მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

ჩვენი ფინანსური შემოსავალი დაახლოებით 10–15%-ით არის გაზრდილი - "პიელ ნატურალსი"

news image

მოთხოვნიდან გამომდინარე გასარუჯ ხაზში დავამატეთ 30SPF და 50SPF დიდ მოცულობაში. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „პიელ ნატურალსის“ დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ახალი შეფუთვა გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელია.

„საკმაოდ დიდი ხანია არსებობს მოთხოვნა 30SPF და 50SPF დამცავების დიდ მოცულობებზე. ჩვენ უკვე წელიწად ნახევარზე მეტია რაც გვაქვს 30SPF და 50SPF -იანი სახის დამცავები და ახლა უკვე მოთხოვნიდან გამომდინარე გასარუჯ ხაზში დავამატეთ დიდი ზომის მოცულობები, რომელიც არის გადამუშავებადი პლასტმასის შეფუთვაში და არ ტყდება. პროდუქტი არ ტოვებს თეთრ კვალს, მყისიერად შეიწოვება, არის UVB-UVA-IR დამცავი ფორმულით, უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვას მზის გამოსხივების წინააღმდეგ, ამცირებს კანის სიწითლისა და გაღიზიანების რისკს, იდეალურია 3 წლის ზემოთ ბავშვებისთვისაც “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ასორტიმენტს დაემატა სხვადასხვა სახის გლოსი, რომელიც ტუჩს გამოშრობისგან იცავს.

„ჩვენს ასორტიმენტს დაემატა ყურძნის წიპწის ზეთის ბაზაზე შექმნილი სამი ახალი გლოსის ფერი: შოკოლადისფერი, ვანილისფერი და ბურგუნდისფერი, რომლებიც ამჟამად ყველაზე ტრენდულია. გარდა ამისა, დავამატეთ მარწყვის გლოსიც.
მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე საკმაოდ მაღალია, რის შედეგადაც ჩვენი ფინანსური შემოსავალი დაახლოებით 10–15%-ით გაიზარდა “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.

კომპანია, შემოდგომის სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.

“ვმუშაობთ შემოდგომის სეზონისთვის. ვგეგმავთ ახალი ხაზის გამოშვებას, რომელიც იდეალურად მოერგება გარუჯულ კანს სახის მოვლის მიმართულებით. გარდა ამისა, სექტემბრიდან დავიწყებთ რეტინოლის ხაზის წარმოებას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 24K ოქროთი და რეტინოლით გამდიდრებული დღის და ღამის კრემები და ასევე შრატი “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის, ნატურალური პროდუქტების შექმნა. პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მორგებულია კანის სხვადასხვა ტიპებსა და პრობლემებზე. Piel Naturals-ის ძირითადი ნიშა ის არის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა