ჩვენი ხარისხი, დიზაინი და მომსახურების სისწრაფე დროს და კონკურენციას უძლებს - Birdie
Birdie არის სახელოსნო, რომელიც 2017 წელს დაარსდა. ბრენდი, პროდუქციის დასამზადებლად ძირითადად ხის მასალასა და აკრილის საღებავებს იყენებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia სახელოსნოს დამფუძნებელს მაგდა სოლოღაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
სახელოსნო Birdie 2017 წელს დაარსდა. ჩვენთან იქმნება და ხელით იხატება სახლის აქსესუარები, კედლის დეკორაციები, სარკეები და საკიდები. ძირითად მასალად გამოყენებულია ხე და აკრილის საღებავები. სახელოსნოს ინსპირაციაა ბუნება და ფრინველები. გამორჩეულია ამ მიმართულების განსაკუთრებული, მაღალი ხარისხის ხელწერით. ჩვენი პროდუქცია თითქმის არ მეორდება. შესაძლებელია, როგორც არსებული დიზაინის ნივთების შეძენა, ასევე მომხმარებლისთვის სასურველი დეკორის შეკვეთა.
ჩვენი მიზანია, თითოეული დეტალი და საბოლოოდ მთლიანი პროდუქტი ხელით შეიქმნას. სწორედ ეს ყველაფერი ანიჭებს ჩვენს ნივთებს უნიკალურობას ანიჭებს.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
ამ ეტაპზე გვაქვს გამორჩეული დიზაინის ხელით მოხატული სარკეები, ტანსაცმლის და სამზარეულოს საკიდები, ქართული ორნამენტებით მოხატული ფინჯნის სადგამები. ასორტიმენტი პერიოდულად იცვლება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ბოლო პერიოდში კონკურენცია საკმაოდ მაღალია. ბევრმა ადამიანმა დაიწყო საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა. გვქონია კრიზისული მომენტებიც სახელოსნოში, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ხარისხი, დიზაინი და მომსახურების სისწრაფე დროს და კონკურენციას უძლებს. სწორედ კონკურეცია გვაძლევს არ მოდუნების და მუდმივი სიახლეების ძიების საშუალებას.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
სახელოსნოს გაფართოება, გაყიდვებისა და ცნობადობის გაზრდა ჩვენი მთავარი სამომავლო გეგმაა.
ცნობისთვის, ბრენდის დამფუძნებელი საქმიანობას სრულიად მარტო უძღვება, თუმცა პერიოდულად რამდენიმე თანამშრომლის ჩართულობა ხდება საჭირო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.07.2025.23:00
კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.
„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.
მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.
„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან.
ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.