ჩვენი კომპლექსის კონკურენტული უპირატესობა უნიკალური მდებარეობა და ბუნებაა - Sairme Glampings Rooms & Cottages
Sairme Glampings Rooms & Cottages სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე ოპერირებს და ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში გაფართოებაც მოახერხა. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ვილი თუთაშვილს ესაუბრა.
რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?
ჩვენი ტერიტორია განთავსებულია იმ ადგილას, სადაც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები სტუმრებს მასპინძლობდნენ და ტურისტულ სერვისს სთავაზობდნენ. სწორედ ამ ისტორიის გაგრძელებაა ჩვენი მისია — შევქმნათ ინოვაციური, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი გარემო საირმის უნიკალურ მთებში, კურორტ საირმის მხარდაჭერით. უახლოეს მომავალში, საირმის რეკრეაციული ფერმის ძალისხმევით, ჩვენს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი თვალით იხილონ არჩვი და ირემი.
გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღეში მომხმარებლებს შევთავაზებთ ცივი და ცხელი წყლის აუზებს, რაც დამატებით კომფორტს და სიმშვიდეს შემატებს მათ დასვენებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
დაინტერესება საკმაოდ მაღალია, თუმცა განსაკუთრებით აქტიურ სეზონს ველით ზაფხულში, როდესაც ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
უკვე დავამატეთ სტუმრებზე მორგებული ბარ-რესტორანი, სადაც მათ დახვდებათ სპეციალურად „საირმე გლემფინგისთვის“ შექმნილი ექსკლუზიური ღვინო და მრავალფეროვანი, გემრიელი ქართული და თანამედროვე კერძები.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი კომპლექსის კონკურენტული უპირატესობა განპირობებულია უნიკალური მდებარეობით, თვალწარმტაცი ბუნებით და იმ განსაკუთრებული სერვისებით, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ. ასევე, ადგილზე მოქმედებს სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალება, რომლით სარგებლობაც სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დამსვენებელს შეუძლია.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სამომავლოდ ჩვენს სტუმრებს კიდევ უფრო მეტ სიახლესა და კომფორტს ვპირდებით. „საირმე გლემფინგი“ მუდმივად განვითარებასა და განახლებაზეა ორიენტირებული.
ცნობისთვის,ბაზარზე სვლის იდეა დამფუძნებელს დაახლოებით ორი წლის წინ გაუჩნდა. სურვილი იყო ეკო-მეგობრული სასტუმროს შეთავაზება მომხმარებლებისათვის. დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ „საირმე გლემფინგის“ ოფიციალურ გვერდებს:
• Facebook: Sairme Glampings • Rooms & Cottages
• Booking.com: Sairme Glampings
ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ შემდეგ ნომერზე:
+995 598 871 871
სხვა სიახლეები
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12.12.2025.16:35
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.
ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.
1. HOME
HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.
2. ძველი სუფრა
15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.
3. iPLUS
17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.
4. VOULEZ-VOUS
Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).