მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია ვიყოთ რეგიონის ფინტექ ჰაბი​ - ახალი კანონი, რომელიც კრიპტო და ვირტუალური აქტივების სრულფასოვან რეგულირებას ითვალისწინებს, ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია l ვაკო თურნავა

news image

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს ამბიცია - ვიყოთ რეგიონის ფინტექ ჰაბი, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპუტატი ვაკო თურნავა კანონში შესულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე სებ-ის სრულ ზედამხედველობას ითვალისწინებს. 

„ახალი კანონი, რომელიც კრიპტო და ვირტუალური აქტივების სრულფასოვან რეგულირებას ითვალისწინებს, ამ მიზნისკენ გადადგმული მძლავრი და პრინციპული ნაბიჯია“, - აცხადებს დეპუტატი. 

საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზრის უფრო უსაფრთხოდ ფუნქციონირების, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და საზოგადოებაში ნდობის გაზრდის მიზნით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASP) საქართველოს ეროვნული ბანკის სრულ პრუდენციულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, მსგავსად სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, სებ-ს მიენიჭა უფლება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური შემოწმების ფარგლებში, დაადგინოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი, კაპიტალის და აქტივების მიმართ მოთხოვნები, რისკების მართვის სტანდარტები, რისკების მართვის ჩარჩო და სხვა დამატებითი მოთხოვნები.

ცვლილების ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა და ინვესტორთა კიდევ უფრო მეტად დაცვას, ხოლო ბიზნესი უფრო მდგრადი გახდება როგორც ტექნიკური, ასევე ოპერაციული თვალსაზრისით და ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

2023 წლიდან დღემდე განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, ვირტუალური აქტივის მომსახურების სფერო სწრაფად იცვლება და ვითარდება. ასევე ვითარდება ვირტუალური აქტივის მომსახურებები და იზრდება ამ მომსახურებების მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან გაძლიერებულ ზედამხედველობას მოითხოვს.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის გაფართოება, რაც მათ შორის მოიცავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების პრუდენციულ ზედამხედველობას, კაპიტალის ადეკვატურობას, მომხმარებლების უფლებების დაცვას, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მოთხოვნების დანერგვას.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა