მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7060.5
-0.0173
flag
AZN 1.5922
-0.0027
flag
CNY 37.944
-0.0121
flag
EUR 3.1593
-0.027
flag
GBP 3.6151
-0.0324
flag
KZT 49.68
-0.0031
flag
TRY 0.0651
-0.0003
flag
USD 2.7077
-0.0036

ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ემოციებს და განწყობას, რომელიც ჩვენს ყოველ ჭიქასა და შეფუთვაში იგრძნობა - Roots Coffee and More

news image

Roots Coffee and More კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხატია ხატიაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„რუთსი“ 24 მაისიდან მასპინძლობს სტუმრებს და მათ მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად დახვეწილი დიზაინის სივრცეს და განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს.

ეს არის სკანდინავიური და ამერიკული ლოფტის სტილი, ახალი ადგილი და მეგობრული გარემო ნამდვილი ყავის მოყვარულებისთვის.

სივრცე სავსეა სიმშვიდით, ინსპირაციებითა და ადამიანებით, ვისაც უყვარს სოციალიზაცია და ქალაქის ცენტრში განტვირთვა. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ამოისუნთქო, იმუშაო, იფიქრო, გააზიარო.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

„⁠რუთსი“ მომხმარებელს სთავაზობს, არა მხოლოდ არომატულ ყავას, ჩაის და სხვა ალკოჰოლურ თუ უალკოჰოლო სასმელებს, არამედ ბრენდის მერჩს, აზიურ ტანსაცმელს როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, დეკორატიულ ნივთებს სახლის მოსაწყობად და იტალიური თავის მოვლის საშუალებებს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვეა რაც გავიხსენით, მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ლოიალური მომხმარებელიც ბევრი გვყავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი და ძალიან გვიხარია, როცა შემოდიან ასე გვეუბნებიან: “აბა, გამასინჯეთ ქალაქში ყველაზე გემრიელი ყავა.“

ჩვენთან მხოლოდ პროდუქტის მიმართ არ არის მოთხოვნა - მთავარი არის გამოცდილება, რაც ჩვენთან ისევ აბრუნებს მომხმარებელს.

დღევანდელ სამყაროში რთულია შექმნა ის, რაც არ არსებობს. რეალურად მომხმარებლებს სჭირდებათ რაღაც ახალი, უფრო ემოციებთან დაკავშირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან არ იყიდება უბრალოდ სასმელი ან ნივთი, არამედ გარემო, რომელიც მათ თავს უფრო უკეთ აგრძნობინებს.

სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც „რუთსის“ მიმართ ინტერესი მზარდია: ადამიანები აქ პოულობენ კომფორტს, მეგობრულ გარემოს და დახვეწილი სტილის ელემენტებს ერთ სივრცეში.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

⁠ჩვენი მთავარი უპირატესობა არის უნიკალური კონცეფცია - ბრენდინგიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინით დამთავრებული, რომელიც სრულად ჩვენი გუნდის ნამუშევარია.

ყავის სივრცე და ბარი ბევრი არსებობს, ასევე ტანსაცმლისა და დეკორის მაღაზიებიც, მაგრამ ჩვენ ვყიდით არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ განწყობას და ემოციებს. ეს ქმნის ემოციურ კავშირს მომხმარებელთან, რომელიც გაცილებით ძლიერია.

„რუთსი“ ჩვენთვის არის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ პლატფორმა, სადაც ბედნიერება და პოზიტიური განწყობა ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი მიზანია Roots-ის ფილოსოფია უფრო ფართო მასშტაბზე გავიტანოთ. გვინდა, რომ ეს სივრცე გადაიქცეს ბრენდად, რომელსაც ყველგან იცნობენ როგორც პოზიტიურობისა და კეთილგანწყობის სიმბოლოს. ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას და მალე ახალ სივრცეებზე ფიქრს.

ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიმარტივე და სიმსუბუქე, რაც დღეს გვაქვს.

ცნობისთვის, კონცეპტუალური სივრცე თბილისის ცენტრში, მრგვალ ბაღთან, იოველ ქუთათელაძის 7 ნომერში მდებარეობს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კომპანია „თეთრი კვადრატის“ გათამაშება

28.09.2025.14:07

იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.

ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.

გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ. 

კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება. 

ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი. 

უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ

კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო  სიახლეს სთავაზობს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა