მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ჩვენ წინ უფრო გრანდიოზული, ამბიციური გეგმები გვაქვს - ELT GROUP-ის გენერალური დირექტორი

news image

ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნა, რომელიც საქართველოს სწრაფად მზარდ შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.

როგორც ELT GROUP- ის გენერალური დირექტორი მამუკა მახარაძე აცხადებს, სასტუმრო 4 ტიპის 98 ნომერზეა გათვლილი და La Quinta by Wyndham Batumi-ს სტუმარს უშუალოდ სასტუმროს სერვისებთან ერთად „იელთი კვარტალში“ სხვა სერვისებით სარგებლობაც შეეძლება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით La Quinta by Wyndham Batumi საზეიმო გახსნაზე და ჩვენ ძალიან ამაყები და მოხარული ვართ ამ ფაქტით. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი, საერთაშორისო ამერიკული ბრენდი Wyndham-ი, რომელმაც პირველად შემოიყვანა La Quinta -ს ბრენდი არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამ ბრენდისთვის მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში საქართველოზე, ჩვენს ძალიან ლამაზ ქალაქზე ბათუმზე და კიდევ უფრო ამაყები ვართ და მთავარი რაც არის, რომ ნდობა გამოგვიცხადეს და ჩვენი კომპანია, ჩვენი „იელთი ჯგუფი“ აირჩიეს ამ თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან მაღალი, როგორც პროფესიული, ისევე პერსონალური პასუხისმგებლობაც იყო. აღნიშნული სასტუმრო 98 ნომრისგან შედგება, რომელიც გათვლილია საშუალო და მაღალი კლასის სეგმენტისთვის და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისათვის. აქ იქნება განსაკუთრებული მაღალი დონის სერვისი. მაღალი დონის სერვისთან ერთად ასევე იქნება ის ჩვენთვის, ქართველებისთვის დამახასიათებელი გულწრფელი, განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობა, განსაკუთრებით ბათუმური სითბო, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს დატოვებს ნებისმიერ სტუმარზე. 98 სასტუმრო ნომერი შედგება 4 კატეგორიის ნომრებისგან. ეს არის როგორც საშუალო, ისე ჯუნიორ სვითი, ლუქსი, ექსკლუზივ ბიზნეს. შევეცადეთ, რომ სასტუმრო მაქსიმალურად ყველა ტიპის მომხმარებელზე ყოფილიყო გათვლილი. აქ არის სპა, საუნა, ჯიმი, ფიტნესი, საკონფერენციო დარბაზები და ერთ დეტალს გაგიმხელთ, აღნიშნული სასტუმროს უნიკალურობის, ის მოგეხსენებათ ჩვენს „იელთი კვარტალში“ მდებარეობს და აქ მყოფ თითოეულ სტუმარს შეუძლია, რომ ჩვენთან არსებულ ნებისმიერ სერვისზე ჰქონდეს წვდომა გარდა სასტუმროს შიგნით არსებული სერვისებისა და სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ერთ-ერთ კომპლექსში მინი გოლფის მოედნებიც კი გვაქვს, გარდა რუფტოფ ტერასისა, ჯაკუზებისა, აუზებისა და ა.შ. ამიტომ კომპლექსური წვდომა შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ დამსვენებელს ყველა სერვისზე, რაც სასტუმროში არ არის უშუალოდ შიგნით განთავსებული“, - აცხადებს მამუკა მახარაძე.

მიუხედავად იმისა, რომ La Quinta by Wyndham Batumi საკმაოდ ახალი სასტუმროა, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ჯავშნები უკვე საკმაოდ აქვს.

„დადასტურებული ჯავშნების ნაწილით შემიძლია უკვე გესაუბროთ, რომ ჯავშნები ჩვენდა გასახარად უმეტესად ევროპის და ასევე გაფლის ქვეყნებიდან არის. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი სეზონი გაწერილი და დატვირთულია. ჩვენ ტრადიციულ ბაზრებს გავცდით. იმიტომ, რომ გვინდოდა დივერსიფიცირება მოგვეხდინა და არ ვყოფილიყავით ერთ ბაზარზე ჩამოკიდებული. იცით, რომ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ზოგჯერ არის ის რყევები, რომელიც ბიზნესზე სამწუხაროდ ცუდად აისახება, ამიტომ ჩვენი გაცხადებული სტრატეგია არამხოლოდ სასტუმრო ბიზნესში, ჩვენს გაყიდვებში სამშენებლო ქონსტრაქშენის კუთხითაც, რომ იყოს დივერსიფიცირებული. ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ჩვენს ბაზაში 61 ქვეყნის მოქალაქის მონაცემი ინახება, ანუ ჩვენ ამ 61 ქვეყანაში ვახდენთ ჩვენი პროდუქტის რეალიზაციას“, - აცხადებს ELT GROUP- ის გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ELT GROUP-ი უკვე დაანონსებული პროექტების პარალელურად ახალ გეგმებსაც ამუშავებს და საკუთარ ახალ პროექტებს მალე თბილისსა და კახეთში წარმოადგენს.

„ELT GROUP-ი ისტორიას ქმნის და ჩვენ წინ უფრო გრანდიოზული, ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელიც უშუალოდ ჩვენს ქალაქშივე განხორციელდება. ორი ახალი დაგეგმილი პროექტი გვაქვს. ისევ იქნება ჩვენს ექსკლუზივ პარტნიორთან „ბარსელო ჯგუფთან“ ერთად სასტუმროს მშენებლობას ვაანონსებთ. მომზადების ფაზაშია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება ეს არის სტატუს ჰაუსი, სადაც ცხოვრება სტატუსური იქნება. ასევე თბილისში ახალი მიწის ნაკვეთი შევიძინეთ, სადაც განსხვავებული კონცეფციის, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენს ხელწერას ჩავიტანთ, როგორც „ესპანურ კვარტალში“ გავაკეთეთ თბილისში, რომელიც ჩვენი მიმდინარე პროექტია. ასევე კახეთის რეგიონში შევიძინეთ მიწა, სადაც იქნება ასევე რეზორტის ტიპის გრანდიოზული პროექტი განხორციელდება, თავისი გოლფის მოედნებით, ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით და ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც ადამიანის გონებას შეიძლება წარმედგინოს“, - აცხადებს მამუკა მახარაძემ.

მისივე განმარტებით, გეგმაშია, რომ კომპანია ევროკავშირის 3 ქვეყანაში ასევე განახორციელებს პროექტებს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi (ლა ქინთა ბაი უინმდემ) გაიხსნა, რომელიც საქართველოს სწრაფად მზარდ შავი ზღვის რეგიონს ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. სასტუმრო La Quinta ქართული სამშენებლო - დეველოპერული კომპანია ELT GROUP- ისა და მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ერთობლივი პროექტია და პირველია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში. La Quinta - ს ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, „იელთი კვარტალის“ ტერიტორიაზე მდებარეობს.

La Quinta სტუმრების მისაღებად მზად არის. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი ქალაქ ბათუმში 8 მაისს გაიმართა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნეს სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის, მათ შორის აშშ- ს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და   “იელთი ჯგუფის” ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორებმა.

La Quinta by Wyndham Batumi - ი, ქართულ - ამერიკული პროექტია, რომელიც მხარეებს შორის, წარმატებული კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა. Wyndham - ისა და ELT Group - ის მისიაა, სასტუმროს სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მოგზაურთა ნაკადისა და ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის მნიშვნალობის ზრდას. ასევე, ქვეყნის შავიზღვისპირეთის დინამიურად მზარდი საინვესტიციო ბაზრის პოტენციალის განვითარებას. ბათუმი, უკვე მოინიშნა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე რეგიონის ტურისტულ ცენტრად, რომელიც მოგზაურებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი ლანდშაფტებით და მზარდი ტურისტული ინფრასტრუქტურით იზიდავს.

Wyndham Hotel Group-ი უდიდეს ამერიკულ სასტუმრო ქსელს მიეკუთვნება, რომელსაც საერთაშორისო მოგზაურები უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან. Wyndham Hotel Group-ი მსოფლიოს 95-ზე მეტ ქვეყანაში 9,300 - მდე სასტუმროს აერთიანებს. Wyndham - ი აღიარებულია ტექნოლოგიების, სტუმრების გამოცდილებისა და ლოიალობის თვალსაზრისით და იზიარებს “იელთი ჯგუფის” ხედვას ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ.

ბათუმში, “იელთი კვარტალის” ტერიდორიაზე მდებარე სასტუმრო La Quinta საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და მორგებულია როგორც საქმიანი, ასევე, თავისუფალი მოგზაურებისთვის. სასტმრო 98 ბიზნეს, სტანდარტ, სუპერიორ, ჯუნიორ და ექსკლუზივ ლუქსის ტიპის ნომრებს, ასევე, სპა ცენტრს, ფინურ საუნას, სავარჯიშო დარბაზს, რესტორნებს, ბარს, საკონფერენციო და დასასვენებელ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო La Quinta by Wyndham Batumi აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ქალაქის თანამედროვე, ცოცხალ არქიტექტურაში ჩაეწერება და ადგილობრივი სტუმართმოყვარეობის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  

 La Quinta ადგილმდებარეობით და მომსახურების მაღალი ხარისხით იდეალური არჩევანი იქნება საქართველოს ვიზიტორებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო La Quinta ამერიკის შეერთებულ შტატებში ნომინირებულია ynd ham -ის International Opening Award -ზე. ELT GROUP - ი 19 – 21 მაისს მონაწილეობას მიიღებს Wyndham -ის გლობალურ კონფერენციაში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

12.05.2025.10:58

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის  მწარმოებელი ხუთი საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა.

იაპონელ ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ  ქართული მარნების: „ანდრიას ღვინო“, „ართანა ვაინსი“, „იორა“, „მანავი ვაინსი“, „გაბრიელი ვაინსი“  ღვინოები. გამოფენის სტუმრები ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ.

გამოფენაზე „RAW Wine”  (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი

გამოფენაზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა იაპონიაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.  

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერითქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის  ტურები საქართველოს ყველა რეგიონში

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 71 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა