შემდეგ კი მოთხოვნიდან გამომდინარე გავაფართოვეთ პროდუქცია, დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ ეს ბიზნესი ნულიდან დავიწყეთ, რაც ყველაზე დიდი ფასეულობაა.

ჩვენი საკონდიტრო განსაკუთრებულია იმით, რომ ყველა პროდუქტი მზადდება მომხმარებლის თვალწინ და სწორედ შეკვეთის მომენტში იკრემება. ეს პრინციპი დაცულია როგორც ფილიალში, ასევე Delivery-ის შემთხვევაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ვიყენებთ მაქსიმალურად ქართულ, ნატურალურ პროდუქტებს და ვცდილობთ შევინარჩუნოთ ხელმისწავდომი ფასები.

გავიარეთ მრავალი ეტაპი და დღეს უკვე ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილი.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში. წინა წლებთან შედარებით, გაიზარდა ინტერესი და შეკვეთები კომპანიების მხრიდანაც.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც საახალწლო, ასევე არასაახალწლო ტკბილეულის ბოქსებს, ტორტებს, ნამცხვრებს, ორცხობილებს (მათ შორის ოთხფეხა მეგობრებისთვის), შოკოლადებს, ჯემებს და სხვადასხვა სახის სასმელებს. გარდა ამისა, კომპანიებს ვთავაზობთ ფურშეტით მომსახურებას.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა გულისხმობს :

  • ყოველთვის ახალი, ადგილზე მომზადებულ (Fresh) პროდუქციას, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით;
  • მაღალი ხარისხის ნატურალურ ინგრედიენტებს;
  • ორცხობილა ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც ამავდროულად Humans-friendly-იც არის და რომელსაც ყველა საჭირო შემოწმება აქვს გავლილი. მსგავს პროდუქტს ჩვენს გარდა არ აწარმოებს სხვა არც ერთი კომპანია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ ვგეგმავთ ფილიალების დამატებას. გარდა ამისა, ვმუშაობთ ჩვენი ე.წ. „მშრალი საკვებით“ მარკეტების ქსელ „სმარტში“ შესვლაზე, ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ასევე, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ Wolt-ზე გამოჩენას ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ორცხობილებით, პარალელურად კი მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ ძაღლების სკოლა-ბაღთან.

ცნობისთვის, კომპანია სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს, თუმცა პროექტების მიხედვით თანამშრომლების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, ფურშეტების დროს, როცა დამატებითი რესურსია საჭირო.

„ტკბილი“ ამჟამად ბაზარზე ორი ფილიალით არის წარმოდგენილი, რომლებიც ცაგარელის 51 და კოსტავას 72 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება

14.03.2026.15:13

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.
 
ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
 
ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა", - განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
 
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა" და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
 
პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს" და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული - მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას, ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.
 
2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა